ჟამური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
ჟამურის ციხე-კოშკებიდან ვახუშტი მხოლოდ ბერციხეს ასახელებს, რადგან იგი ყველაზე გამორჩეულია ამ ხეობაში; მდებარეობს სოფელ თოგოიანის მოპირდაპირე მხარეს. აღსანიშნავ ძეგლთა შორისაა ალავერდის ციხი კომპლექსი, საიდანაც კარგად მოჩანს მთელი ჟამურის ხეობა; პარმენ ზაქარაია აღნიშნავს, რომ ამ ციხის ნამდვილ სახელს ვერ მიაკვლია და მას „ალავერდს“ სოფელ ძამირის მოსახლეობა უწოდებს. თუმცა ჟამურის ხეობაში ასეთი სახელის სოფელი არ გვხვდება. ჟამური ჩრდილოეთიდან იცავდა ქსნის ხეობას მომხდურთაგან. გადმოსულ მტერს ჟამურში მრავალი ციხე ხვდებოდა, რომელთა შორის ზემოხენებული ბერციხე და ალავერდი, აგრეთვე კორა გამოირჩევა.
 
== მოსახლეობა, მეურნეობა ==
ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ჟამურში ოსები ცხოვრობდნენ („აწ მსახლობელნი არიან ოსნი“). მის რუკაზე ჟამურის მთლიანი მოსახლეობა ოსებადაა მონიშნული. მოსავლიანობის მხრივ ეს ადგილები მთის სხვა ადგილებს ჰგავს. მოშენებული ჰყავდათ უდუმო ცხვრები; პირუტყვის რაოდენობა მცირე იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟამური“-დან