კახეთის აჯანყება (1659): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Reverted 1 edit by 95.104.105.114 (talk) to last revision by გიო ოქრო (TwinkleGlobal)
იარლიყი: გაუქმება
ფშაველი გოგოლაური
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 5:
კახეთის საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად [[სპარსელები|სპარსელმა]] დამპყრობლებმა გადაწყვიტეს კახეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება და იქ მომთაბარე-მეჯოგე ტომების ჩასახლება. [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებმა]] დაიწყეს კახეთში ციხეების აგება ([[ბახტრიონის ციხე|ბახტრიონი]], [[ალავერდი|ალავერდის]] [[მონასტერი]] ციხესიმაგრედ გადააკეთეს), რომელთა გარნიზონებს ჩასახლებული თურქმანები ქართველთა თავდასხმისაგან უნდა დაეცვა. კახეთის ტერიტორია ორად გაყვეს: სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყარაბაღის ბეგლარბეგს გადასცეს, დანარჩენი კი ნახჭევანის მმართველს, რომელთაც მათზე დაქვემდებარებული ელები კახეთში უნდა დაესახლებინათ. ამ ღონისძიების შედეგად კახეთის ბარში 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს.
 
კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა [[ზაალ არაგვის ერისთავი]]. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ [[ბიძინა ჩოლოყაშვილი]], [[შალვა ქსნის ერისთავი]] და მისი ძმა [[ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII ს.)|ელიზბარ ერისთვისშვილი]]. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა [[ზეზვა გაფრინდაული]]ს, [[ნადირა ხოშარაული]]ს, [[და ფშაველი გოგოლაური|გოგოლაურის]] მეთაურობით.
 
[[ქართველები]] გაერთიანებული ძალით თავს დაესხნენ ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული [[თათრები]]. შემდეგ გაანადგურეს კახეთის სხვა ადგილებში მყოფი თათრები. აჯანყებულთა გათიშვისა და დაქსაქსვის შედეგად მტერმა შეძლო აჯანყების შეჩერება, მაგრამ [[შაჰი]] იძულებული გახდა ხელი აეღო თავის გეგმაზე. [[ზაალ არაგვის ერისთავი]] მტრის დავალებით თავისივე ძმისწულებმა მოკლეს, მისი შვილები კი შაჰს გაუგზავნეს. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და ელიზბარ ერისთვისშვილი შაჰს მიუვიდნენ და პატიება ითხოვეს. შაჰმა ისინი იმ ტომებს გადასცა, რომელთა თანამოძმენი კახელებმა გაჟლიტეს. გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. აჯანყების მოთავე მთიელებს ხალხმა მრავალი [[ლექსი]] და [[სიმღერა]] უძღვნა. ამ ამბებისადმია მიძღვნილი [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] „[[ბაში-აჩუკი]]“ და [[ვაჟა-ფშაველა]]ს „[[ბახტრიონი (პოემა)|ბახტრიონი]]“.