საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[საგარეჯო]]ში. დგას ქალაქის დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. აუგია [[დავითგარეჯი|დავითგარეჯის]] წინამძღვარს [[ონოფრე მაჭუტაძე|ონოფრე მაჭუტაძეს]], რასაც ადასტურებს 1712 წლის გუჯარი: „აღვაშენე თვალზე საყდარი პეტრე-პავლესი და შევამკე პატიოსანი ხატითა შესამოსლებითა და წიგნებითა“.
 
ონოფრე წინამძღვრად დაინიშნა 1690 წელს ამრიგად ეკლესია აგებული უნდა იყოს 1690 წლიდან 1712 წლამდე პერიოდში. ეკლესია დარბაზულია. იგი საკმაოდ მოზრდილი, აზიდული [[პროპორცია|პროპორციებისა]]. გარეთა კედლების წყობაში გამოყენებულია რიყისა და თლილი ქვა. აღმ. ფასადზე სარკმელი და ჯვარია. ჯვრის მკლავების ბოლოებთან სხვადასხვა სკულპტურული გამოსახულებებია ( კუდებგადანასკვული, ერთმანეთთან ზურგშექცეული გველეშაპი, ლომი, ჩიტები, ყურძნის მტევნები). პორტალის მორთულობაში მხოლოდ ფოთლოვანი მოტივია გამოყენებული, ამავე მოტივის გამოყენებითაა მოხაზული ტიმპანის შიგნით რელიეფური მედალიონების ჩარჩო. შუაში დიდ წრეს-მედალიონს, მის ორივე მხარეს კი თითო მომცრო წრეს ქმნის. სამივე წრეში გამოსახულებაა: შუაში-მაკურთხებელი პერსონაჟია, რომელსაც მარცხენა ხელით, მკერდის წინ, წიგნი უკავია, აქეთ-იქით კი-ანგელოზებია. მარცხენა ფასადზე ანგელოზს მარცხენა ხელში ჯვარი უჭირავს, მარჯვენაში-დაზიანების გამო  გაურკვეველია აღნიშნული საგანი. მარჯვენა ანგელოზსაც თითქოს ჯვარი და სამწერობელი უპყრია. ლენტის ორივე ბოლოში თითო მტევანია გამობმული. პეტრე-პავლეს ეკლესიას ისლამური გავლენაც ეტყობა. რასაც ფასადზე აღმართული ჯვრის „რვიანებიანი“ ჩარჩო გვამცნობს. ეკლესიის ცენტრში ორ დონეზე ადამიანის ორ-ორი სახეა გამოსახული (მზისა და მთვარის სიმბოლო). ამ ორი ადამიანის სახე ქვაშია ამოკაწრული. ეკლესია შემკულია ძველი ქართული წარწერებით. [[გ. ჩუბინაშვილი|გ. ჩუბინაშვილის]] აზრით აქ ბერების საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.
 
2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, ეკლესიას მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.