ჟამური: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 5:
მდინარე ქსანი ყელის ტბიდან იღებს სათავეს და მიედინება ვიწრო, ღრმა და კლდოვან ხეობაში. ვახუშტი ბატონიშვილის „[[აღწერა სამეფოსა საქართველოსა]]ში“ ვკითხულობთ:
{{ციტატა|[[ქარჩოხი|ქარჩოხის]] დასავლით არს კსანსა ზედა '''ჟამური'''. აწ მსახლობელნი არიან [[ოსები|ოსნი]]. საშუალს ჟამურისა არს ციხე, [[ბერციხე|ბერციხედ]] წოდვილი, კსანსა ზედა და კლდესა ზედა მდგომარე. არამედ [[მთიულეთი|მთიულეთსა]] და ამას შუა არს მთა მარადის თოვლიანი, უტყეო, კალთათა მცირე არყნალი. ჟამურის მჴარეს ამ მთასა ზედა არს კოშკნი წარიგებულნი მრავალნი მაღალნი და კეთილნაშენნი.}}
== დასახლებები ==
ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“ არ ასახელებს ჟამურის სოფლებს. იგი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ აქ 9 სოფელი ყოფილა. ისტორიკოსი ჯონდი გვასალია ამის მიზეზად ვახუშტის მიერ ამ მხარეების ნაკლებად ცნობითა და ქსნის საერისთაოსა და ქართლის სამეფო კარს შორის არსებულ მტრობას ასახელებს.
შემდგომ ხანებში ამ მხარეებს ეწვია გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი, თუმცა სოფლების სახელები არც მას დაუსახელებია თავის ნაშრომებში. სოფლები არ არის მოხსენიებული ქსნის ხეობის 1774 და 1781 წლის სტატისტიკურ აღწერილობებში. ბატონიშვილთა მამულების 1803 წლის აღწერის მიხედვით დავით გვრიტიშვილმა დაადგინა XVIII საუკუნის ბოლოსთვის ჟამურის ხეობაში არსებული სოფლების დასახელებები, თუმცა ამ სიაში არ არის ისეთი სოფლები როგორებიცაა: ალავერდი, ბერციხე, ხეთაანი, შავციხე, ფაგაანი, გურჭიანი, ნავისხევი (ნიავის ხევი), ჩიღოიანი; ამის მიზეზად ამ სოფლების ჯერ არ არსებობა, დაცლა და აღწერის არასიზუსტე სახელდება.
|