პერლ-ჰარბორზე თავდასხმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატებული ბმულები
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ხაზი 3:
 
==ამერიკა-იაპონიის ურთიერთობა თავდასხმამდე==
30-იან წლებში იაპონიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. [[1931]] წელს იაპონიამ დაიპყრო [[ჩინეთი]]ს პროვინცია [[მანჯურია]], [[1937]] წელს კი ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია სისასტიკემ, რომელსაც იაპონელები ჩინეთში იჩენდნენ. ამას თან დაერთო იაპონიის გაერთიანება ნაცისტურ გერმანიასთან სამხედრო ალიანსში, [[1940]] წელს. მომდევნო წელს [[ჰიტლერი]]ს შეიარაღებული ძალები მთელ კონტინენტურ ევროპაში გაბატონდნენ და [[საბჭოთა კავშირი]]სკენ იკაფავდნენ გზას. [[დიდი ბრიტანეთი]] იძულებული გახდა შეიარაღებული ძალები გაეყვანა [[საბერძნეთი]]დან და [[კრეტა|კრეტიდან]], ბრიტანელებმა რამდენიმე მარცხი იწვნიეს ჩრდილოეთ აფრიკაშიც. გარდა ამისა, [[ატლანტის ოკეანე]]ში გერმანელებმა წყალქვეშა ნავებით ძლიერი იერიში მიიტანეს ბრიტანეთის ფლოტზე. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა იქონია ომიმ დროისთვის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ აშშ-ში ძალზე სკეპტიკურად უყურებდნენ ევროპაში ომში ჩართვის შესაძლებლობას. პრეზიდენტი [[თეოდორ რუზველტი]] ანგარიშს უწევდა ქვეყანაში გამეფებულ ანტისაომარ განწყობას და პირობას დებდა, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა. [[1941]] წლის [[26 ნოემბერი|26 ნოემბერს]] სახელმწიფო მდივანმა იაპონელებს ჩინეთისა და [[ინდოჩინეთი]]ს დატოვება მოსთხოვა, ამას გარდა აშშ-მ ნავთობისსა და სხვა ნედლეულის მიწოდება შეუმცირა იაპონიას, რაც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. იაპონიას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ამერიკისთვის ომი გამოეცხადებინა. პერლ-ჰარბორზე თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ აშშ უკვე ორ ფრონტზე იყო ჩართული ომში — გერმანიასთან და იტალიასთან ევროპაში და იაპონიასთან წყნარ ოკეანეში.
 
==თავდასხმა==