რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
[[საქართველო]]ს და [[რუსეთი|რუსეთს]] შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა [[XV საუკუნე]]ში, კერძოდ [[1483]] წელს, როდესაც [[კახეთი]]ს მეფე [[ალექსანდრე I (კახეთის მეფე)|ალექსანდრე I]]-მა მოსკოვის მთავარს [[ივანე III (რუსეთი)|ივანე III]]-ს დახმარების თხოვნით მიმართა და მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. [[მოსკოვი]]ს მთავარმა უარყო ალექსანდრეს შეთავაზება, რამაც ხანგრძლივი დროით საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია.
 
ურთიერთობები აღდგა [[1550]]-ან1565 წლებშიწელს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატორად კახეთის მეფე [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანი]] გამოვიდა. მან, ამჯერად, უკვე რუსეთის მეფე [[ივანე IV (რუსეთი)|ივანე IV]]-ს მიმართა დახმარების და [[მუსლიმები]]ს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თხოვნით.რუსეთის მეფემ გამოგზავნა 500 კაციანი დამხმარე რაზმი,რომელიც განთავსდა დაღესტანტან მოსაზღვრე ქარტულ ციხე-სიმაგრეებში,მაგრამ სპარსეთის შაჰის პროტესტის შედეგად 1572 წელს ეს რაზმი გაყვანილი იქნა უკან რუსეთში.
 
დიპლომატიური ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა ლევანის მემკვიდრის [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]] მეფობის პერიოდში. რუსეთის მეფეები აიმედებდნენ ალექსანდრეს და პირდებოდნენ სამხედრო დახმარებას, სანაცვლოდ კი კახეთის მეფეს სთხოვდნენ რუსეთის მეფისთვის ერთგულების ფიცი მიეცა. [[1589]] წელს ალექსანდრემ ერთგულების ფიცი დადო, რუსეთის მეფე ფეოდორ ივანესძესთან,მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო დაუსრულებელი ელჩობების და რამდენიმე სასულიერო პირის გამოგზავნის გარდა.
 
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ელჩები ცდილობდნენ მსგავსი ერთგულების ფიცი დაედებინათ საქართველოს სხვა მეფე-მთავრებისთვის, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. მაგალითად, [[ქართლი]]ს მეფემ [[გიორგი X]] კატეგორიული უარი განაცხადა ფიცის დადებაზე.