დევიაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
hhh
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
Undid edits by ბუკა ვილიამსი (talk) to last version by Masumrezarock100
 
ხაზი 1:
'''დევიაცია''' — [[ქცევა|ქცევის]] აღნიშნვა, რომელიც ეწინააღმდეგება [[საზოგადოება]]ში აღიარებულ [[ნორმა|ნორმებს]]. [[რობერტ მერტონი]]ს აზრით, დევიანტური მოქმედება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ([[კულტურა]]ში) აქცენტირებული მიზნების მიღწევა ხდება სოციალურად დაუშვებელი (არანორმალური, არაინსტიტუციური), თუმცა შესაძლოა ტექნიკურად ეფექტიანი საშუალებების გამოყენებით. დევიაცია სოციალურად კონსტრუირებული მოქმედებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ქმედება, რომელიც თავისთავად, სოციალური კონტექსტისაგან განყენებულად, არანორმალურია (ნორმიდან გადახრილია), ანუ დასაგმობია ნებისმიერი საზოგადოების მიერ ნებისმიერ დროს. პირიქით, დევიაცია სიტუაციური და კონტექსტუალურია. მაგალითად, ადამიანის მოკვლა დევიანტურია ჩვეულებრივ (მშვიდობიან) სიტუაციაში, მაგრამ ნორმალურია, მეტიც — მოითხოვება [[ომი]]ს კონტექსტში. ამდენად, ყველა სოციალური ქმედება იმართება და რეგულირდება წესების საფუძველზე, მაგრამ, ჯერ ერთი, თავად წესებია სხვადასხვა განსხვავებული კონტექსტისათვის და მეორეც, ისინი ცვალებადია და მუდმივად ვარირებს სოციალურ დროსა და სივრცეში. აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა: შესაძლოა, ინდივიდის ესა თუ ის ქმედება ფორმალურად განიხილებოდეს როგორც დევიანტური, მაგრამ მას მაინც არ „მიეკეროს“ დევიანტის იარლიყი, რამდენადაც, გარემოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი არ აღიარებს ნორმის დარღვევად.
 
დევიაცია '''სექსუალური''' — გადახრა სექსუალური ქცევის მისაღები (მოცემული ეთნიკური კულტურის ფარგლებში) ნორმებიდან, როცა სექსუალური აღგზნება ან ორგაზმი მიიღწევა ატიპური ან არსებული კულტურით დაუშვებელი ქმედებების შედეგად. სექსუალური დევიაცია კლასიფიცირდება, როგორც გადახრა ა) ლტოლვის ობიექტთან მიმართებაში ([[პედოფილია]], [[ეფებოფილია]], [[გერონტოფილია]], [[ზოოფილია]], [[ფეტიშიზმი]], [[ტრანსვესტიზმი]], [[ინცესტი]], [[ნარცისიზმი]], [[პიგმალიონიზმი]], [[ნეკროფილია]] და სხვ.), და ბ) ლტოლვის გამოხატვის ფორმაში ([[სადიზმი]], [[მაზოხიზმი]], [[ექსჰიბიციონიზმი]], [[ვუაიერიზმი]] და ა.შ.). proeqtzebimudhava buka williamsi“
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დევიაცია“-დან