მედიაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
== მედიაციის ფორმები ==
 
ტერმინი „მედიაცია“ საერთაშორისო დონეზე არ სარგებლობს ერთი სამართლებრივი სტანდარტით. მისი ვარიაციები რეგულირებულია ქვეყნის შიდაკანონმდებლობით. სწორედ აღნიშნულის გამო, მედიაციის მრავალ ფორმას შევხვდებით. დოქტრინაში არსებული შეხედულებით, ძირითადად, მედიაციის ორ ფორმას გამოყოფენ. პირველი- ქვეყნები, სადაც მედიაცია სიღრმისეულადაა რეგულირებული. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი [[ავსტრია|ავტრიააავსტრიაა.]] ავსტრიაში მიღებულია „[[სამოქალაქო სამართლის მედიაციის აქტი]]“,ამას გარდა, ცალკე რეგულირების სახით არის მიღებული „[[სამოქალაქო სამართლის მედიაციის მედიატორთა ტრეინინგ რეგულაციები|სამოქალაქო სამართლის მედიაციის მედიატორთა ტრეინინგ რეგულაციები“.]]
ვიწრო რეგულირების მომხრე ქვეყნების არგუმენტაცია კი ძირითადად გამყარებულია შემდეგი მოსაზრებით: ზედმეტი რეგულაციები ბოჭავს ინსტიტუტის განვითარებას.
ამასთანავე, გამოყოფენ მედიაციის ბუნებასაც. პრაქტიკაში ძირითადად ვხვდებით კერძო მედიაციას, სასამართლო მედიაციასა და სასამართლოსთან დაკავშირებულ მედიაციას. კერძო მედიაცია სწორედ იმით განსხვავდება დანარჩენებისგან, რომ მას არანაირი შემხებლობა არ აქვს სასამართლო სისტემასთან და უფრო მეტიც, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სარგებლობს. სასამართლოსთან დაკავშირებული მედიაცია კორდინირებულად მუშაობს სასამართლოსთან. სასამართლო მედიაცია კი აქტიურ შემხებლობაშია სასამართლოსთან და აღნიშნულ სისტემაში მიმდინარე საქმისწარმოებასთან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედიაცია“-დან