კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
==სახელწოდება==
იაპონიაში ამ პერიოდის აღსაწერად იყენებენ შემდეგ სახელწოდებას - „იაპონური მმართველობის ეპოქა კორეაში“, ხოლო კორეაში ამ ეტაპს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. მათ შორისაა:
* 일제시대 - იაპონური იმპერიის პერიოდი;Японский имперский период
* 식민지 시대 - კოლონიზაციის პერიოდი;
* 일제 강점기 - იაპონიის იძულებითი ოკუპაციის პერიოდი;
* 일본 통치 시대 - იაპონური მმართველობის პერიოდი.
 
==პოლიტიკური წყობა==
===სასამართლო ხელისფულება===
კოლონიზებულ კორეაში არსებობდა სამი საფეხურის სასამართლო: ადგილობრივი, სააპელაციო და უზენაესი. თავიდან საქმე განიხილებოდა ადგილობრივ სასამართლოში, რომელსაც, ჩვეულებრივ, ერთ მოსამართლე განიხილავდა, თუმცა თუ სამოქალაქო დავის საგანი 1000 იენზე მეტი იყო, მოსამართლეთა რიცხვი სამამდე იზრდებოდა. ადგილობრივი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელი იყო სამ სააპელაციო სასამართოში, რომელთა გადაწყვეტილებების გასაჩივრება თავისმხრივ კორეის უზენაეს სასამართლოში იყო შესაძლებელი. სააპელაციო სასამართლოს კოლეგია სამი მოსამართლისგან შედგებოდა, ხოლო უზენაესის - ხუთი. მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა ეთნიკურად კორეელი იყო.