დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
109.172.190.135-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 516:
== გარდაცვალება და დაკრძალვა ==
[[ფაილი:David the Builder's grave.jpg|thumbnail|230px|დავითის საფლავი გელათში]]
1125 წლის 24 იანვარს (ახ.სტ. 6 თებერვალი), ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და უკრაინაში გარდაიცვალა.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=42}}
 
მეფემ გარდაცვალების წინ მიიღო საოცარი გადაწყვეტილება — მან ანდერძად დატოვა, რომ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა მომლოცველს მის საფლავზე დაედგა ფეხი. საფლავის ქვა ტაძრის (ამჟამად ეს შესასვლელი გაუქმებულია, ვინაიდან მონასტერში მისასვლელი გზა სხვა მხრიდანაა მოწყობილი) შესასვლელში ისეა დადებული, რომ ყველა შემსვლელი იძულებულია მასზე გაიაროს. ლოდს მხოლოდ ერთი წარწერა ამშვენებს — „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“. არის ვარაუდი, რომ დავითის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნაწილები მთავარი ტაძრის საკურთხეველში უნდა გადაესვენებინათ.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=43}} [[ანტონ I|ანტონ პირველის]] მიერ ხსენების დღედ დადგენილია 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებერვალი).