206
რედაქტირება
იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
მ |
||
'''რასა''' (ფრანგ. Race, გვარი, ჯიში, ტომი) — გარკვეულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც აქვს საერთო წარმომავლობა, მსგავსი გარეგნული ნიშნები (კანის, თმის, თვალების ფერი; ცხვირის, სახისა და თავის ქალის ფორმა; სიმაღლე; ასევე სისხლის ჯგუფი და სხვა). ძირითადი რასებია: თეთრი ანუ ევროპეიდული, შავი ანუ ეკვატორულ-ნეგროიდული, ყვითელი ანუ მონგოლოიდური. გამოყოფენ ასევე ორ, ე.წ. წარმოებულ რასას: ამერიკულს (ამერიკანოიდული) და ავსტრალიურს (ავსტრალოიდური). ამერიკანოიდული რასა წარმოქმნილია მონგოლოიდურისგან, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მას ცალკე რასად მიიჩნევს. ავსტრალოიდური
თანამედროვე [[გეოგრაფია]]ში რასების საზღვრები პირობითია, მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოშობილია სხვადასხვა რასის შერევით. ასეთია მაგალითად ამერიკის მოსახლეობა.
ადამიანთა რასობრივი განსხვავება გამოწვეულია გარკვეულ [[კლიმატი|კლიმატურ]] პირობებში ხანგრძლივი ბინადრობისას ბუნებრივი პირობების ზეემოქმედებით. მაგალითად, თეთრი რასის წარმომადგენლები ძირითადად ზომიერ სარტყელში ცხოვრობენ
== დეფინიცია ==
ბიოლოგიური დეფინიციის მიხედვით, რასა არის პოპულაცია, რომელიც სხვა პოპულაციებისაგან გენების გარკვეული მახასიათებლებით განსხვავდება.
ანთროპოლოგები ადამიანის რასის კლასიფიცირებას კანის ფერზე (პიგმენტაცია) და აღნაგობაზე დაყრდნობით ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ანთროპოლოგები რასის განსაზღვრას გენეტიკური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მონაცემების მიხედვით ახდენენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ „სუფთა რასები“ არ
ბიოლოგიური დეფინიციისაგან განსხვავებით, სოციოლოგები რასას განსაზღვრავენ, როგორც ადამიანთა კატეგორიას, რომელიც მეტნაკლებად გამოირჩევა ისეთი ფიზიკური მახასიათებლებით, როგორიცაა კანის ფერი, თმის ტექსტურა და თვალის ფორმა.
სოციოლოგები განმარტავენ, რომ რასობრივი ჯგუფები განსხვავდებიან ფიზიკური ნიშნების მიხედვით, ხოლო ეთნიკური ჯგუფები კულტურული და ეროვნული მახასიათებლებით.
ეთნიკური ჯგუფი არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც სხვებისაგან გამოირჩევა ძირითადი კულტურული და ეროვნული მახასიათებლებით. გამოყოფენ ეთნიკური ჯგუფის ხუთ ძირითად ნიშანს:
* უნიკალური კულტურული თვისებები
|
რედაქტირება