შამილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
 
[[ფაილი:Imam Shamil - 01.jpg|მინი|იმამი შამილი]]
'''იმამი შამილი''' (დ. [[26 ივნისი]], [[1797]] — გ. [[4 თებერვალი]], [[1871]]) — [[ხუნძები|ხუნძი]] პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, [[კავკასია|კავკასიის]] მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს [[იმამი|იმამად]] აღიარებული, რომელმაც ჯერ დასავლეთ [[დაღესტანი|დაღესტნისა]] და [[ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია|ჩეჩნეთის]], შემდეგ კი [[ჩერქეზეთი]]ს ხალხი გააერთიანა [[თეოკრატია|თეოკრატიულ]] სახელმწიფო [[კავკასიის იმამატი|იმამატში]] და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა [[რუსეთის იმპერია]]ს. თანდათანობით, რუსებმა შეავიწროვეს შამილი, რომელიც ბოლოს [[დაღესტანი|დაღესტნის]] სოფელ ღუნიბში აღმოჩნდა ალყაშემორტყმული და უიმედო წინააღმდეგობის შემდეგ ტყვედ დანებდა.
 
ხაზი 13:
{{ავტორიტეტული წყაროები}}
 
[[კატეგორია:ხუნძები]]
[[კატეგორია:მუსლიმი გენერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 26 ივნისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1799]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 4 თებერვალი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1871]]
 
'''იმამი შამილი''' (დ. [[26 ივნისი]], [[1797]] — გ. [[4 თებერვალი]], [[1871]]) — [[ხუნძები|ხუნძი]] პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, [[კავკასია|კავკასიის]] მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს [[იმამი|იმამად]] აღიარებული, რომელმაც ჯერ დასავლეთ [[დაღესტანი|დაღესტნისა]] და [[ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია|ჩეჩნეთის]], შემდეგ კი [[ჩერქეზეთი]]ს ხალხი გააერთიანა [[თეოკრატია|თეოკრატიულ]] სახელმწიფო [[კავკასიის იმამატი|იმამატში]] და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა [[რუსეთის იმპერია]]ს. თანდათანობით, რუსებმა შეავიწროვეს შამილი, რომელიც ბოლოს [[დაღესტანი|დაღესტნის]] სოფელ ღუნიბში აღმოჩნდა ალყაშემორტყმული და უიმედო წინააღმდეგობის შემდეგ ტყვედ დანებდა.
 
== ლიტერატურა ==
* Шапи Казиев. [http://www.kaziev.ru/index/imam_shamil/0-36 Имам Шамиль. ЖЗЛ. М., Молодая гвардия, 2010. ISBN : 5-235-02677-2]
* [http://www.memoirs.ru/rarhtml/Cast_RA69_6.htm О.-Д. А. Частное письмо о взятии Шамиля от 2 сентября 1859 // Русский архив, 1869. — Вып. 6. — Стб. 1045—1068.]
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat-inline|Imam Shamil}}
* [https://en.wikisource.org/wiki/The_Encyclopedia_Americana_(1920)/Schamyl შამილი] — [[ენციკლოპედია ამერიკანა]]
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}
 
[[კატეგორია:ხუნძები
[[კატეგორია:დაბადებული 26 ივნისი1799]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 4 თებერვალი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1871]]მე–19 საუკუნის 30–40–ან წლებში იწყება ჩრდილოეთ კავკასიის მთიელი მოსახლეობის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ბრძოლა მიურიდიზმის ფორმით მიმდინარეობდა. მიურიდიზმი არის მუსლიმანური რელიგიის ერთ–ერთი მიმდინარეობა. იგი მე–14 საუკუნეში წარმოიშვა ქ. ბუხარაში. მისი საფუძველი მოცემულია სუფიზმში. მართლმორწმუნე მუსლიმანისაგან მოითხოვს ისლამისადმი მონურ მორჩილებას, გიაურების (არამუსლიმანების) წინააღმდეგ საღვთო ომს, საიქიო შენდობას და ნეტარებას ჰპირდება ყველას, ვინც ამ ქვეყნად მეტ გიაურს (არა მუსლიმს) გაჟლეტს. კავკასიის მთიელ ტომში მიურიდიზმის პირველი მქადაგებელი მოლა მუჰამედი იყო. 1828 წელს იგი მუჰამაედ იარაგელის რეკომენდაციით აირჩიეს დაღესტნის პირველ იმამად. მას ამიერიდან ღაზი–მოლა ანუ სარწმუნოებისათვის მებრძოლი ეწოდა. ღაზი–მოლას უმცროსი მეგობარი იყო შამილი. მათ პირველებმა დაიწყეს მიურიდიზმის ქადაგება და ჰაზავათის დროშით მოძრაობის ფართო გაშლა. მთიელებში ხანგრძლივი აგიტაციის შემდეგ, ღაზი–მოლას სურდა ავარიის სახანოზე დაყრდნობით მთელი ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიის ხელში ჩაგდება და რუსი კოლონიზატორების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა. 1830 წელს ღაზი–მოლამ შამილთან ერთად 5 000–ანი ლაშქრით ილაშქრა ხუნძახის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდნენ. უფრო მეტიც, შამილი კინაღამ ტყვედ ჩაიგდეს. მიუხედავად პირველი წარუმატებლობისა ღაზი–მოლას ლაშქარი სწრაფად ივსებოდა. 1832 წელს გენერალ ველიამინოვის მეთაურობით რუსის ჯარმა ალყა შემოარტყა აულ გიმრს, სადაც თავს აფარებდნენ ღაზი–მოლა და შამილი 600 მიურიდით. ძალთა უთანასწორობის მიუხედავად, მთიელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს კბილებამდე შეიარაღებულს რუსებს. ყველა მთიელი, მათ შორის იმამი, ღაზი–მოლაც დაიღუპა. მძიმედ დაჭრილმა შამილმა სასწაულებრივ მოახერხა რუსთაგან გაქცევა.
მეორე იმამად ჰამზათ–ბეგი აირჩიეს. დღის წესრიგში კვლავ ავარიის სახანოს მშვიდობიანად ხელში ჩაგდების საკითხი დადგა. თავად ჰამზათ–ბეგი ავარიელი იყო, რაც ამოცანის გადაჭრას აადვილებდა.
1834 წელს მიურიდებმა გაილაშქრეს ავარიის წინააღმდეგ, რადგანაც ავარიის ხანმა რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. მთ აიღეს ხუნძახი და თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს მთელი ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასია.
შამილი ავარიის წარჩინებულების მიმართ გადამჭრელი ზომების მომხრე იყო, რადგანაც მათ გამცემლებად თვლიდა. ჰამზათ–ბეგი თავად ფეოდალურ ზედაფენას ეკუთვნოდა და ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდა, რაც მისთვის მეტად ტრაგიკულად დამთავრდა. 1834 წელს იგი მეჩეთში მოკლეს ხანის ხელისუფლების მომხრეებმა, მათ შორის იყო მოკლული ხანის შვილების ძიძიშვილი ჰაჯი–მურატი.
1835 წლის ზაფხულში შამილი იმამად აირჩიეს.
შამილი დაიბადა 1796 წელს აულ გიმრში. მიიღო სასულიერო განათლება. შეუერთდა რა წინააღმდეგობის მოძრაობას, შამილი არა მარტო ამ მოძრაობის უბადლო მებრძოლად მოგვევლინა, არამედ შემდგომში თავად ჩაუდგა სათავეში ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინაარმდეგ. იგი იყო შესანიშნავი სახელმწიფო მოღვაწე, გულადი მეომარი, ჭკვიანი პოლიტიკოსი. შამილის მოღვაწეობის დროს კიდევ უფრო დაიხვეწა თეოკრატიული (რელიგიური) სახელმწიფოს – იმამატის სტრუქტურა. უფრო გაიზარდა შამილის, როგორც უმარლესი საერო და სასულიერო პირის (იმამის) ავტორიტეტი. შამილის მმართველობის წლებში გეოგრაფიულად გაიზარდა იმამატის საზღვრები. შამილმა ძალით დაუმორჩილა შარიათის კანონებს ჩეჩნეთ–დაღესტნის აულები, საომარ რელსებზე გადაიყვანა სრულიად იმამატი და საომარ კანონებს დაუმორჩილა მთელი საგანმგებლო ტერიტორია. კანონის აღსასრულებლად შამილი მკაცრი და დაუნდობელი იყო, მაგრამ ამავე დროს სამართლიანიც.
იმამად გახდომის შემდეგ შამილმა დაიწყო მთიელთა შორის ყველა მუსლიმანის თანასწორობის ლოზუნგის გავრცელება და ბრძოლა იმ მთიელთა წინააღმდეგ, რომენიც არ ემორჩილებოდნენ იმამატის კანონებს.
რუსი კოლონიზატორები ყოველნაირად ცდილობდნენ მთიელებში ეროვნული გრძნობების ჩახშობას და შამილის განადგურებას. 1839 წელს მომზადდა ორი დიდი სამხედრო ექსპედიცია. პირველი მიზნად ისახავდა დაღესტნის „დამშვიდებას“, მეორე მიმართული იყო შამილის წინააღმდეგ.
რუსი გენერალი გრაბე ხელმძღვანელობდა „ახულგოს სისხლიან შტურმს“, სადაც შამილი დამარცხდა, მაგრამ ცარიზმის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. შამილი ჩეჩნეთში გადავიდა და კიდევ უფრო გაამკაცრა იმამატის კანონები. ჯარში სასტიკი რეჟიმი ბატონობდა. უმცირესი დანაშაულისთვისაც კი სიკვდილით ისჯებოდა ყველა – უბრალო მეომრიდან დაწყებული მაღალჩინოსნამდე დამთავრებული. ამასთან შამილი ცდილობდა ხალხში გმირული სულის გაღვივებას.
1840 წლიდან იწყება შამილის „ბრწყინვალე ეპოქა“, რომელმაც თავის კულმინაციას მიაღწია 1846 წელს.
1851 წელი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენდა იმამატის განვითარებაში. ამ წელს ჩერდება სახელმწიფოს ზრდა და თანდათან მცირდება მისი საზღვრები.
მთიელები ბრძოლით დაიღალნენ. დიდი იყო დანაკლისი. შამილისათვის დიდი დარტყმა იყო აგრეთვე ჰაჯი–მურატის განდგომა, რამაც გამოიწვია დაღესტნელი დიდებულების დიდი ნაწილის რუსეთის მხარეს გადასვლა..
1859 წელს ჩეჩნეთისა და დაღესტნის აულების უმრავლესობა უკვე რუსების ხელში იყო. რუსებს ნებდებოდნენ და იარაღს აბარებდნენ შამილის მოადგილენიც ე.წ. ნაიბები.
1859 წლის 25 აგვისტოს აულ ღუნიბს, სადაც გამაგრებული იყო შამილი, 360 ათასიანი არმიით ალყა შემოარტყა გენერალმა ბარიატინსკიმ. მასში აქტიურ როლს თამაშობდა ქართული მილიცია გენერალ გრიგოლ ორბელიანის ხელმძღვანელობით. შამილი იძულებული გახდა დანებებულიყო. იგი 10 წლით გადაასახლეს ქ. კალუგაში. 1870 წელს იგი გაემგზავრა მექაში წმინდა ადგილების მოსალოცად.
შამილის ტყვედ ათვანის შემდეგ რუსეთის გენერალიტეტს არ გასჭირვებია გაჭიანურებული დიდი ხნის ომის სწრფად დამთავრება. 1861 წლიდან ახალი ძალით იწყება კავკასიის ჩრდილო–დასავლეთის მთიელი ტომების დამორჩილება , რაც რუსეთის გეგმით 1864 წელს დამთავრდა. ამით კავკასიის ომი რუსეთმა საბოლოოდ დაასრულა. მთელს კავკასიაში რუსული მმართველობა დამყარდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შამილი“-დან