ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/1999megreliko|1999megreliko]]|2=2019 წლის 10 დეკემბერი}}
[[ფაილი:Eleanor Roosevelt UDHR.jpg|thumb|250px|ელეონორა რუზველტი და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1949)]]
 
Line 6 ⟶ 7:
 
დეკლარაციის მიღების დღე - [[10 დეკემბერი]] - ადამიანის უფლებათა დღედაა გამოცხადებული და აღინიშნება საერთაშორისო მასშტაბით.
 
== მცირე მიმოხილვა ==
საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მოძრაობა გაძლიერდა , როცა [[გაეროს გენერალური ასამბლეა|გაეროს გენერალურმა ასამბლეამ]] მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია [[1948]] წლის [[10 დეკემბერი|10 დეკემბერს]]. ეს მიჩნეულია , როგორც „მიღწევების საერთო სტანდარტი ყველა ხალხისთვის და ერისთვის.“ დეკლარაცია პირველად ადამიანების ისტორიაში წარმოადგენდა ძირითად სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, და კულტურულ უფლებებს, რომლითაც ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს.დროთა განმავლობაში იგი ფართოდ იქნა მიღებული, როგორც ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნორმები, რომელსაც ყველა უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს.UDHR, [[სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი|სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტთან]] და მის ორ ფაკულტატურ ოქმთან ერთად და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი, ქმნიან ე.წ [[ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონპროექტი|ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონპროექტს]].
 
[[ადამიანის უფლებები|ადამიანის უფლებათა]] საერთაშორისო დეკლარაცია, ეს ისტორიული დოკუმენტი გახდა საფუძველი ადამიანის საერთაშორისო უფლებების და ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანი იბადება დაბადებით თავისუფალი, აქვთ უფლებები ერთნაირ მოპყრობაზე, სარგებლობენ თანაბარუფლებიანობით მიუხედავად რასისა, რელიისა, ეროვნებისა, ენისა და სქესისა. დეკლარაციაში გამოცხადებულია [[პიროვნების ძირითადი უფლებები]]-სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფო მართვა-გამგეობაში მონაწილეობის, შრომის , თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების , განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა.შ უფლებების.
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულება და სხვა დეკლარაციები, რომლებიც მიღებულ იქნა 1945 წელს მიჩნეულია, როგორც ადამიანის შეუვალ უფლებათა ლეგალური ფორმა. მან საფუძველი ჩაუყარა და განავითარა საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებები. რეგიონულ დონეზე, აგრეთვე, მიღებულ იქნა სხვა ინსტრუმენტებიც, რომლებიც პირდაპირ იმეორებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და წარმოადგენს დაცვის სპეციფიურ მექანიზმებს კონკრეტულ რეგიონებში. სხვადასხვა ქვეყნების უმრავლესობამ ასევე გამოსცა კონსტიტუციები და კანონები, რომლებიც ფორმალურად, საბაზისო დონეზე იცავს ადამიანის უფლებებს. მაშინ როცა [[საერთაშორისო ხელშეკრულებები]] და კანონები საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების ხერხემლის ფორმირებას ახდენენ. სხვა ინსტრუმენტები, როგორიცაა დეკლარაციები, მითითებები და პრინციპები, რომლებიც მიღებულ იქნა საერთაშორისო დონეზე ხელს უწყობს მის გაგებას, უზრუნველყოფას და განვითარებას . ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პატივისცემა მოითხოვს კანონების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შემოღებას.
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და დეკლარაცია ადგენს მნიშვნელოვან ვალდებულებებს და სახელმწიფოები ვალდებულნი არიან პატივი სცენ მას. [[საერთაშორისო ხელშეკრულება|საერთაშორისო ხელშეკრულებათა]] მხარეებად გახდომით სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებებს, რომ შეასრულონ საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები, დაიცვან და უზრუნველყონ ადამიანის უფლებები. პატივისცემის ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ადამიანის უფლებების დაცვაში ჩარევისა და მისი შემცირებისგან. დაცვის ვალდებულებაში კი იგულისხმება, რომ სახელმწიფოებმა დაიცვან ინდივიდუალური პირები და ჯგუფები ადამიანის უფლებების დარღვევისგან. შესრულების ვალდებულება კი ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს პოზიტიური ქმედებები, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას.
 
ადამიანის უფლებათა [[საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება|საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების]] მეშვეობით, მთავრობები კისრულობენ ვალდებულებებს, რომ დააწესონ შიდა ზომები, თავსებადი კანონმდებლობით მათი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან და მოვალეობებთან. სადაც შიდა ლეგალური პროცედურები, ვერ განიხილავს ადამიანის უფლებების დარღვევას, მექანიზმები და პროცედურები ხელმისაწვდომია საჩივრებისა და კომუნიკაციების გზით, ინდივიდუალურად რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე, რათა უზრუნველყონ, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, განხორციელება და გამოყენება მოხდეს ადგილობრივ დონეზეც.
 
მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაცია ითარმნა 298 ენაზე და დიალექტზე და გახდა ყველაზე თარგმნადი დოკუმენტი, რის გამოც 1999 წელს თარგმნის რიცხვის შესაბამისად მოხვდა [[გინესის რეკორდების წიგნი|გინესის რეკორდების წიგნში]].
 
==ლიტერატურა==
 
{{ქსე|1|82}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Universal Declaration of Human Rights}}
*[https://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/InternationalLaw.aspx ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მცირე მიმოხილვა]
* [http://www.un.org/Overview/rights.html ტექსტი] {{en icon}}
* [http://www.ohchr.org/en/udhr/pages/introduction.aspx ოფიციალური თარგმანები]
* [http://www.unac.org/rights/question.html კითხვა-პასუხები]
 
 
[[კატეგორია:ადამიანის უფლებები]]