ბანიანი სახლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.240.206.216-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Cosmeticer-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''ბანიანი სახლი''', ხალხურ არქიტექტურაში გავრცელებული მიწური სახურავით - [[ბანი (არქიტექტურა)|ბანით]] გადახურული ერდოიანი სახლი. ბანიანი სახლი მოყვანილობის მიხედვით ორ ტიპად იყოფა - გვირგვინიანი და ბრტყელბანიანი. კონსტრუქციული თავისებურების - ერდოდან განათების გამო შესაძლებელია ბანიანი სახლის ოთხივე მხრიდან მიეშენოს სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობა - [[ბოსელი]], [[საბძელი]], [[სათონე]], [[მარანი]]. შეჯგუფულ განაშენიანებაში (მთიან რელიეფზე) ქვემოთა სახლის ბანი (სახურავი), ჩვეულებრივ, ზემოთა სახლის ტერასის დანიშნულებას ასრულებს. ბანიანი სახლი ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში, აგრეთვეკახეთში სამეგრელოსა და კავკასიაში. ასევე მას იყენებენ კავკასიის, მცირე და შუა აზიის ზოგიერთ ხალხში.
== ლიტერატურა ==
* ''ჩიქოვანი თ.'', [[ქსე]], ტ. 2, გვ. 191, თბ., 1977
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბანიანი_სახლი“-დან