ჩიჩილაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(რეზიუმე წაიშალა)
Reverted 1 edit by 46.49.86.123 (talk) to last revision by Sotiale (TwinkleGlobal)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 1:
[[File:Chichilaki Georgian christmass tree.jpg|thumb|ჩიჩილაკი]]
<big>'''ჩიჩილაკი''' — ხის ფორმის რიტუალური საგანი, მზადდება საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. გავრცელებული იყო [[დასავლეთ საქართველო|დასავლეთ საქართველოში]]. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით სრულყოფილი ჩანს [[გურია|გურული]] კალპიანი ჩიჩილაკი.</big>
 
<big>ჩიჩილაკს ამზადებდნენ [[თხილი|თხილის]] მსხვილი [[ჯოხი|ჯოხისაგან]]. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან „ბასილას წვერი“ ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ [[ბროწეული|ბროწეულს]] ან [[ვაშლი|ვაშლს]], ორ სფერულ [[კვერცხი|კვერცხს]], ე. წ. ყვინჩილებს. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ [[შაშვი| შაშვს]], რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს. [[იმერეთი|იმერეთში]] იცოდნენ ჩიჩილაკის [[ენდრო]]თი შეფერადება.</big>
 
<big>ჩიჩილაკის ერთ-ერთი ატრიბუტია კალპი. კალპი მარადმწვანე [[სურო]]საგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ [[ყველი|ყველითა]] და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ბოკელს, ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. კალპის დადგმა ჩიჩილაკისთვის აუცილებელი არ იყო. კალპის მსგავსად [[რაჭა|რაჭაში]] მზადდებოდა გვერგვი, რომელიც რიტუალში დამოუკიდებლად მონაწილეობდა.</big>
 
<big>ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ [[საქართველო|საქართველოს]] სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, „ბატონებისათვის“ მისართმევი ხე; საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, „მაშხალას“ მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს. [[სვანეთი|სვანეთში]] მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე. წ. კამარას, რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადასხვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ.</big>
 
<big>ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. ანალოგიური რწმენები გავრცელებულია [[ევროპა|ევროპის]] მრავალ ხალხში.</big>
 
==<big>ლიტერატურა</big>==
*{{ქსე|11|144|სურგულაძე, ირ.}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩიჩილაკი“-დან