რკინის მადანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:HematitaEZ.jpg|მინი|250პქ|ჰემატიტი - რკინის ძირითადი მინერალი ბრაზილიის მაღაროებში]]
[[ფაილი:LightningVolt Iron Ore Pellets.jpg|მინი|250პქ|რკინის მადნის გროვა, რომელსაც<nowiki/> [[ფოლადი]]ს საწარმოებლად იყენებენ.]]
'''რკინის მადანი''' — ბუნებრივი [[მინერალები|მინერალური]] წარმონაქმნი, რომელიც ისეთი ნაერთების სახითა და ისეთი რაოდენობით შეიცავს [[რკინა|რკინას]], რომ მისგან [[ლითონი|ლითონის]] ამოღება [[ეკონომიკა|ეკონომიკურად]] შესაძლებელია. რკინის მადნები ერთმანეთისაგან განსხვავდება მინერალური შემადგენლობის, რკინის შემცველობის, სასარგებლო და მავნე მინარევების რაოდენობის, წარმოქმნის პირობებისა და [[მრეწველობა|სამრეწველო]] თვისებების მიხედვით. რკინის ძირითადი მადნეული მინერალია: [[მაგნეტიტი]], [[ჰემატიტი]], ჰიდროჟანგეულები — [[გოეთიტი]] და [[ჰიდროგოეთიტი]], [[სიდერიტი]], რკინიანი ქლორიტები ([[თიურინგიტი]] და [[შამოზიტი]]).