მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2019 წლის 23 ნოემბერი}}
[[ფაილი:CaveoftheMounds.jpg|მინი|მღვიმე]]
[[ფაილი:Burger OtokKriznaJama.jpg|მინი|ტბა კარსტულ მღვიმეში, [[სლოვენია]]]]
Line 324 ⟶ 323:
 
მღვიმეებში მობინადრე ცხოველები მიეუკთვნებიან სახოებათა საკმაოდ დიდ რაოდენობას, ესე იგი სპელეოფაუნის სისტემატიკური შედგენილობა საკმაო სირთულით ხასიათდება. მღვიმეებში ცხოვრობენ ცხოველთა შვიდი ტიპის წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, დედამიწის ცხოველთა სამყარო იყოფა 13 უმაღლეს სისტემეტიკურ ერთეულად ანუ ტიპად. მსოფლიოს მღვიმეებში აღმოჩენილია უმარტივესთა, ღრუბელთა, ნაწლავღრუიანთა, ბრტყელი ჭიების, მრგვალი ჭიების, რგოლოვანი ჭიების, რბილტანიანების, ფეხსახსრიენების და ქორდიანების სახეობები.
 
==ადამიანი მღვიმეში==
ადამიანის მიერ მღვიმეებით სარგებლობას რამდენიმე ასეული ათასი წლის ისტორია აქვს. ჩვენი წინაპრები ბუნებრივ სიღრუვეებს ჯერ საცხოვრებლად იყენებდნენ, ხოლო უფრო მოგვიანებით მათ ომის დროს თავშესაფრების, საკულტო, სამეურნეო სათავსოთა და სხვა საჭიროებისამებრ იყენებდნენ.
 
მღვიმეს, როგორც საცოხვრისს, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს. მას არ სჭირდება აშენება, ამიტომაც კარსტული და ზოგიერთი სხვა ტიპის ბუნებრივი მღვიმეები ადამიანს ავდარისგან და მზის მცხუნვარე სხივებისგან იცავდა მანამდე, სანამ იგი ისწავლიდა სახლის მშენებლობას. ხელოვნურად აგებული საცხოვრისებისაგან განსხვავებით, მღვიმე არ ინგრევა და არც იწვის. სამხრეთისაკენ გაღებული მღვიმეები საკმაოდ თბილია, ხოლო ზოგიერთი მღვიმე საკუთარი წყლითაც უზრუნველყოფილია. მღვიმის, როგორც საცხოვრისის უარყოფითი მხარეები მდგომარეობს, მისი მდებარეობის ბუნებრიობაში, რაც ადამიანს ართმევს საცხოვრებელი ადგილის არჩევის შესაძლებლობას. გარდა ამისა, როგორც თანამდეროვე ტროგლოდიტების, მაგალითად [[ლიბიელები]]ს, ყოფა გვარწმუნებს, რომ მღვიმის სიბნელისა და სინესტის პირობებში მუდმივად ცხოვრება იწვევს ფილტვებისა და თვალების დაავადებებს. მღვიმური საცხოვრისების უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე დასტურდება მღვიმური დათვისა და მღვიმეში მცხოვრები [[პრეისტორია|პირველყოფილი ადამიანის]] ძვლების პათოლოგიური დამახინჯებებითაც, რასაც მოწმობს მღვიმეთა მობინადრეების ხშირი დაავადება [[რევმატიზმი|რევმატიზმებითა]] და [[ხერხემალი|ხერხემლის]] ანთებით [[ქვის ხანა]]ში. ასეა თუ ისე, ქვის ხანაში ადამიანს უხდებოდა მღვიმეებში ბინადრობა.
 
ადამიანის საცხოვრებელ მღვიმეს უნდა დაეკმაყოფილებინა განსაზღვრული პირობები. ამ მიზნისათვის არ გამოდგებოდა ისეთი სიღრუვეები, რომლებიც მუდმივად ან პერიოდულად ეკავა შიგნიდან გამომდინარე ნაკადს ან წყალდიდობის შემდეგ იტბორებოდა. პატარა, მდგრადრეჟიმიანი ნაკადულები ამაღლებდა ამა თუ იმ მღვიმის, როგორც საცხოვრისის, ღირებულებას. ადამიანი გაურბოდა ცხოვრებას ჩრდილოეთისაკენ გახსნილ მღვიმეებში, რომლებსაც მზის შუქი არასდროს ადგება და ასევე ქარიან სიღუვეებს. ცხადია, მღვიმე უნდა ყოფილიყო სკმაოდ ადვილი მისადგომი, მღვიმის ფსკერის ფართობი და ჭერის სიმაღლე საკმარისი უნდა ყოფილიყო ადამიანთა მეტ-ნაკლები ჯგუფის ყოფნა-სამქიანობისთვის.
 
ღია ცის ქვეშ მდებარე პრეისტორიული არქეოლოგიური ძეგლების უმრავლესობის საწინააღმდეგოდ, ადამიანის მღვიმური ნადგომები გამოირჩევიან კულტურული ნაშთების დიდი რაოდენობისა და მრავალფეროვნებით, შედარებით, შეზღუდულ ფართობზე. ეს გარემოება მღვიმეებს არქეოლოგიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათში ნაპოვნი ძველი კულტურების ნაშთები რომ არა, კაცობრიობის შორეული წარსულის ბევრი საკითხი დღემდე ამოუცნობი დარჩებოდა. პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების კვალი მღვიმეებში ძირითადად ჩამარხულია მღვიმურ ნაფენებში. მღვიმეში ძველი კულტურის ნაშთების გამოვლენისთვის საჭიროა მისი ნაფენების გაშურფვა - საცდელი გათხრა, ამისათვის სათანადო იარაღებით ითხრება შურფი, ესე იგი ორმო, რომლის ჰორიზონტალური კვეთის ნებადართული ზომა 1მ x 0.8 მ, ხოლო სიღრმე დამოკიდებულია ნაფენების ერთობლივ სიმძლავრეზე და კულტურული შრეების სიღრმეზე. გაშურფვით შეიძლება დადგინდეს, ცხოვრობდა თუ არა ძველად მღვიმეში ადამიანი.
 
მთელ რიგ მღვიმეებში ნაშთების შემცველი შრეები ერთიმეორისაგან გამოყოფილია მუნჯი, ანუ სტერილური შრეებით, ხარვეზებით. ამ უკანასკნელთა არსებობა დაკავშირებულია იმ ეპოქებთან, რომდესაც ადამიანი არ ცხოვრობდა მოცემულ მღვიმეებში მკაცრი კლიმატური პირობების მომატებული ტენიანობის ან სხვა მიზეზების გამო. [[კუდაროს მღვიმე|კუდაროს მღვიმეში]] გამოყოფენ ორ ამგვარ ფენას, რომლებსაც უკავშირებენ [[გამყინვარების პერიოდი|გამყინვარების ეპოქებს]].
 
პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება-საქმიანობის ნივთიერი კვალი გამოხატულია საგანთა შემდეგი ჯგუფებით:
 
1. კოცონის ნაშთებით;
 
2. ნანადირევი ცხოველების ძვლებით, მცენარეთა ნარჩენებით;
 
3. საწარმოო იარაღებით მათ დასამზადებლად საჭირო მასალით;
 
4. სამკაულებით და ხელოვნების ნაწარმოებებით (ეს უკანასკნელი შეიძლება ნაფენებში გამოსახულ-გამოკვეთილი იყოს ცალკეული საგნების სახით კედლებზე, სტალაგმიტებზე, ქვებზე);
 
5. ადამიანის სქმიანობის სხვა საგნებით.
 
==მღვიმური პირობების გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მღვიმე“-დან