დიმიტრი ჭალაგანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაიწერა ბიოგრაფია
 
No edit summary
ხაზი 1:
'''დიმიტრი ჭალაგანიძე ''' (დ. [[1836]], [[მარტვილი]] ― გ. [[1917]]) — ქართველი მომღერალ-მგალობელი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.
 
== ბიოგრაფია ==
დიმიტრი (დიტო) ჭალაგანიძე ტრადიციულ მგალობელთა საგვარეულოდან წარმოდგებოდა. მისი პაპის მამა, რომელიც წარმოშობით [[გურია|გურიიდან]] იყო, [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] პირველ ნახევარში [[ჭყონდიდის ეპარქია|ჭყონდიდის]] ეპისკოპოსის მიწვევით გადასულიყო მარტვილში, [[მარტვილის მონასტერი|ადგილობრივი მონასტრის]] მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელად, იქვე დაქორწინებულიყო ადგილობრივი მღვდლის―გაწერელიას ქალიშვილზე და დასახლებულიყო. იქვე მოღვაწეობდა მისი შთამომავლობაც, მათ შორის, დიმიტრის მამა―როსტომიც, რომელიც ასევე ცნობილი მგალობელი იყო და ვაჟსაც შეასწავლა გალობის ხელოვნება <ref name=":0">https://www.qwelly.com/forum/topics/dito-chalaganidze?groupUrl=galoba&</ref>.
 
დიმიტრი ჭალაგანიძეს პროფესიული მუსიკალური განათლება არასოდეს მიუღია. ამის მიუხედავად, ბუნებრივი ნიჭის წყალობით, იგი ბრწყინვალედ ფლობდა მრავალ საგალობელს და ჰქონდა მათი ჩაწერის თავისებური სისტემა, რითიც შემდგომში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია [[ფილიმონ ქორიძე|ფილიმონ ქორიძეს]] და [[ანდრია ბენაშვილი (მუსიკათმცოდნე)|ანდრია ბენაშვილს]], რომელთაც საგალობლები ნოტებზე გადაჰქონდათ. ასწავლიდა სიმღერა-გალობას ჯერ [[მარტვილი|მარტვილის]], შემდეგ-[[ახალსენაკი|ახალსენაკის]] სასულიერო სასწავლებელში. მარტვილის სასწავლებელში მისი მოწაფეები იყვნენ [[იონა მეუნარგია]], [[თევდორე ჟორდანია|თედო ჟორდანია]], [[თედო სახოკია]], [[მიხა ცხაკაია]]. იყო “გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” წევრი, [[რაჟდენ ხუნდაძე|რაჟდენ ხუნდაძესთან]], [[ივლიანე წერეთელი|ივლიანე წერეთელთან]] და [[ანტონ დუმბაძე|ანტონ დუმბაძესთან]] ერთად <ref>http://polyphony.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9Dსაქართველო/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98ქართული-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9Dსაეკლესიო-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90მუსიკა/%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98სკოლები/</ref>.
 
დიმიტრის ბუნებრივი ხმა [[ბანი (მუსიკა)|ბანი]] იყო, თუმცა, იგი საგალობლების ყველა ხმას სრულყოფილად ფლობდა (ანუ, იყო ე.წ. სრული მგალობელი). სახელგანქმული იყო მისი ტრიო, სადაც დიმიტრის (ბანის) გარდა, გალობდნენ მისი ვაჟი ანდრია (მეორე ხმა) და თეიმურაზ გეგეჭკორი (პირველი ხმა). გადმოცემის თანახმად, დიმიტრი ჭალაგანიძის ლოტბარობით, მას, თეიმურაზ გეგეჭკორსა და ანტონ დუმბაძეს [[მარტვილის მონასტერი|მარტვილის ტაძარში]] პეტრეპავლობის წირვის დროს, გალობით წაუკითხავთ [[ფსალმუნნი|დავითნი]] <ref name=":0" />.
ხაზი 10:
დიმიტრი ჭალაგანიძის მოსწავლეები იყვნენ შემდგომში ცნობილი მომღერლები და ლოტბარები [[კიწი გეგეჭკორი]] და [[რომანოზ შელეგია|რემა შელეგია]].
 
==სქოლიო==
 
{{სქოლიო}}
 
<br />