კატარინა იაგელონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 30 ნოემბერი}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = კატარინა იაგელონი
|სურათი = Cranach the Younger Catherine Jagiellon.jpg
ხაზი 22:
 
== პოლონეთის პრინცესა ==
კატარინა დაიბადა 1526 წლის 1 ნოემბერს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთ-ლიტვის მეფე [[სიგიზმუნდ I]]-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ [[ბონა სფორცა|ბონა სფორცას]] ნაბოლარა ქალიშვილი. მას სამი უფროსი და და ერთი უფროსი ძმა ჰყავდა. მისი და-ძმები იყვნენ: უნგრეთის დედოფალი [[იზაბელა იაგელონი]], პოლონეთ-ლიტვის მეფე [[სიგიზმუნდ II ავგუსტი|სიგიზმუნდ II]], ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია [[სოფია იაგელონი]] და პოლონეთის დედოფალი [[ანა იაგელონი]].
 
მან ბავშვობა და-ძმებთან ერთად ფუფუნებაში გაატარა, რა დროსაც დედის მეთვალყურეობის ქვეშ იღებდა მკაცრ კათოლიკურ განათლებას.
 
== ფინეთის ჰერცოგინია ==
[[ფაილი:Simmler Catherine Jagiellon.jpg|მარცხნივ|მინი|262x262პქ|ტყვეობაში მყოფი კატარინა, იოჰანი და მცირეწლოვანი სიგიზმუნდი]]
1562 წლის 4 ოქტომბერს ვილნიუსში, ლიტვაში, შედგა კატარინა იაგელონისა და შვედეთის მეფე [[ერიკ XIV]]-ის ძმის, ფინეთის ჰერცოგ [[იოჰან III (შვედეთი)|იოჰან ვაზას]] ქორწინება. თავის დროზე პოლონელებმა ჭკუიდან შეშლილ ერიკს უარი უთხრეს თავიანთი პრინცესის მითხოვებაზე, მისი იოჰანთან შეუღლების ფაქტმა კი მეფე ძალიან გააღიზიანა, რის გამოც ძმას ღალატში დასდო ბრალი. ამრიგად, როდესაც იოჰანი და კატარინა შვედეთში ჩავიდნენ, ერიკის ბრძანებით ისინი დააპატიმრეს და გრიპსჰოლმის ციხესიმაგრეში გამოკეტეს, სადაც გააჩინა კატარინამ თავისი პირველი ორი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე [[სიგიზმუნდ III ვაზა|სიგიზმუნდი]].
 
წყვილი ტყვეობიდან მხოლოდ 1567 წელს გაანთავისუფლეს, რის გამოც მათი მესამე შვილი, [[ანა შვედი (1568-1625)|პრინცესა ანა]] უკვე თავისუფლებაში დაიბადა. მიუხედავად ყველაფრისა, წყვილი მეფისაგან თავს შორს იჭერდა, რის გამოც ისინი სამეფო კარზე არ ცხოვრობდნენ.
 
== შვედეთის დედოფალი ==
1568 წელს ფსიქიკურად არასტაბილურმა ერიკ XIV-მ იოჰანის როლის თამაში გადაწყვიტა, რითაც თავად იოჰანმა მშვენივრად ისარგებლა, მოაწყო მეფისაგან შევიწროვებული დიდებულების ამბოხი და ერიკი ჩამოაგდო. ამავე წლის 30 სექტემბერს იოჰან III-მ თავი მეფედ გამოაცხადა, რითაც კატარინა შვედეთის დედოფალი გახდა. ერიკმა დარჩენილი ცხოვრება ტყვეობაში გაატარა, სადაც საბოლოოდ იოჰანის ბრძანებით მოკლეს.
 
როგორც შვედეთის დედოფლის, კატარინას ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა კათოლიკური რელიგია. იგი ღრმად მორწმუნე ქალი იყო, რომლის ქმედებებიც ხშირად ფანატიზმში გადადიოდა. ამის გამო, მას დიდი გავლენა ჰქონდა თავის ლუთერან ქმარზე, რომელიც მთელი ცხოვრება ისწრაფვოდა კათოლიკობისკენ. იგი ქვეყანაში აქტიურ კათოლიკურ პროპაგანდას ეწეოდა. მასვე მიეწერება სტოკჰოლმში პირველი იეზუიტური მონასტრის აშენება.
 
დედოფალ კატარინას დიდი ამბიციები ჰქონდა. მას სურდა პოლონეთის ტახტზე თავისი ვაჟის დასმა და ლივონიისა და ესტონეთის შვედეთისათვის მიერთება (რაც შემდეგში მართლაც მოხდა). აღსანიშნავია, რომ იგი თავის ვაჟს ჭეშმარიტ კათოლიკედ ზრდიდა, რამაც განაპირობა ის, რომ სიგიზმუნდს შვედეთში არამყარი მმართველობა ჰქონდა.
 
კატარინა იაგელონი 1583 წლის ზაფხულში მძიმედ დაავადდა და ხანგრძლივი აგონიის შემდეგ, ამავე წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს უფსალის საკათედრო ტაძარში. მოგვიანებით მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა გუნილა ბიელკეზე, რომელთანაც შეეძინა კიდევ ერთი ვაჟი.
 
1587 წელს კატარინას ოცნება ახდა და პოლონეთ-ლიტვის მეფე მისი ვაჟი, სიგიზმუნდ III გახდა, რომელმაც 1592 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ შვედეთის გვირგვინიც მიიღო.
 
== შვილები ==
Line 79 ⟶ 95:
 
== ლიტერატურა ==
 
{{შვედეთის დედოფლები}}
* Mattsson, Eva, Furstinnan: en biografi om drottning Katarina Jagellonica, Bring to Life, Vadstena, 2018
* Tegenborg Falkdalen, Karin, Vasadrottningen: en biografi över Katarina Stenbock 1535-1621 [The Vasa Queen: A biography of Catherine Stenbock, 1535-1621], Historiska media, Lund, 2015
* Ohlmarks, Åke (1979). Alla Sveriges drottningar.
 
* Signum svenska kulturhistoria: Renässansen (The Renaissance) (2005)
* Tiitta, Allan & Zetterberg, Seppo (eds, 1992). Suomi kautta aikojen
* Eriksson, Bo (2007). Lützen 1632. Norstedts Pocket, Stockholm.
 
<br />{{შვედეთის დედოფლები}}
[[კატეგორია:დაბადებული 1 ნოემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1526]]