დარიშხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(png -> svg)
ინდოეთში ცნობილი გახდა ტექნოგენური [[ეკოლოგიური კატასტროფა|ეკოლოგიური კატასტროფის]] შესახებ - წყალშემცველი შრეებიდან წყლის გადაჭარბებული რაოდენობის აღების გამო დარიშხანი ხვდებოდა სასმელ წყალში. რამაც გამოიწვია ათიათასობით ადამიანის ტოქსიკური და ონკოლოგიური დაავადება.
 
ითვლებოდა, რომ «დარიშხანის მიკროდოზები, რომლებიც შეყავდათ მზარდ ორგანიზმში, ხელს უწყობდა ადამიანის და ცხოველის ძვლების ზრდას როგორც სიმაღლეში ისე სიფართეში, ცალკეულ შემთხვევაში ძვლების ზრდა შეიძლება გამოწვეულ იქნას დარიშხანის მიკროდოზებით, სიმაღლის ზრდის ბოლო პერიოდში»<ref>Фармакология проф. [[Николаев]]аНиколаева. 1943 г. 1-е издание</ref>.
 
ასევე ითვლებოდა, რომ «დარიშხანის მცირე დოზით დიდი დროის განმავლობაში მიღების შემთხვევაში ორგანიზმი იმუშავებდა იმუნიტეტს: ეს ფაქტი დადგენილია როგორც ადამიანების ისე ცხოველების მიმართაც. ცნობილია შემთხვევები, როდესაც დარიშხანის მომხმარებლბი იღებდნენ ისეთ დოზებს, რომლებიც რამდენიმეჯერ აღემატებოდა სასიკვდილო დოზას, და რჩებოდნენ ჯანმრთელები. ცხოველებზე ცდებმა აჩვენეს, ამ ჩვევის თავისებურებები. ნათელი გახდა, რომ ცხოველები, რომლებიც მიეჩვივნენ დარიშხანის მიღებას, სწრაფად იღუპებოდნენ, თუკი დარიშხანის მნიშვნელოვნად ნაკლები დოზა შეყავდათ სისხლში ან კანის ქვეშ.» თუმცა ასეთი «შეჩვევა» ატარებს ძალიან შეზღუდულ ხასიათს, ე.წ. «მწვავე ტოქსიკურიბის» მიმართ, და ვერ იცავს ახალწარმონაქმნებისაგან. მიუხედავად ამისა, ახლაც იკვლევენ დარიშხანის მიკროდოზების ზემოქმედებას კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებში.