მედიაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
მიუხედავად იმისა, რომ მედიაცია თანამედროვე სიახლეს წარმოადგენს როგორც ლოკალური კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო არეალზე არსებული ვითარებისთვის, ქართულ წყაროებში აშკარად ვხვდებით არაერთ პროცესუალურ მაგალითს, რომლებიც თავისი შინაარსობრივი მხარით უახლოვდებიან მედიაციის ინსტიტუტს. საქართველოს კუთხეების მაგალითზე დაყრდნობით, თითოეული მხარე ინდივიდუალური დავის გადაწყვეტის მექანიზმის არსებობით გამოირჩეოდა. მაგალითად: სვანეთში დავის გადაწყვეტად ფიცის დადება ითვლებოდა, მედიატორების ფუნქცია კი- ,,მორუალებს’’ ჰქონდათ შეთავსებული. ხევსურეთში ასეთ ადამიანს- რჯულის კაცად მოიხსენიებდნენ, ფშავში-ბჭეს უწოდებნდნენ. აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტიც, რომ მე-20 საუკუნის გურიაში შუამავლის მიერ აქტიურად განიხილებოდა საოჯახო ურთიერთობის გადაწყვეტის საკითხი.
 
== მედიატორი ==
== მედიაციის უპირატესობები სასამართლოსთან შედარებით ==
 
მედიაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ მედიატორიაა, ვინაიდან, მასზეა დამოკიდებული კონფლიქტის მოგვარების საკითხი. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მედიატორის კომპეტენცია პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ელემენტია. ის თუ როგორი უნდა იყოს მედიატორი, რა უნარებსა და გამოცდილებას უნდა ფლობდეს, ყოველი სახელმწიფოს გადაწყვეტილების დისკრეციაა, ვინაიდან, საერთაშორისო რეგულირება ვალდებულებისა და შებოჭვის სახით არ არსებობს. ქვეყნები თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს. მაგალითად: ახალ სამხრეთ უელსის შიდაკანონმდებლობა განსაზღრავს მედიატორის კრიტერიუმებს, რომელიც მოიცავს:
*პირადი თვისებები-თანაგრძნობა, მოთმინება, ოპტიმიზმი.
*კვალიფიკაცია- მედიაციის სფეროში როგორც თეორიული ცოდნის ფლობა, ასევე პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
*სპეციალური ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საქართველოს კანონმდებლობა მედიატორთა შერჩევის პროცესში რაიმე სახის კრიტერიუმებსა და იმპერატიულ მოთხოვნებს არ აწესებს.
 
== მედიატორის პასუხისმგებლობა ==
 
მედიატორს შესაძლებელია დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პასუხისმგელობის საკითხი შესაძლებელია დადგეს მედიატორის კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევისას. ასევე, პასუხისმგელობა შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან, კონკრეტულად კი ხელშეკრულების რომელიმე პირობის დარღვევისას, აღებული ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებისას. შესაძლებელია პასუხისმგებლობის წარმოშობა უკავშირდებოდეს მედიატორის სუბიექტურობას, როცა მედიატორი მოქმედებს მხოლოდ მისი ინტერესის შესაბამისად და გავლენას ახდენს მედიაციის პროცესზე, მხარეს აყენებს ცილისწამებას და ა.შ. მიუხედავად პასუხისმგებლობის საკითხის ჰიპოთეტური შესაძლებლობისა, პრაქტიკულად, მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია. სასამართლომდე ძირითადად, მსგავსი საქმეები არ მიდის. საერთაშორისო არეალზე მსგავსი ვითარება დადგა მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, რომელიც ავსტრალიის სასამართლომ განიხილა.
 
== [[ტაპოჰი-ლევენბერგის წინააღმდეგ|ტაპოჰი-ლევენბერგის წინააღმდეგ(ავსტრალია]]) ==
 
აღნიშნული საქმე პრეცედენტს წარმოადგენს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სასამართლოს იმსჯელა მედიატორის პასუხისმგებლობის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პასუხისმგებლობის საკითხში არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული საქმით ხაზი გაესვა მედიატორის მოვალეობას- იმოქმედოს მხარეთა ინტერესების შესაბამისად, ამასთანავე, საქმემ დაადგინა, რომ მოვალეობასთან ერთად, მხარეებს ენიჭებათ უფლება-ყოველი კონკრეტული დარღვევის დროს მოითხოვონ და დღის წესრიგში დააყენონ მედიატორთა პასუხისმგებლობის საკითხი.
== მედიაციის უპირატესობები სასამართლოსთან შედარებით ==
 
=== ღირებულება და დრო ===
 
Line 52 ⟶ 69:
 
აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით გაწერილ დავებს [[2020]] წლიდან ემატება სხვა დანაწესებიც, რომლის მიხედვით, მედიაცია შეიძლება გავრცელდეს: შრომით დავებზე, საზიარო უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე, ქონებრივ დავებზე, თუ საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება და არაქონებრივ დავებზე.
 
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედიაცია“-დან