ოცნების რეკვიემი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
==სიუჟეტი==
{{სიუჟეტი}}
სარა გოლდფარბი [[ბრაიტონ-ბიჩი|ბრაიტონ-ბიჩზე]] მცხოვრები მარტოხელა მოხუცი ქვრივია, რომელიც მთელ დროს ტელევიზორის ყურებაში ატარებს. მისი ერთადერთი ვაჟი, ჰარი, უმუშევარია და ჰეროინზეა დამოკიდებულია. ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან ჰარის მეგობარი ტაირონი და შეყვარებული მერიონი. მერიონი ტანსაცმელს კერავს და ჩანახატებს აკეთებს. მას ჰარისთან ერთად ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა უნდა, ტირიონი კი ცდილობს [[გეტო|გეტოში]] ცხოვრებას გაექცეს. ჰარი და ტაირონი ნარკოტიკით ვაჭრობას იწყებენ, რითაც დიდი ფული შოულობენ.
ერთ დღეს სარას ურეკავენ და თავის რჩეულ რეალითი შოუში იწვევენ. ბედნიერი სარა ტელევიზიაში გამოსაჩენად ემზადება და თავის გარეგნობაზე ზრუნვას იწყებს: იღებავს თმებს, ირუჯება. იგი მანიაკალურად აიკვიატებს სურვილს მოირგოს თავისი საყვარელი წითელი კაბა, რომელიც ჰარის გამოსაშვებ საღამოზე ეცვა. ამ მიზნით მკაცრი დიეტის დაცვას იწყებს. სარა შიმშილით იტანჯება და მალევე მოლანდებები ეწყება, რის შემდეგაც სარა მეგობრის რეკომენდაციით მიდის ექიმთან, რომელიც მას გასახდომ აბებს, ამფეტამინებს გამოუწერს. აბების მიღების შემდეგ სარა ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. იგი მკვეთრად იკლებს წონაში. მეგობრები მისით აღტაცებულები არიან და მუდმივად კომპლიმენტებით ამკობენ. სარასთან სტუმრად მისული ჰარი ხვდება, რომ დედამისი ამფეტამინებს იღებს და ემუდარება შეწყვიტოს ამის კეთება. სარა შვილს ეუბნება, რომ მარტოსულია, მოხუცია, არავინ ჰყავს ვისზეც იზრუნებს, ხოლო წითელი კაბით და ოქროსფერი ფეხსაცმელებით ტელევიზიაში გამოჩენა, პატივისცემა და აღფრთოვანება მეგობრების მხრიდან, სწორედ ისაა რაც მას ცხოვრების ხალისს და ხვალინდელი დღის იმედს აძლევს.