პერლ-ჰარბორზე თავდასხმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
→‎თავდასხმა: ტიპოგრაფიული შესწორება, გრამატიკის შესწორება
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ხაზი 7:
==თავდასხმა==
[[ფაილი:A6M3_Model22_UI105_Nishizawa.jpg|250პქ|მარცხნივ|მინი|იაპონური მონადირე Mitsubishi A6M Zero]]
[[1941]] წლის ოქტომბერში იაპონიის გენერალურმა შტაბმა მიიღო იაპონიის ფლოტის მთავარსარდლის, ადმირალ [[ისოროკუ იამამოტო]]ს მიერ შემუშვებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა პერლ-ჰარბორში აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტზე მოულოდნელ თავდასხმას. ნოემბრის ბოლოს იაპონელთა უზარმაზარმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა 6 ავიამზიდი, 24 სამხედრო ხომალდი და წყალქვეშ ნავები, საბრძოლო პოზიციები დაიკავა. [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]], დილის 8 საათზე 180-მა იაპონურმა ბომბდამშენმა ბაზაზე იერიში მიიტანა. მათი სამიზნე იყო 8 ამერიკული საბრძოლო ხომალდი, აქედან 7 მათგანი ნავმისადგომში ერთრიგად ჩამწკრივებული იდგა და მოწინააღმდეგისთვის კარგ სამიზნეს წარმოადგენდა. ყველა მათგანი დაბომბეს, 3 კი ჩაძირეს. იერიშის მეორე ტალღა ნახევარ საათში განმეორდა და 10 საათისთვის იაპონელთა თვითმფრინავები უკან გაბრუნდნენ. 21 საბრძოლო ხომალდის ჩაძირვის ან განადგურების გარდა, იაპონელებმა ამერიკელთა 188 თვითმფრინავი დაბომბეს, სანამ მათი უმეტესობა მიწაზე იდგა. 3 ავიამზიდი, რომლებიც იმ დროს წვრთვნებს გადიოდნენ და პორტში არ იმყოფებოდნენ, დაბომბვას გადაურჩა . ამერიკელთა დანაკარგი 2403 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, 1178 კი დაიჭრა. იაპონელებმა კოორდინებული თავდასხმით ასევე თითქმის მიწასთან გაასწორეს ფილიპინებზე აშშ-ის საჰაერო ძალები. პრეზიდენტ რუზველტს კონგრესმა მაშინვე მიანიჭა უფლებამოსილება, ომი გამოეცხადებინა იაპონიისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ გერმანიამ მოკავშირის წინაშე თავი ვალდებულად მიიჩნია, აშშ-ისთვის ომი გამოეცხადებინა.
 
==რესურსები ინტერნეტში==