სლავები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ძველ ბერძნულ სლავების დასახელებას ჰქონდა მეორე მნიშვნელობა, კერძოდ კი იგი აღნიშნავდა მონას. მართლაც, რომ სლავი ტყვეები ადრეულ შუასაუკუნეებში არც თუ ისე იშვიათად ხდებოდნენ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიელების]], [[გერმანელი ტომები|გერმანელებისა]] და [[არაბები|არაბების]] მონები და მონათვაჭრობის მსხვერპლნი. ეს უკანასკნელი იმითაც აიხსნება, რომ სლავები ევროპის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წარმოადგენდნენ.
 
სხვა ვერსიის თანახმად ბერძნული სიტყვა მონა მოდის ზმნიდან, რომელიც აღნიშნავდა : „ომში ნადავლის მოპოვებას“. ამ ვერსიის თანახმად სლავების დასახელება ბერძნულ სიტყვა „მონას“ უბრალოდ დაემთხვა.
 
ბერძნულიდან წარმოიშვა გვიანლათინური სიტყვა sclavus , რაც ნიშნავს მონას. შემდგომ პერიოდში კი გავრცელდა დანარჩენ ევროპაში: გერმანიაში (sklave), პორტუგალიაში (escravo), ფრანგულში (esclave), ინგლისში (slave) და სხვა.<ref>Procopius, ''History of the Wars,''</ref>
 
== ადრეული ისტორია ==
ხაზი 43:
[[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] წყაროების მიხედვით , სლავები პირველად გამოჩნდნენ [[ანტები|ანტებისა]] და [[სკლავენები|სკლავენების]] სახელით მე-6 საუკუნის დასაწყისში. ისინი სლავურ ტომებს შორის, იმ დროისთვის, იყვნენ ყველაზე ცნობილები და ძლიერები. [[ბიზანტიური ხელოვნება|ბიზანტიელი]] ისტორიოგრაფები, მაგალითად: [[პროკოპი კესარიელი|პროკოპიუსი]], [[იორდანისი]] და [[სიმოკატა]], იმპერატორი [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I]]-ს კარზე აღწერდნენ ამ დასახელების ტომებს, რომლებიც გამოჩნდნენ [[კარპატები|კარპატებიდან]], [[დუნაი]] და [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ნაპირებიდან. ისინი აღმოსავლეთ იმპერიის დუნაის პროვინციებს არბევდნენ, ძარცვავდნენ.<ref name=":1">http://www.ancient.eu/Slavs/</ref>
 
[[პროკოპი კესარიელი|პროკოპი]] 545 წელს თავის ნაშრომში წერს, რომ : „ ანტებს და სკლავენებს სინამდვილეში ერთი სახელი ჰქონდათ და წარსულში მათ სპოროები ერქვათ “ერქვათ“. ის აღწერდა მათ როგორც [[ბარბაროსი|ბარბაროსებს]], რომლებსაც ჰქონდათ დემოკრატია და თაყვანს სცემდნენ ერთ ღმერთს, „ელვის წარმომშობს“ სახელად პერუნს, რომელსაც მსხვერპლსაც კი წირავდნენ. ისინი არ ცხოვრობდნენ ერთ კონკრეტულ ადგილას და გამუდმებით იცვლიდნენ ადგილმდებარეობას. რაც შეეხება ომს, ძირითადად ჰყავდათ ფეხოსანი მეომრები პატარა ფარებით და შუბებით შეიარაღებულნი, მსუბუქად ჩაცმულნი, ზოგიერთი კი საერთოდ შიშველი იბრძოდა, არ უჩანდათ მხოლოდ გინეტალიები. მათ ენას ერქვა „ბარბაროსული“ და ამ ორ ტომს შორის არ იყო არანაირი გარეგნული სხვაობა, ისინი იყვნენ მაღლები და ძლიერები. იორდანისი აღწერდა მათ გარეგნობას და ამბობდა, რომ მათ არ ჰქონდათ არც ღია და არც მუქი ფერის კანი და თმა, ისინი უფრო იყვნენ წითურები. ასევე იორდანისი ამბობს, რომ ისინი ცხოვრობდნენ რთულ პირობებში და კომფორტის გარეშე. სკლავენები ქალაქებს ჭაობებსა და ტყეებში აწყობდნენ. სხვა მე-6 საუკუნის წყაროს მიხედვით ისინი ცხოვრობდნენ გაუვალ ტყეებთან, მდინარეებთან, ტბებთან და ჭაობებთან ახლოს.<ref name=":2">http://legacy.fordham.edu/halsall/basis/procop-anec.asp</ref>
 
[[მენანდრე პროტიქტორი]] ახსენებს თავის ისტორიულ ნაშრომებში, რომ [[დაურენტიუსი|დაურენტიუსმა]] (577-579) მოკლა ავარების მეთაური, ხაგან ბაიან I. ავარებმა თხოვეს სლავებს, რომ მათ დაემტკიცებინათ ავარების სუვერენიტეტი, რაზეც სლავების მეთაურმა [[დაურენტიუსი|დაურენტიუსმა]] უარი განაცხადა და გადმოცემის თანახმად უპასუხა: „სხვები არ იპყრობენ ჩვენ მიწებს, ჩვენ ვიპყრობთ მათ - ამიტომ ისინი ყოველთვის ჩვენი იქნებიან.<ref>Curta, Florin (2001). The Making of the Slavs: History and Archaeology of the Lower Danube Region, c.500–700. Cambridge University Press. <nowiki>ISBN 978-1-139-42888-0</nowiki>.</ref>
 
=== ანტები ===
[[ანტები]] - ადრესლავური ტომების დასახელებაა და იგი გვხვდება VI-VII საუკუნის [[ბიზანტიური ხელოვნება|ბიზანტიურ]] ხელწერილებში. ძველი სლავური ხალხისგან შემდგარი პოლიეთნოსი, სახელმწიფოს ჩანასახებით (ბელადი, დიდებულები და ჯარი). ძველი სლავების სპეციალისტი ირინა რუსანოვის აზრით ანტები არ იყვნენ სლავები. მას მოჰყავს არგუმენტი, რომ ანტების ნივთები და ძეგლები საერთოდ არ გავს ძველი სლავების ნამუშევრებს, ანუ ისინი კულტურულად განსხვავდებოდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ვერსია იყო განხილული არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ, რის შემდეგაც გაჩნდა ახალი ვერსია, რომ ანტები წამოვიდნენ აზიიდან და VI საუკუნეში მოხდა მათი ასიმილაცია სლავებთან, რის შემდეგაც მათ აითვისეს სლავური ენა და კულტურა.<ref name=":2" />
 
=== სკლავენები და ბიზანტია ===
[[სკლავენები]] ანტებისგან განსხვავებით მიიჩნევიან უძველესი სლავების შთამომავლებად. პირველი რეიდები ბიზანტიის იმპერიაზე სკლავენები ახორციელებდნენ ანტებთან ერთად იმპერატორ იუსტინიანე I მმართველობის დროს. 549 წელს სკლავენებმა განახორციელეს ლაშქრობა და შედეგად გაანადგურეს ილირია და თრაკია, ამ საშქრობისას მათ ასევე მიაღწიეს ეგეოსის ზღვის ნაპირებს. 1 წლის შემდეგ სკლავენების უზარმაზარი არმია შეიჭრა დალმაციაში, საბერძნეთის ტერიტორიაზე და იქ გაატარეს ზამთარი. 551 წლის გაზაფხულზე ბიზანტიის ჯარმა , რომელიც დასახმარებლად იყო წამოსული, განიცადა გამანადგურებელი მარცხი ადრიანაპოლისთან. 558 წელს სკლავენები და ანტები დიდი ძალებით შეიჭრნენ ბიზანტიაში და მიაღწიეს კონსტანტინეპოლს, ხოლო იქიდან გადავიდნენ საბეძნეთში. ამ ლაშქრობისას ბევრნი სკლავენების რიგებიდან დარჩნენ ბიზანტიაში იმპერიის მოკავშირეების სახით და გახდნენ იმპერატორის ჯარის წევრები. პროკოპიუს კესარიელი თავის ნაშრომში „ საიდუმლო„საიდუმლო ისტორია" წერს : „ ... არც ერთი მთა, გამოქვაბული, ქალაქი, არც ერთი ადგილი არ დარჩა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ( ბიზანტიაში) რომ არ იყოს გაძარცვული, თანაც ბევრი ადგილი იქნა გაძარცვული არა ერთხელ. თუმცა იმის შესახებ თუ რაებს შვებოდნენ მიდიელები, სარკინოზები, სკლავენები, ანტები და სხვა ვარვარები აღწერილი მაქვს სხვა წიგნებში... “.<ref name=":1" />
 
== მიგრაცია ==
ხაზი 57:
აღმოსავლურ მშობლიურ თეორიაზე დაფუძვნებით, მანამ სანამ გახდებოდნენ ცნობილი რომაული სამყაროსთვის, სლავურად მოლაპარაკე ტომები იყვნენ ევრაზიის მრავალი მულტი-ეთნიკური დაჯგუფების წევრები, როგორებიც იყვნენ სარმატები, ჰუნები და გოთები. საიდან მოდიან სლავები არავინ არ იცის. ისინი გაჩნდნენ უცაბედად მე-5 მე-6 საუკუნეში და დაიწყეს სლავების დიდი მიგრაცია. მათ დაიკავეს ის ტერიტორიები, რომლებიც დატოვეს გერმანელმა ტომებმა ჰუნების და მათი მოკავშირეების გამო. მაგრამ იყვნენ გამონაკლისებიც. ზოგიერთი სლავური ტომი დაიძრა იბერიისკენ და ჩრდილოეთ აფრიკისკენ.<ref>Mallory & Adams "Encyclopedia of Indo-European Culture</ref>
 
მე-6 საუკუნეში სლავები დიდი რაოდენობით მიადგნენ ბიზანტიის საზღვრებს. ბიზანტიელების ჩანაწერებში ნაპოვნია ხელწერილი, სადაც ეწერა, რომ იქ სადაც სლავები ფეხს დაადგამდნენ ბალახი არ ამოვიდოდა, იმდენად ბევრნი იყვნენ სლავები. სამხედრო მოძრაობის შემდეგ სლავებს პელოპონესსა და დღევანდელი თურქეთის ტერიოტორიებზეც კი ჰქონდათ დასახლებები. ეს სამხრეთისკენ მოძრაობა ისტორიაში შევიდა , როგორც ინვაზიური ექსპანსია , ანუ გაფართოება. მე-6 საუკუნის ბოლოს სლავები უკვე დასახლებულნი იყვნენ ალპების აღმოსავლეთ ნაწილში. პირველი დასახლებები ამ რეგიონში დათარიღებულია 550 წლით და დასახლდნენ დღევანდელი მორავიის ([[ჩეხეთი]]) ტერიტორიაზე. დასაწყისში მათ გაანადგურეს პატარა რომაული დასახლებები, ხოლო ხალხი დაიმონეს. ამაზე მიგვითითებს ძველი სლავური სიტყვა krščenik (''ეძახდნენ მონებს''), რაც მონათლულს ნიშნავს, სიტყვასიტყვით კი - „მონათლული ქრისტიანი“, იმ დროს კი მხოლოდ რომაელები ქადაგებდნენ ქრისტიანობას. დროთა განმავლობაში თვით სლავებმაც, ისევე როგორც გერმანელებმა, მიიღეს ქრისტიანობა რომაელებისგან. რწმენის მიღებასთან ერთად კი აქტუალობა დაკარგა [[მონათმფლობელობა|მონათმფლობელობამ]].<ref>Tachiaos, Anthony-Emil N. 2001. ''Cyril and Methodius of Thessalonica: The Acculturation of the Slavs''. Crestwood, NY: St. Vladimir's Seminary Press.</ref>
 
== VII-IX საუკუნეები ==
ხაზი 69:
1878 წლისთვის მსოფლიოში მხოლოდ სამი თავისუფალი სლავური სახელმწიფო არსებობდა: [[რუსეთის იმპერია]], [[სერბეთი]] და [[მონტენეგრო]]. ზოგ წყაროში ასევე მოხსენებულია [[ბულგარეთი|ბულგარეთიც]], თუმცა 1908 წელს დამოუკიდებლობის ოფიციალურ გამოცხადებამდე ბულგარეთის ტერიტორია თურქების მიერ იყო ოკუპირებული. [[ავსტრია-უნგრეთის იმპერია|ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში]] კი ორმოცდაათი მილიონი ადამიანიდან ოცდასამი სლავური წარმოშობის იყო. სლავური წარმოშობის ხალხის უმეტესობას კი არ შეეძლო საკუთარი საქმის წამოწყება, ამიტომ სლავები ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში ითხოვდნენ თავიანთი უფლებების გაზრდას, და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. იმ მიწების რაოდენობისა და ნაირსახეობის გამო, რომელიც სლავებს ეკავათ არსებობდა სლავური გამაერთიანებელი ცენტრები. მეცხრამეტე საუკუნეში ინტელიგენტებს და პოეტებს შორის გამოჩნდნენ პან-სლავიზმის მომხრეები. მაგრამ მათ ქმედებებს მცირე გავლენა ჰქონდათ პოლიტიკაში, ასევე სლავური ქვეყნებიც არ უჭერდნენ მხარს. [[პანსლავიზმი|პან-სლავიზმი]] კომპრომიზირებული გახდა, როცა რუსეთის იმპერიამ დაიწყო მისი გამოყენება როგორც იდეოლოგიის, რათა გაემყარებინა მისი ტერიტორიები ცენტრალურ ევროპაში და დაემორჩილებინა სლავური ეთნიკური ჯგუფის სხვა წარმომადგენლები, როგორიც [[უკრაინა]] და [[პოლონეთი]], მოგვიანებით პან-სლავიზმური იდეოლოგია რუსულ იმპერიალიზმს დაუკავშირეს.<ref>https://wayback.archive.org/web/20090820145503/http://encarta.msn.com/encyclopedia_761579967/Austria-Hungary.html</ref><ref>Snyder, Timothy (2010). Bloodlands: Europe between Hitler and Stalin. New York: Basic Books. p. 416. <nowiki>ISBN 978-0-465-00239-9</nowiki>.</ref>
 
პირველი მსოფლიო ომის დროს ჩეხეთის, სლოვაკეთის, სერბეთის და [[ხორვატია|ხორვატიის]] წარმომადგენლება სექმნეს ალიანსი, რათა დაემსახურებინათ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიმპატია და მოეპოვებინათ აღიარება. 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სლავებმა ჩამოაყალიბეს ისეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, როგორიცაა: ჩეხოსლოვაკია, მეორე პოლონეთის რესპუბლიკა და ხორვატიისა და სერბეთის სახელმწიფოები( (რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდნენ, როგორც იუგოსლავია).
 
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა შემოიღეს კანონი სლავური წარმოშობის მოქალაქეების დახვრეთის ან გადასახლების შესახებ. ამით ისინი ცდილობდნენ უფრო მეტი საცხოვრებელი ადგილი შეექმნათ გერმანელი ხალხისთვის. ასევე გეგმავდნენ შიმშილით დაეხოცათ 80 მილიონი ადამიანი საბჭოთა კავშირში<ref>Dorland, Michael (2009). ''Cadaverland: Inventing a Pathology of Catastrophe for Holocaust Survival: The Limits of Medical Knowledge and Memory in France''. Tauber Institute for the Study of European Jewry series. Waltham, Mass: University Press of New England. p. 6. <nowiki/>[[International Standard Book Number|ISBN]] <nowiki/>[[სპეციალური:BookSources/1-58465-784-7|1-58465-784-7]].</ref>. გერმანელების ამ გადაწყვეტილებებმა სიცოცხლეს გამოასალმა დაახლოებით 19 მილიონი ადამიანი<ref>Rummel, Rudolph (1994). Death by Government. New Brunswick, NJ: Transaction. p. 112. <nowiki>ISBN 978-1-56000-145-4</nowiki>.</ref>, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და მძევლები.
ხაზი 110:
=== დასავლელი სლავები ===
[[ფაილი:West slavs 9th-10th c it.png|მინი|335x335პქ|დასავლელი სლავები 9-10 საუკუნეებში]]
დასავლეთის სლავების წინაპრები არიან აღმოსავლეთის სლავები, რომლებმაც დაიწყეს დასახლება ევროპის კონტინენტის ცენტრალურ  ნაწილში მას შემდეგ, რაც გერმანულმა ტომებმა დატოვეს ეს ტერიტორია  ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში, რაც მე-5 - მე-7  საუკუნეებში ხორციელდებოდა. როგორც ცნობილია, დასავლეთის სლავების სისხლში არის გერმანული ტომების: გერმანიკების და ბალთების გენებიც. ამ ეთნიკურ ჯგუფში დღესდღეობით გაერთიანებული არიან სლოვაკები, სორბები, პოლონელები და ჩეხები. პირველი სლავების მიგრირება ევროპის მასშტაბით დაიწყო ახ.წ.-ით  მე -5 საუკუნეში, ხოლო პირველი დასავლური სლავური სახელმწიფოების გაჩენა მოხდა მე-7 საუკუნეში. სწორედ ამ პერიოდში მიაღწიას დასავლეთის სლავებმა თავიანთი ძლიერების ზენიტს. გაჩნდა ახალი სამეფოები: სამოს სამეფო 623-658 წლებში, ორი საუკუნის შემდეგ, კერძოდ კი 833 წელს გაჩნდნენ  მორავიას პრინციპატი ,ნიტრას პრინციპატი და დიდი მორავია. მე- 10  საუკუნეში პოლონურმა ტომმა, პოლანებმა ჩამოაყალიბეს პოლონეთის სამეფო, რომელიც თავისი ძლიერებით გამორჩეული იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და ამასთანავე კარგი ურთიერთობაც ჰქონდა დანარჩენ დასავლურ სლავურ ტომებთან. რაც შეეხება ჩეხურ ტომებს, ისინი ჯერ კიდევ მე-6 საუკუნიდან სახლობდნენ ბოჰემიის ტერიტორიაზე. მე-11 საუკუნიდან ისინი გახდნენ წმინდა რომის იმპერიის ვასალები და ჩამოაყალიბეს ბოჰემიის სამეფო. 1002- 1419 და 1526- 1918 წლებში ჩეხური ტომები საღვმთო რომიის იმპერიის შემადგენლობაში რჩებოდნენ და დამოუკიდებლები შედარებით ნეკლები პერიოდი იყვნენ დანარჩენ დასვლურ სლავურ ტომებთან შედარებით.  დასავლეთის ტომებს კარგად ჰქონდათ განვითარებული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. ჯერ კიდევ მე-7 საუკუნიდან ჰყავდათ ფეიქრები, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვირფასი ქსოვილები. დასავლეთის სლავებმა ამავე პერიოდში შექმნეს ვაჭრობის და ხელოსნობის ცენტრები: პრაღა, კრაკოვი, ვოლინი და სხვა. გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ აღმოსავლეთის სლავებთან და ბიზანტიის იმპერიასთან, ასევე ფრანკებთან და არაბებთან, რისი დამადასტურებელი საბუთიცაა ბალტიისპირეთში ნაპოვნი უძველესი მონეტები ამ ქვეყნებიდან.  შუა საუკუნეებში დასავლეთის სლავებმა გადაიტანეს საღვთო რომის იმპერიის შემოსევები, ხოლო მე -19 საუკუნეში გერმანელთა ანექსია. ყველაზე მეტად დაზარალდნენ სორბები - მხოლოდ 60 ათასი სორბი გადაურჩა ანექსიას, დღეს კი ისინი გერმანიის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბრანდენბურგის და საქსონიის რეგიონებში ცხოვრობენ.<ref>https://www.britannica.com/topic/West-Slav</ref>
 
=== აღმოსავლელი სლავები ===
[[ფაილი:East Slavs 900y.jpg|მინი|310x310პქ|აღმოსავლელი სლავები]]
აღმოსავლეთის სლავები არიან ფინო - უნგრელების და ბალთების შთამომავლები. მათ სისხლში იყო უძველესი  აღმოსვლური ტომების, ხაზარების , ასევე ვიკინგების და ირანელების გენები. პირველად აღმოსავლეთ სლავური ტომები ევროპის ტერიტორიაზე გამოჩნდნენენ მე-7 საუკუნის დასაწისში. მათ თავიანთი ცხოვრების წესი მიწის დამუშავებით დაიწყეს. აღმოსავლეთის სლავები მიწის დასამუშავებლად იყენებდნენ ტყიან მიწებს: ტყეებს წვამდნენ ან ჩეხავდნენ და ასეთ ტერიტორიაზე იწყებდნენ მიწის კულტივიზაციას, რადგან ასეთი მიწები შედარებით მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. ევროპაში მიგრაცია აღმოსავლეთის  სლავებმა ორი მიმართულებით განახორციელეს: ჩრდილოეთით უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიაზე და ჩრდილო -აღმოსავლეთით - რუსეთის ტერიტორიაზე. ქალაქებს ძირითადად აარსებდნენ მდინარე დნიპროს ნაპირებთან. პირველი მნიშვნელოვანი ქალაქები იყო:  ნოვგოროდი , პოლოცკი, გნეზდოვო და კიევი. მე- 9 საუკუნეში შეიქმნა სლავური ტომების გაერთიანება კიევის რუსეთის სახით. მისი დედაქალაქი იყო კიევი. კიევის რუსეთის ტერიტორიული გაფართოება დაიწყო მე- 10 საუკუნის მეორე ნახევრიდან, სვიატოსლავ I -ის მმართველობის პერიოდში, რომელმაც შემოიერთა ხაზართა იმპერიის ტერიტორიები. ამ დროს კიევის რუსეთის ტერიტორიები ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული. ვლადიმირ დიდმა მე-11-ე საუკუნის დასაწყისში კიევის რუსეთის რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. მე -12 საუკუნემდე კიევის რუსეთში კარგად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა, უკვე არსებობდა ფეოდალური წყობილება, თუმცა მე- 11 საუკუნის ბოლოდან მე-12 საუკუნის ბოლომდე კიევის რუსეთის განვითარება შეფერხდა, რაც ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული, 1240-იან წლებში კი მონღოლთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ, რამაც დაშლამდე მიიყვანა ეს იმპერია.  დასავლეთის სლავების ეთნიკურ ჯგუფს დღეს მიეკუთვნებიან რუსები, უკრაინელები და ბელარუსები, ანუ ის სახელმწიფოები, რომლებადაც კიევის რუსეთი დაიყო.<ref>https://www.britannica.com/topic/East-Slav</ref> 
 
=== სამხრეთელი სლავები ===
[[ფაილი:South Slavs map.svg|მინი|263x263პქ|სამხრეთელი სლავები]]
სამხრეთის სლავებში, ხორვატებისა და სლოვენიელების გარდა, ყველა ტომს აქვს კავშირი უძველეს პროტო - ბალკანურ ტომებთან, რუმინელებთან და კელტებთანაც კი. მათ სისხლში არის ასევე აღმოსავლურ გერმანული და კავკასიური ტომების: გეპიდების, ჰუნების და ავარების გენები. მათი ისტორია იწყება მე- 5 საუკუნიდან, თუმცა ამ პერიოდის სამხრეთელი სლავების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. სამხრეთის სლავებმა დასახლებების დაარსება დაიწყეს მე- 5 საუკუნის პერიოდიდან და დაასრულეს მე- 7 საუკუნის ბოლომდე, როცა მთლიანად აითვისეს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ტერიტორია. სამხრეთის სლავები საუკუნეების მანძილზე განიცდიდნენ მართლმადიდებლური ბიზანტიის იმპერიისა და მუსლიმური ოსმალეთის იმპერიების გავლენას, როგორც კულტურული ასევე რელიგიური თვალსაზრისით.    ამ ეთნიკურ ჯგუფში დღეს  ერთიანდებიან ბოსნიელები, ბულგარელები, ხორვატები, მაკედონიელები, მონტენეგროელები, სერბები და სლოვენიელები. სამხრეთის სლავები ტერიტორიულად გამოყოფილი არიან დანარჩენი ეთნიკური ჯგუფებისგან  მე- 15 საუკუნიდან მოყოლებული  არასლავური სახელმწიფოებით: რუმინეთით, უნგრეთით და ავსტრიით.<ref>https://www.britannica.com/topic/South-Slav</ref>
 
== რელიგია ==
ხაზი 125:
სლავების მოსაზრებით,სამყარო შეიქმნა ერთხელ და ყველასთვის,სწორედ ამიტომ ფიქრობდნენ რომ არანაირ ახალ წესს შეეძლო მათი წინაპრების სიტყვისა და ადათის შეცვლა.მას შემდეგ,რაც სლავების სოციალური ჯგუფი ჰომოგენურიდან შეიცვალა,ყოველი უმაღლესი რანგის წარმომადგენლისგან მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებასთან შეთანხმებით ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო.ზოგადად,ანტიკური სლავური ცივილიზაცია  ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ საზოგადოებად ითვლება.<ref name=":4">https://www.britannica.com/topic/Slavic-religion</ref>
 
სლავების ერთ-ერთი პრიმიტიული რწმენის თანახმად,ტყის სული,“ლეში“,მონადირეებს ხელს უშლიდა ნადირობაში.მისი საკვების-მომპოვებელი ფუნქცია მათთვის დაკავშირებული იყო არქაულ სიწმინდესთან.ადრეულ ხანაში ამ რწმენას მიიჩნევდნენ ველური ცხოველების მფარველად,ხოლო შემდეგ რემებისა და ჯოგების მცველად. მე-20 საუკუნეში,რუსეთში,თუ კი ცხვრების ფარა ან ძროხები სახლში არ დაბრუნდებოდნენ,ისინი ქატო-კვერცხს წირავდნენ და  ლეშის თხოვდნენ უკან მშვიდობით დაებრუნებინა ისინი.<ref name=":4" />
 
სლავებში გავრცელებული იყო ხის რწმენაც,ისინი მას სიმტკიცისა და წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.ჩვეულებრივ ხის სახლს როდესაც აშენებდნენ,მის მფარველ რწმენას  „დამავოის“ უწოდებდნენ,სათბურის ტიპის ხის სახლებისას კი „ოვინიკს“ და ა.შ. მსგავსი ტიპის რწმენები და სახლები კვლავ შემორჩენილია ბოსნიისა და სლოვენიის ისტორიულ რეგიონებში,ასევე პოლონეთის ერთ-ერთ მხარეში,პოზნანში.<ref name=":4" />
ხაზი 137:
 
=== რწმენის ჰიპოთეზები სლავურ ხელოვნებაში ===
[[ბელარუსი|ბელარუსიულ]] სიმღერებში წმინდა ფიგურები აღებდნენ გლეხის კარს დოვლათის მოსატანად. ისინი ოთხი ფორმით გვევლინებიან,ესენია: bog (ღმერთი), sporysh (დოვლათის სიმბოლო), ray (სამოთხნე), dobro (სიკეთე). “ბოგ“ ინდო-ირანული წარმოშობის სიტყვაა და სიმდიდრეს, ბარაქას, კარგ იღბალს ნიშნავს. დოვლათის სიმბოლოც ანალოგიური შინაარსისაა, სამოთხე და სიკეთე კი სრულყოფილების, წარმატების აღმნიშვნელი იყო. ვიზუალურად აღმოსავლელი სლავებისთვის მთვარის გამოსახულებას უკავშირებდნენ მამაკაცს, როგორც ოჯახის უმთავრეს სიძლიერეს.ხოლო მზეს უკავშირებდნენ ქალს, რაც მტკიცდება იმით, რომ, რუსულ სიმღერებში მზე შედარებულია პატარძალ ქალიშვილთან.<ref name=":4" />
 
=== სამლოცველო ადგილები ===
განსხვავებით რუსული ქრონიკებისა, გერმანული წყაროები უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს,ოღონდ უშუალოდ გვესაუბრება [[ბალტიისპირეთი|ბალტიისპირეთის]] სლავებზე. იქ ნაჩვენებია,რომ არსებობდა სპეციალური ადგილები სადაც რელიგიური რიტუალები სრულდებოდა, იყო ხისგან აშენებული შენობები, იშვიათ შემთხვევებში ხის გარსი მეტალით იყო დაფარული. ადამიანების მსხვერპლშეწირვას, მათ გატყავებას, გამოშიგვნასა და გაკვეთას, სლავებისთვის უპირატესი როლი ჰქონდა დოვლათისა და გამარჯვების დასაცავად. მათ მიერ შექმნილი ზღუდეს,გალავნის შიგნით შესაძლებელი იყო ოთხი ტაძრის არსებობა. ჩრდილოეთ პოლონეთის ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში, მის ირგვლივ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, წარმატების მოსაპოვებლად შესაწირად მიყავდა ცხვრები და ხარები. მოხარშული საქონლის ხორცი ურიგდებოდა ყველას, განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა. ცეკვა და სიმღერა, ხანდახან იუმორისტულიც, აცოცხლებდა მოწყობილ ზეიმებს.<ref name=":4" />
 
=== სლავური წარმართული რიტუალები და ტრადიციები ===
სლავები არ აკეთებდნენ თავიანთ გენეალოგიურ აღწერებს, სწორედ ამიტომ ტომისა თუ ჯგუფის დამფუძნებელი ითვლებოდა ლეგენდარულ პიროვნებად. დროთა განმავლობაში, როდესაც უფროსი თაობის წარმომადგენელი თავის შთამომავალს უთხრობდა სვაროგსა და პერუნზე, ასევე დამფუძნებელ პიროვნებაზე,უმცროსი მათ იღებდა როგორც სრულყოფილების იდეალად. ამის შედეგად ისინი ქმნიდნენ მრავალ ფორმიან სათაყვანებელ ღვთაებებს. მაგალითად, რიაჟანში, რუსეთში აღმოაჩინეს ბადრისებრი ფორმის ბრინჯაოს კერპი. აღმოჩენილ ნივთს ჰქონდა ოთხი სახე, მეხუთე კი მკერდის ადგილას ჰქონდა მიმაგრებული.<ref name=":4" />
 
აღმოსავლელი [[ფინელები|ფინელებიც]] და [[უგრიელები|უგრიელებიც]] მსგავსი გზით ცემდნენ პატივს გარდაცვლილ გაკერპებულ იდეალებს, მათაც რამდენიმე თავით გამოხატავდნენ,ასევე მართავდნენ საზოგადოებრივ წვეულებას პატივის მისაგებად. XX საუკუნეში უგრიელი ტომების ძველი ადგილმსაყოფლის ადგილას აღმოაჩინეს ხის შენობები, სადაც ბალტიელი სლავები იკრიბებოდნენ წვეულებების გასამართად, საბჭოდ ან საჭმლის მოსამზადებლად. ასევე მე-19 საუკუნეში მსგავსი შენობები ფიქსირიდება რუსეთში, უკრაინასა და სამხრეთელი სლავების საცხოვრებელ ტერიტორიებზეც.<ref name=":4" />
 
ბალტიელი სლავების კერპებისადმი ტაყვანისცემა და პატივის მიგება საკმაოდ უცნაური პროცესი იყო. გასაკვირი მართლაც არ არის , რომ ამ რეგიონში XIX საუკუნემდე ძველ ხალხთა საფლავი უნაკლოდ შემორჩა. მათ ჰქონდათ შემდეგი ტრადიცია: მიცვალებულის დასაფლავებიდან სამ, ოთხ, ხუთ ან შვიდ წელიწადში მიწას თხრიდნენ,იღემბდნენ გვამის ძვლებს, ბანდნენ, წმენდნენ, ახალ ტილოში ახვევდნენ და უკან აბრუნებდნენ. აღმოსავლელ და დასავლელ სლავებში მსგავსი პროცედურების აღწერა სიმღერებშიც არის მოხსენიებული. სლავების ეს ტრადიცია შემდეგში დავიწყებას მიეცა,რადგან მათ დაკარგეს მიზანი, რის გამოც საფლავს ხელმეორედ თხრიდნენ. მაგალითად ისინი ცეცხლს აღარ ანთებდნენ საფლავის ქვებზე, აღარ რწყავდნენ საფლავებს, რაც შემდგომში ამოთხრაში ხელს შეუწყობდა.<ref name=":4" />
 
სლავების წარმოდგენებით, ადამიანი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ საფლავში არ გაიხრწნებოდა,ხდებოდა ვაპირი. მათი აზრით, თუ კი სურდათ თავი დაეცვათ ვამპირისგან, მის საფლავზე უნდა დაესოთ ბოძი, რომელიც მას გულს გაუკვეთდა და შინაგანად დაწვავდა.<ref name=":4" />
 
=== სლავების დღევანდელი რელიგიები ===
წარმართი სლავი პოპულაციები გაქრისტიანდნენ VII-XII საუკუნეებში. დღესდღეობით სლავური წარმოშობის საზოგადოებების უმეტესი ნაწილი [[კათოლიციზმი|კათოლიკე]] ქრისტიანები არიანსარიან, ასევე გვხვდება [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტები]], ხოლო მცირე ჯგუფს მიეკუთვნება [[მუსლიმი]] სლავები.სლავებში ასევე გვხვდებიან [[ათეიზმი|ათეისტებიც]] და [[აგნოსტიკები|აგნოსტიკების]].ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 20% [[ათეიზმი|ათეისტია]].<ref name=":4" />
 
== ურთიერთობები არა-სლავ ხალხთან ==
მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში, სლავები ურთიერთობაში მუდამ შედიოდნენ არა-სლავურ ჯგუფებთან. დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მაშინ მცხოვრებ სლავებს კავშირი ჰქონდათ ირანელ სარმატებთან და გერმანელ გოთებთან. მათი შემოდგომი გავრცელებისას, არა-სლავურ ხალხთა ჯგუფებს შეერივნენ. მაგალითად, ბალკანეთში ცხოვრობდნენ პალეო-ბალკანური ტომები, ისინი იყვნენ რომანიზირებული და ჰელენიზირებული ილირიელები, თრაკიელები და დაკიელები, ასევე ბერძნები და კელტი სკორდისკები. დროთა განმავლობაში,მკვიდრ ბალკანელთა შთამომავლები სლავებს შეერივნენ.ამ პერიოდში ილირიელთა უმეტესი რაოდენობა და თრაკიელები სრულად გადაშენდნენ, თუმცა თანამედროვე ალბანელები ილირიელთა შთამომავლებს წარმომადგენენ. გამონაკლისები არიან ბერძნები,რომელთა ტერიტორიაზეც სლავები ვერ ჭარბობდნენ, მათზე სლავური კულტურა ვერ გავრცელდა, ხოლო რომის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხში, იგულისხმება დღევანდელი ბერძნების წინაპრები, მაკედონიელები, ბულგარელები და აღმოსავლეთ თრაკიის ტომის წევრები, სლავები საგრძნობლად დიდი რაოდენობით ასიმილირდნენ მათთან. მართალია ბულგარელები შეერივნენ სლავებს,თუმცა მათი ადათ-წესები და კულტურა სრულყოფილად გადაეცემოდა ახალი გენერაციის თითოეულ წარმომადგენელს. დაახლოებით შუა საუკუნეებამდე დალმაციელი ხალხიც რომაულად საუბრობდა, თუმცა სხეულის ფორმითა და გარეგნობით სლავებს ძალიან გავდნენ.<ref name=":5">http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3598329/</ref>
 
დასავლეთ ბალკანეთში, სამხრეთელი სლავები და გერმანელი გეპიდები დაქორწინდნენ ევრაზიელი უცნობი წარმოშობის მქონე ავარებთან, ამის შედეგად კი ჩამოყალიბდა ახალი სლავური პოპულაცია.უშუალოდ ცენტრალურ ევროპაში სლავები გერმანულ და კელტურ ტომებში გავრცელდნენ, ხოლო აღმოსავლელი სლავები სკანდინავიურ და ურალელ ხალხთან დაოჯახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარიაგებსა და ფინელებზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა კიევის რუსეთის კულტურას, დაახლოებით ერთი საუკუნის  შემდეგ ისინი სრულად „გასლავიციზირდნენ“. იმდროინდელი უნგრელების (მაგიარების) მიგრაციის დროს,დღევანდელი უნგრეთის ტერიტორია დასახლებული იყო დაახლოებით 200 000 სლავითა და რომაელი დაციანებით. მე-11 და მე-12 საუკუნეში  თურქული მომთაბარე ტომების,ყივჩაღებისა და პაჭანიკების, განუწყვეტელმა შემოსევებმა აღმოსავლელი სლავების მასიური მიგრაცია გამოიწვია ჩრდილო-ევროპულ ქვეყნებში,სადაც მეტწილად ტყით მოცული რეგიონები ჭარბობდა.შუასაუკუნეებში საქსონელი ტომები დასახლდნენ იმდროინდელ ბოსნიის, სერბეთისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც შეერივნენ სლავურ ჯგუფებს.<ref name=":5" />
 
პოლაბიელი სლავები დასახლდნენ ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში იქ მცხოვრებ დანიურ ტომებთან ერთად. ასევე ცნობილია, რომ პოლაბიელ-პომერალიელი სლავები ძველ-სკანდინავიურ ისლანდიაში გავრცელდნენ და იქ დაიმკვიდრეს თავი. საქალიბას უწოდებდნენ სლავ დაქირევებულ ჯარისკაცებს და მონებს, რომლებიც გავრცელებულები იყვნენ შუასაუკუნეების არაბულ სამყაროში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სიცილიასა და ალ-ანდალუსიაში. საქალიბები ირიცხებოდნენ ხალიფების პირად რაზმებშიც. მე-12 საუკუნეში სლავ მეკობრეთა რაოდენობა ბალტიის ზღვის აუზში საკმაოდ გაიზარდა. დასავლელმა ჯვაროსნებმა 1147 წელს ომი დაიწყეს პოლიბიელ სლავებთან, როგორც ჩრდილოელ ჯვაროსნებთან. დასავლელი სლავების მმართველმა,ნიკლოტმა, დიდი წინააღმდეგობა გაუწია საღვთო რომის იმპერატორს ლოთარ III_სIII-ს, როდესაც ის სლავურ ტერიტორიებს იპყრობდა, თუმცა ნიკლოტი შემდგომში მოკლეს, რის შედეგადაც მოხდა მთელი რეგიონის გერმანული კოლონიზაცია. პოლებიელ სლავთა ენა მე-19 საუკუნემდე შემორჩა დღევანდელი გერმანიის ერთ-ერთი მხარის, ქვემო საქსონიის მიმდებარე ტერიტორიაზე.დღესდღეობით აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებ გერმანელთა შორის დაახლოებით 20% სლავური წარმოშობისაა, ხოლო ზოგადად მთელი გერმანიაში უცხოურ გვართა 20%_ს-ს სლავური ფესვები აქვს.<ref>https://books.google.ge/books?id=u-SsbHs5zTAC&pg=PA514&lpg=PA514&dq=polabian+tribes&source=bl&ots=KGygpmoYEi&sig=uGxd1DGpqlGCvWklseFO5o4tvU4&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwiQlP-Dvd_NAhUC7BQKHbB0Cd04ChDoAQgvMAU#v=onepage&q=polabian%20tribes&f=false</ref>
 
სლავური ენით მოსაუბრე და მართლმადიდებლური რწმენით ცნობილი კაზაკები მრავალი ეთნიკური ჯგუფებისგან შედგებიან,როგორებიცაა მაგალითა თათრები და თურქები. ასევე უპირველეს კაზაკებად ოსებს თვლიან.
 
სლავურ ენაზე მოსაუბრე პოლონელი და ჩრდილო სლოვაკელი გურალები რომაულად მოსაუბრე ერთ-ერთი ტომის შთამომავლები იყვნენ, რომლებიც XIV-XVII საუკუნეებში აღმოსავლეთ რეგიონში გავრცელდნენ და იქ მცხოვრებ ხალხს შეერივნენ.
 
სლავები დიდი რაოდენობით გავრცელდნენ მთელი ევროპის მასშტაბით,განსაკუთრებით კი სკანდინავიურ ქვეყნებსა და რომანულ საზოგადოებებში. რუმინეთში, დღესდღეობით, უამრავ მდინარესა და ღირსეშანიშნავ ადგილს სლავური სახელწოდება აქვს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სლავები“-დან