დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.121.234-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 61:
 
=== ღონისძიებები ხელისუფლების გაძლიერებისა და ცენტრალიზაციისათვის ===
დავითმა შემოიკრიბა თავისი ერთგული ქვეშევრდომები, რათა მათი მხარდაჭერით წარმატებით წარემართა ქვეყნის საქმეები. საქართველოს სამეფო კარი თავს უყრიდა ერთგულ მხედართა რაზმებს. სწორედ ერთგული მოლაშქრეებით ესხმოდა თავს სელჩუკებს, ამარცხებდა მათ და ამით მტრის შიშით მთაში გახიზნულ ქართველ მიწის მუშას ბარათბარად ჩამოსვლის საფუძველს უქმნიდა. დავითმა სელჩუკები ქართლიდან თანდათან აჰყარა. ეს წვრილი გამარჯვებები ქართველ ხალხში მტრის გარდუვალი დამარცხების აუცილებლობასა და საკუთარი ძალის რწმენას აღვივებდა. ქვეყანა თანდათან დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ წარმოებას, ქალაქები კი აღორძინების გზას დაადგა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. II|2012|გვ=362}}
 
სელჩუკთა ძლიერება თანდათან შესუსტდა სულთან [[მელიქ-შაჰი|მალიქ-შაჰის]] სიკვდილის შემდეგ (1092 წლიდან). ეს, თავის მხრივ, საქართველოს პოლიტიკური ძლიერების წისქვილზე ასხამდა წყალს. გარეშე მტრის დასუსტებასთან ერთად აღარც შინაური ურჩი ფეოდალები წარმოადგენდნენ დიდ საფრთხეს.