ეგზისტენციალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
== ტერმინის განსაზღვრება ==
 
ეგზისტენციალიზმის ტერმინის ერთ განსაზღვრებამდე ჯერჯერობით ფილოსოფოსები ვერ შეთანხმდნენ. ტერმინი უკავშირდება ბევრ ისეთ ფილოსოფოსს, რომელნიც ფილოსოფიის ამ მიმართულებას მათი გარდაცვალების შემდგომ მიაკუთვნეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად [[სიორენ კირკეგორი]]ა აღიარებული, პირველი მნიშვნელოვანი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, რომელმაც გამოიყენა ეს ტერმინი საკუთარი მსოფლმხედველობის გადმოსაცემად, იყო [[ჟან-პოლ სარტრი]]. სარტრის შეხედულებით ''„ყველა ეგზისტენციალისტს აერთიანებს ერთი ფუნდამენტალური დოქტრინა, არსებობა წინ უსწრებს არსებას”''.<ref>{{cite journal | title = Existentialism | journal = Philosophy | first = F.C. | last = Copleston | volume = 23 | issue = 84 | pages = 19–37 | jstor = 4544850 | doi = 10.1017/S0031819100065955 | year = 2009}}</ref> ფილოსოფოს სტივენ კროუელის განმარტებით, ეგზისტენციალიზმის განსაზღვრა რთულია, ამიტომ უმჯობესია მისი გააზრება ზოგადი მსოფმხედველობიდანმსოფლმხედველობიდან გამომდინარე და არა სისიტემურისისტემური ფილოსოფიის თვალთახედვიდან.<ref name=Crowell-SEoP/> სარტრმა 1945 წელს ჩატარებულ ლექციაში ეგზისტენციალიზმი განმარტა, როგორც ''„მცდელობა ყველა ვითარება ათეისტური ხედვიდან შეაფასო”''.<ref>See [[James Wood (critic)|James Wood]]'s introduction to {{Cite book |last = Sartre |first = Jean-Paul |year = 2000 |title = Nausea |location = London |publisher = [[Penguin Classics]] |isbn = 978-0-141-18549-1 }} Quote on p.&nbsp;[http://books.google.co.uk/books?id=CGbBbtDOZbwC&pg=PT5 vii].</ref>
 
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკანდინავიელი მოზაროვნემოაზროვნე მიიჩნევს, რომ ტერმინი ''„ეგზისტენციალიზმი”'' თავად კირკეგორს ეკუთვნის, მეტად სავარაუდოა, რომ კირკეგორმა ეს ტერმინი (ან თუნდაც ტერმინი ''„ეგზისტენციალური”'', როგორც მისი ფილოსოფიის აღწერა) აიღო ნორვეგიელი პოეტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის იოჰან სებასტიან ველჰავენისგან.<ref>Tidsskrift for Norsk Psykologforening, Vol 45, nummer 10, 2008, side 1298-1304, [http://www.psykologtidsskriftet.no/index.php?seks_id=61613&a=2 Welhaven og psykologien: Del 2. Welhaven peker fremover] (in Norwegian)</ref> ეს მტკიცება ორი წყაროდან მოდის. პირველი ვერსიიდან გამომდინარე, დანიელი ფილოსოფოსი ფრედერიკ სიბერნი 1841 წელს პირადად შეხვდა და გაესაუბრა თავდაპირველად იოჰან ველჰავენს, რომელმაც ახსენა ტერმინი ეგზისტენციალიზმი ''„მან გამოიყენა სიტყვა, რომელიც მოიცავდა გარკვეულ აზროვნებას, დაკავშირებულს ცხოვრების ახლო და პოზიტიურ ხედვასთან”''.<ref>Lundestad, 1998, pp. 169</ref> შემდეგ კი ის შეხვდა კირკეგორს, რომელსაც ამ თემაზე ესაუბრა და საიდანაც კირკეგორმა მიითვისა ეს ტერმინი.
 
მეორე ვარაუდს კი გამოთქვამს ნორვეგიელი ისტორიკოს რუნე სლაგსტაგს, რომელიც ამტკიცებს, რომ კირკეგორიმა განაცხადა, რომ ტერმინი ''„ეგზისტენცია”'' მან პოეტისგან ისესხა. ის მტკიცედ გამოთქვამს თავის აზრს, რომ კირკეგორმა თავად თქვა, ''„ჰეგელიანელები ფილოსოფიას არ განიხილავენ „ეგზისტენციალურად”, რომ გამოვიყენო იოჰან ველჰავენის ტერმინი, რომელთანაც ერთხელ ფილოსოფიაზე ვისაუბრე”''.<ref>Slagstad, 2001, p 89</ref> მეორე მხრივ, ნორვეგიელი ისტორიკოსი ანე-ლისე სეიპი კრიტიკულად უყურებს ის რუნე სლაგსტაგის მტკიცებას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ტერმინი ნორვეგიელ ლიტერატურის ისტორიკოსს, კატრინუს ბანგს ეკუთვნის.<ref>Seip, 2007, p 352</ref>
 
=== ეტიმოლოგია ===
 
პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც გამოიყენა ტერმინი ''„ეგზისტენციალიზმი”'' ფრანგი ფილოსოფოსი [[გაბრიელ მარსელი]]ა.<ref>D.E. Cooper ''Existentialism: A Reconstruction'' (Basil Blackwell, 1990, page 1)</ref><ref name="Thomas R. Flynn 2006, page 89">Thomas R. Flynn, ''Existentialism: A Very Short Introduction'' (Oxford University Press), 2006, page 89</ref><ref name="Christine Daigle 2006, page 5">Christine Daigle, ''Existentialist Thinkers and Ethics'' (McGill-Queen's press, 2006, page 5)</ref> თავდაპირველად, 1945 წელს, როდესაც მან გააჟღერა ეს ტერმინი თავის კოლოქვიუმშიკოლოკვიუმში, სარტრმა უარყო ის.<ref>
Ann Fulton, Apostles of Sartre: Existentialism in America, 1945-1963 (Evanston, IL: Northwestern University Press, 1999) 18-19.</ref> თუმცა, შემდეგ სარტრმა შეიცვალა აზრი და 1945 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც ის პარიზში ლექციას ატარებდა, სახალხოდ მიაკუთვნა საკუთარი თავი ეგზისტენციალურ ფილოსოფიას. ლექცია გამოქვეყნდა სათაურით ''„[[ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია|ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია]]”''. მცირე მოცულობის, მაგრამ დიდი პოპულარობის მომხვეჭი წიგნი, იქცა ეგზისტენციალური იდეების გამავრცელებელ მნიშვნელოვან ნაშრომად.<ref>''L'Existentialisme est un Humanisme'' (Editions Nagel, 1946); ''English'' Jean-Paul Sartre, ''Existentialism and Humanism'' (Eyre Methuen, 1948)</ref>
 
ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ ტერმინი ''„ეგზისტენციალიზმი”'' მხოლოდ 1940-1950-იანი წლების ევროპულ კულტურულ მოძრაობას უნდა მიეკუთვნოს და იმ პერიოდში მოღვაწე ფილოსოფოსთა, [[ჟან-პოლ სარტრი]]ს, [[სიმონა დე ბოვუარი]]ს, [[მერლო-პონტი]]ს და [[ალბერ კამიუ]]ს ნაშრომებს. ზოგიერთი სწავლული კი ეგზისტენციალიზტურ ფილსოფიას კრიკეგორისკირკეგორის მოღვაწეობამდე აფართოებს, სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და [[სოკრატე]]საც ეგზისტენცილისტ მოაზროვნედ მიიჩნევენ.<ref>Crowell, Steven. ''The Cambridge Companion to Existentialism'', Cambridge, 2011, p. 316.</ref> თავის მხრივ, კირკეგორი თვლიდა, რომ სოკრატე ეგზისტენციალისტი მოაზროვნე იყო, რომელიც თავის [[ეგზისტენცია|ეგზისტენცია]]ს თავისსავე ფილოსოფიურ მსჯელობას უკავშირებდა. თუმცა, ტერმინი მეტწილად ჟან-პოლ სარტრის ფილსოფიურ ხედვასთან ასოცირდება.<ref name=Crowell-SEoP/>
 
== ძირითადი ცნებები ==
=== არსებობა წინ უსწრებს არსებას ===
[[ფაილი:Fortvivlan.jpg|მინიატიურა|[[ედვარდ მუნკი]]ს ეგზისტენციალისტური ნახატი.]]
ეგზისტენციალიზმის უმთავრესი კონცეფციაა „არსებობა წინ უსწრებს არსებას”, რაც გულისხმობს ინდივიდის მნიშვნელოვან როლს საკუთარი თავის შექმნაში. ''„ადამიანი არამარტო ისეთია, როგორადაც თავი წარმოუდგენია, არამედ ისეთიც, როგორიც მას სურს იყოს, დაიწყებს რა არსებობას და გამოავლენს ნებას, ადამიანი შეიმეცნებს თავის თავს. ის არის მხოლოდ ის, რასაც თავისი თავიდან ქმნის. ასეთია ეგზისტენციალიზმის პირველი პრინციპი”'', წერს [[ჟან-პოლ სარტრი]]. ადამიანები არიან თავისუფალი ინდივიდები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ და საკუთარ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი. ისინი გონიერი არსებები არიან („არსებობა”) და არა იარლიყებს, როლებს, სტერეოტიპებს, ჩარჩოებს და სხვა წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიებს მორგებული ინდივიდები („არსება”). ინდივიდების ნამდვილ არსებობას განსაზღვრავს „ჭეშმარიტი არსება” და არა სხვა ადამიანების მიერ თვითნებურად შექმნილი, უკვე წინასწარ დადგენილი არსება, რომელსაც ინდივიდებს არგებენ. აქედან გამომდინარე, ადამიანები საკუთარი ცნობიერებით განსაზღვრავენ თავიანთი ცხოვრების საზრისს და ქმნიან საკუთარ ღირებულებებს.<ref>{{fr icon}} (Dictionary) "L'existencialisme" - see "l'identité de la personne"</ref> ფრაზა „არსებობა წინ უსწერებსუსწრებს არსებას” სარტრს ეკუთვნის, თუმცა მსგავსი შეხედულებები აქვთ ეგზისტენციალისტ მოაზროვნეებს [[მარტინ ჰაიდეგერი|ჰაიდეგერს]] და [[სიორენ კირკეგორი|კირკეგორს]]. კირკეგორი მიიჩნევდა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ჭეშმარიტებების პოვნა, რომელთაც გარკვეული აზრი აქვს ინდივიდის სიცოცხლისათვის. ის თითოეულ ინდივიდს „სისტემას” უპირისპირებს. ნამდვილად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი პერსონალურია და ადამიანმა საკუთარი არსებობით უნდა განსაზღვროს, რა არის მისთვის ცხოვრების საზრისი. კირკეგორი უპირისპირდება კონფორმიზმს და მიიჩნევს, რომ ისეთი ჭეშმარიტებების, აღქმა, როგორიცაა ღმერთის არსებობა ან არარსებობა, მორალური კონცეფციების უკვე წინასწარგანსაზღვრული მოცემულობა თუ ეთიკური ნორმები, არ შეიძლება ერთ სივრცეში მოექცეს და ყველა ადამიანს მორგოს. ''„მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტია თუ არა ქრისტიანობა. მნიშვნელოვანია ის, ჩემთვის არის ის ჭეშმარიტი თუ არა”''. ადამიანის არსებას განსაზღვრავს არა ისტორიული რეალობა, არამედ პიროვნების სუბიექტური არსის აღქმა.
 
ხშირად მიიჩნევენ, რომ ეგზისტენციალიზმის მთავარი ცნება, ადამიანი თავად ქმნის საკუთარ თავს, გულისხმობს პიროვნების გარდაქმნას საკუთარი სურვილის შესაბამისად. მაგალითად, თუკი გსურს იყო ჩიტი, გახდი ჩიტი. თუმცა, ბევრი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის განმარტებით, მსგავსი მიდგომა არასწორია. (1) ადამიანები განისაზღვრებიან საკუთარი ქმედებების მიხედვით და (2) ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთ საქციელზე . მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს ბოროტად ეპყრობიან, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, ბოროტი ადამიანები არიან. უფრო მეტიც, სიბოროტის ჩადენით, თავად არიან პასუხისმგებლელნიპასუხისმგებელნი საკუთარ იდენტობაზე, ''„სიკეთე ჩვენთვის არ შეიძლება იყოს ის, რაც არ არის სიკეთე სხვებისთვის”''. მათ საკუთარი გენებისა თუ ადამიანური ბუნების საწინააღმდეგოდ, უნდა ზიდონ საკუთარი დანაშაული.
 
როგორც სარტრი წერს თავის ნაშრომში ''„ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია”'', „ადამიანი თავდაპირველად არსებობს, ეცნობა საკუთარ თავს, წარმოდგენას იქმნის სამყაროზე და მხოლოდ ამის მერე განსაზღვრავს საკუთარ არსებობას”არსებობას". საკითხისადმი ამგვარ მიდგომას, საკუთრივ გაცილებით დადებითი ასპექტებიც გააჩნია: ადამიანს შეუძლია სხვანაირად მოიქცეს, იყოს კარგი ადამიანი და მეტად აღარ იყოს ბოროტი. აქედან ცხადი ხდება, რომ მანამ სანამ ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება, იყვნენ კეთილნი ან ბოროტნი, ისინი სინამდვილეში არც ერთ მათგანს არ განეკუთვნებიან.<ref>{{cite book |last=Baird |first=Forrest E. |authorlink= |author2=Walter Kaufmann |title=From Plato to Derrida |publisher=Pearson Prentice Hall |year=2008 |location=Upper Saddle River, New Jersey |pages= |url= |doi= |isbn=0-13-158591-6}}</ref> ხშირად, თავისუფლების შეგრძნება ადამიანში შიშს ბადებს, რადგან ის ხდება პასუხისმგებელი საკუთარ თავზე და არა მარტო საკუთარ, არამედ სხვა ადამიანებზეც, ''„ჩვენ გვსურს თავისუფლება თავისუფლებისთვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. მაგრამ თავისუფლებისკენ ლტოლვაში, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ის მთლიანად დამოკიდებულია სხვა ადამიანების თავისუფლებაზე და სხვების თავისუფლება დამოკიდებულია ჩვენს თავისუფლებაზე”თავისუფლებაზე"''.
 
=== აბსურდი ===
[[აბსურდი]]ს ცნების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სამყაროში არ არსებობს არანირი წინასწარგანსაზღვრული საზრისი, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ ჩვენს ცხოვრებას აზრი. საზრისს მოკლებული არსებობა მოისაზრებს ასევე ამორალურობას და უსამართლობას. აბსურდიზმის ცნება უპირისპირდება ფართოდ გავრცელებულ გამონათქვამს „კარგ ადამიანებს ცუდი რამ არ ემართებათ“. სამყაროში, მეტაფორული თვალსაზრისით, არ შეიძლება არსებობდნენ კარგი ან ცუდი ადამიანები. რაც ხდება, ხდება და ის შეიძლება დაემართოს როგორც „კარგ“, ასევე „ცუდ“ ადამიანსაც.<ref name="plato.stanford.edu">Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, [http://plato.stanford.edu/entries/existentialism/#AnxNotAbs 3.1 Anxiety, Nothingness, the Absurd]</ref>
 
სწორედ სამყაროს აბსურდულობის გამო, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამ შეიძლება დაემართოს ადამიანს. ტრაგიკულმა შემთხვევამ შეიძლება ადამიანი აბსურდამდე მიიყვანოს. აბსურდის ცნება ლიტერატურაში მნიშვნელოვან თემატიკას წარმოადგენდა მთელი ისტორიის განმავლობაში. [[სიორენ კირკეგორი]]ს, [[სემიუელ ბეკეტი]]ს, [[ფრანც კაფკა]]ს, [[ფიოდორ დოსტოევსკი]]ს, [[ეჟენ იონესკო]]ს, [[ჟან-პოლ სარტრი]]ს და [[ალბერ კამიუ]]ს ნაშრომთა უმეტესი ნაწილი სწორედ აბსურდულ ნაწარმოებებს განეკუთვნება და აღწერს ადამიანებს, რომლებიც შეეჯახნენ ცხოვრების აბსურდულობას.<ref name=luigitheatre>{{cite book|last1=Bassnett|first1=Susan|last2=Lorch|first2=Jennifer|title=Luigi Pirandello in the Theatre|date=March 18, 2014|publisher=Routledge|url=https://books.google.com/books?id=FpwiAwAAQBAJ&pg=PA182&dq=luigi+pirandello+existentialism&hl=en&sa=X&ei=oIQTVb7lDMnxoASF14LIAQ&ved=0CDwQ6AEwAw#v=onepage&q=existentialist&f=false|accessdate=26 March 2015}}</ref><ref name=understandex>{{cite book|last1=Thompson|first1=Mel|last2=Rodgers|first2=Nigel|title=Understanding Existentialism: Teach Yourself|date=2010|publisher=Hodder & Stoughton|url=https://books.google.com/books?id=vfczAgAAQBAJ&pg=PT105&dq=pirandello+existentialism&hl=en&sa=X&ei=ZIYTVZSCK5CeoQT_poLgBA&ved=0CDQQ6AEwBA#v=onepage&q=pirandello%20existentialism&f=false}}</ref><ref name=crisisconsciousness>{{cite book|last1=Caputi|first1=Anthony Francis|title=Pirandello and the Crisis of Modern Consciousness|date=1988|publisher=University of Illinois Press|url=https://books.google.com/books?id=0Qv2nuJF7yYC&pg=PA80&dq=pirandello+existential+absurd&hl=en&sa=X&ei=4YYTVYCyJcrVoAS9_IKwBA&ved=0CDkQ6AEwAw#v=onepage&q=pirandello%20existentialist%20absurdity&f=false}}</ref><ref name=masks>{{cite book|last1=Mariani|first1=Umberto|title=Living Masks: The Achievement of Pirandello|date=2010|publisher=University of Toronto Press|url=https://books.google.com/books?id=vBviYn43H34C&pg=PT178&dq=pirandello+existential+absurd&hl=en&sa=X&ei=4YYTVYCyJcrVoAS9_IKwBA&ved=0CC0Q6AEwAQ#v=onepage&q=pirandello%20existential%20absurd&f=false|accessdate=26 March 2015}}</ref> ''„გაღვიძება, ტრამვაი,ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს, ეს უცვლელი რიტმი მეორდება. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა, რატომ?"'' სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავისი რუტინული ცხოვრების აბსურდულობას. მისი გააზრების შემდეგ, ის ან კვლავ ამ უაზრო მოქმედებების ჯაჭვში აგრძელებს ცხოვრებას, ან საბოლოოდ ფხიზლდება.
 
თავის მხრივ, სამყაროს აბსურდულობის გაცნობიერება, განადგურების სურვილს ბადებს პიროვნებაში. როგორც კამიუ აცხადებს ''„[[სიზიფეს მითი|სიზიფეს მითში]]“'': ''„მხოლოდ ერთი სერიოზული ფილოსოფიურფილოსოფიური პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი“''. თვითმკვლელობის თემატიკა ერთ-ერთ ძირითად ბირთვს წარმოადგენს [[ფიოდორ დოსტოევსკი]]ს შემოქმედებაშიც: ''„თუკი ადამიანისთვის უკვდავების რწმენა ასე აუცილებელია., და თუკი უიმისოდ, მან თავი უნდა მოიკლას, მაშინ ეს რწმენა კაცობრიობის ნორმალური მდგომარეობაა. ხოლო, რამდენადაც ეს ასეა, იმდენად სულის უკვდავება უეჭველად უნდა არსებობდეს”''. სამყაროს აბსურდულობასთან შეჯახებისას, მავნებლური შედეგებისგან თავის ასაცილებლად ფილოსოფოსები სხვადასხვა გზებს სთავაზობენ ადამიანებს. კირკეგორის რელიგიური „საფეხურიდან“ დაწყებული კამიუს უდრეკი შეუპოვრობით დამთავრებული, ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები ცდილობენ, დაეხმარონ ადამიანებს ცხოვრებისეული საზრისის პოვნაში. როგორც კამიუ წერს ''„[[სარჩული და პირი|სარჩული და პირში]]”'', ''„შეიძლება საკუთარი უბედობის ნაღველგარეული შეცნობაა ბედნიერების თავი და თავი”თავი"''. სრულ აბსურდულ ყოფაშიც კი ადამიანმა საკუთარ ცხოვრებას თავად უნდა შეუქმნას ცხოვრების აზრი და ღირებულება. ეგზისტენციალიზმი არ ცდილობს აბსურდულობის გააზრებით ყველაფერი უაზრობად და აბსურდად დაანახოს ადამიანებს, რასაც კვიეტიზმი მოისაზრებს, არამედ ეგზისტენციალიზმი უპირისპირდება მას.<ref>{{cite web|author=Jean-Paul Sartre |url=http://www.marxists.org/reference/archive/sartre/works/exist/sartre.htm |title=Existentialism is a Humanism, Jean-Paul Sartre 1946 |publisher=Marxists.org |accessdate=2010-03-08}}</ref> ის ცდილობს საზრისის პოვნას სამყაროში, სადაც ყოველივე აბსურდულია. თუმცა გზა საზრისის პოვნისკენ გადის მხოლოდ ინდივიდზე. პიროვნებამ არა საზოგადოების, რელიგიის, გარკვეული ინსტიტუტების თუ ავტორიტეტების გავლენით, არამედ საკუთარი თავისუფალი ნებით უნდა შეიქმნას ღირებულებები. როგორც ამბობენ, თვითმკვლელობის შესაძლებლობა, ყველა ადამიანს ეგზისტენციალისტად აქცევს.<ref>{{Cite journal|title=Suicide and Self-Deception|author=E Keen|publisher=Psychoanalytic Review|year=1973|url=http://www.pep-web.org/document.php?id=PSAR.060.0575A|postscript=<!-- Bot inserted parameter. Either remove it; or change its value to "." for the cite to end in a ".", as necessary. -->}}</ref>
 
=== ფაქტობრიობა ===
 
ფაქტობრიობა არის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი კონცეფცია, რომელსაც სარტრი თავის ნაშრომში ''„[[ყოფნა და არარაობა]]“'' განმარტავს , როგორც ყოფიერებას თავისთავად, სადაც ადამიანთა ცხოვრების წესი არყოფნაა. სარტრი მას „ცუდ ბედსაც“ უწოდებს. ამ ცნების გაგება უფრო ადვილად გასაგები გახდება, თუკი მას წარსულის საზომით შევაფასებთ: პიროვნების წარსული არის ის, რასაც თავად ადამიანი წარმოადგენს, ვინაიდან პიროვნება თავად ქმნის საკუთარ წარსულს. თუმცა, იმის თქმა, რომ ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ იმას, რასაც მისი წარსული ასახავს, აწმყოსა და მომავლის იგნორირება იქნება და რეალობის დამახინჯეულად აღქმა. ინდივიდის წარსულის იდენტიფიცირება აწმყო დროში, პიროვნების უარყოფას ნიშნავს.<ref name="2.1 Facticity and Transcendence">Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, [http://plato.stanford.edu/entries/existentialism/#FacTra 2.1 Facticity and Transcendence]</ref>
[[ფაილი:Edvard Munch, Rød villvin.JPG|მინიატიურა|[[ედვარდ მუნკი]]ს ეგზისტენციალისტური ნახატი.]]
ფაქტობრიობა მოიცავს როგორც გარკვეულ შეზღუდვებს, ასევე თავისუფლების პირობითობასაც. შეზღუდვებში შედის ისეთი გარემოებები, რომელთაც ადამიანები საკუთარი ნებით ვერ ირჩევენ ( მაგალითად, დაბადების ადგილი) . გარემოება კი გარკვეული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა ღირბულებების ჩამოყალიბებაში. თუმცა, მიუხდედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, ინდივიდის ფაქტობრიობა „ქვაზეა ამოკვეთილი“ (წარსული), ის არ განსაზღვრავს პიროვნებას. ის ღირბულებები, რომლებიც ადამიანის ფაქტობრიობის გავლენითაა გამოძერწილი, შექმნილია თავად პიროვნების სურვილით. მაგალითის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ ორი ადამიანი.: ერთი, რომელსაც არ აქვს არავითარი მახსოვრობა მის წარსულ ცხოვრებასთან დაკავშირბითდაკავშირებით და მეორე, ადამიანი, რომელსაც ახსოვს ყველაფერი. ორივე მათგანმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა წარსულში, მაგრამ პირველი ადამიანი, რომელსაც არ ახსოვს თავისი წარსული ქმედებანი, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს, მაშინ როცა მეორე, საკუთარი წარსულის მარწუხებშია გაბმული და აგრძელებს დანაშაულებრივ ცხოვრებას, რაშიც ის თავის წარსულ ცხოვრებას და გარემოებას ადანაშაულებს. საკუთრივ, არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას, რომ ის დანაშაულებრივ ცხოვრებას ეწევა, არამედ იმას, რომ ის საკუთარი აწმყოს განმაპირობებელ ფაქტორად წარსულს მიიჩნევს. როგორც სარტრი წერს, ''„მშიშარა თავის თავს აქცევს მშიშრად, გმირი კი გმირად. მშიშარას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა მეტად აღარ იყოს მშიშარა, გმირს კი - აღარ იყოს გმირი. აქ მნიშვნელოვანია მთელი გადაწყვეტილება და არა კერძო შემთხვევები ან ცალკეული ქმედებები - ისინი ჩვენ არ მოგვიცავენ მთლიანად”''.
 
თუმცა, საკუთარი თავის შექმნის პროცესში, მომავლის დაგეგმვისას , ფაქტობრიობის სრულად უგულებელყოფა სიცრუე იქნება. მომავლის გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული ფაქტობრიობასთანაც. ფაქტობრიობის კიდევ ერთი ასპექტია, შიში. იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავისუფლებას ფაქტორიობაფაქტობრიობა ზღუდავს და მაშინაც, როდესაც, ფაქტობრიობის გავლენა უმნიშვნელოა და ადამიანი საკუთარ დამოუკიდებელ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს, იბადება შიშის გრძნობა.
 
ეგზისტენციალისტური თავისუფლება მოიაზრებს იმას, რომ ადამიანს საკუთარი ღირებულებების შეცვლა შეუძლია. ყველა ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ არჩევანზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ღირებულებები აქვს საზოგადოებას. ეგზისტენციალიზმში ადამიანის თავისუფლება იზღუდება იმდენად, რამდენადაც ინდივიდი იძულებეულია იკისროს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისუფლების ფასად. თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. თავისუფლების გაცნობიერება, გულისხმობს პასუხისმგებლობის გაცნობიერებასაც, ''„მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე და ყველაზე; მე ვქმნი ადამიანის გარკვეულ ხატს, რომელსაც ვირჩევ. ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს საერთოდ”''.<ref name="3. Freedom and Value">Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, [http://plato.stanford.edu/entries/existentialism/#FreVal 3. Freedom and Value]</ref><ref name="3.2 The Ideality of Values">Stanford Encyclopedia of Philosophy, Existentialism, [http://plato.stanford.edu/entries/existentialism/#IdeVal 3.2 The Ideality of Values]</ref>
 
=== ჭეშმარიტება ===
206

რედაქტირება