ანდრე მარი ამპერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ანდრე მარი ამპერი''' ({{lang-fr|André-Marie Ampère}}; დ. [[20 იანვარი]], [[1775]] — გ. [[10 ივნისი]], [[1836]]) — [[ფრანგი]] [[ფიზიკა|ფიზიკოსი]] და [[მათემატიკა|მათემატიკოსი]] [[ელექტრომაგნეტიზმი]]ს ფუძემდებელი და აღმომჩენი. იყო სამეფო საზოგადოების წევრი. ელექტროენერგიის საზომი ერთეული [[ამპერი]] მის პატივსაცემად დაერქვა.
 
== მეცნიერული მოღვაწეობა ==
ამპერს მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ჩატარებული [[მათემატიკა]]ში, [[მექანიკა]]სა და [[ფიზიკა]]ში. მისი ძირითადი ფიზიკური ნაშრომები შესრულებულია ელექტროდინამიკის სფეროში. [[1820]] წელს მან დაადგინა მაგნიტურ ისარზე [[მაგნიტური ველი]]ს მოქმედების მიმართულების განსაზღვრის წესი, რომელიც დღეს [[ამპერის კანონი]]ს სახელითაა ცნობილი; ჩაატარა მრავალი ცდა [[მაგნიტი|მაგნიტსა]] და [[ელექტრული დენი|ელექტრულ დენს]] შორის ურთიერთქმედების გამოსაკვლევად; ამ მიზნებისთვის მან შექმნა მრავალი ხელსაწყო; ამპერმა აღმოაჩინა, რომ დედამიწის მაგნიტური ველი გავლენას ახდენს დენის მოძრავ გამტარებზე. იმავე წელს მან აღმოაჩინა ურთიერთქმედება ელექტრულ დენებს შორის, მოახდინა ამ მოვლენის ფორმულირება ([[ამპერის კანონი]]), განავრცო მაგნეტიზმის თეორია, შემოგვთავაზა ელექტრომაგნიტური პროცესების გამოყენება სიგნალთა გადაცემისთვის.