იტალიის სოციალური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
იტალიის სოციალური რესპუბლიკის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა [[სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში (1943)|სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში]], რომლის დროსაც მუსოლინი გადააყენეს იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და დააპატიმრეს 1943 წლის 25 ივლისს. ამ დროს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს ინიციატივით [[ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა|ვერმახტის უმაღლესმა მთავარსარდლობამ]] დაიწყო იტალიის ოკუპაციის გეგმის შედგენა. 1943 წლის 3 სექტემბერს იტალიამ ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას [[მოკავშირეები|მოკავშირეებთან]], რითაც გამოეთიშა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომს]]. საპასუხოდ, 8 სექტემბერს ჰიტლერის განკარგულებით ვერმახტი იტალიაში შეიჭრა და 11 დღიანი ოპერაციის შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლა მუსლონი და აიღო ჩრდილოეთ იტალია და ცენტრალური იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ქალაქი [[რომი]]. გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა იტალიის სოციალური რესპუბლიკა.
 
ქვეყნის სათავეში იყო [[იტალიის რესპუბლიკური ფაშისტური პარტია]] [[ბენიტო მუსოლინი]]ს მეთაურობით. მან თავი იტალიის ერთადერთ კანონიერ მთავრობად გამოაცხადა და იტალიის მეფე [[ვიტორიო ემანუელე III]], რომლის მოწვეულმა ახალმა მთავრობამაც გააფორმა საშვიდობო ხელშეკრულება მოკავშირეებთან, მოღალატეობაშიქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ საერთაშორისო აღიარება მხოლოდ [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიისგან]], [[იაპონიის იმპერია|იმპერიული იაპონიისგან]] და მათი მარიონეტული სახელმწიფოებისგან მოიპოვა.
 
დაარსებიდან მალევე იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტურ გერმანია]]ს დაუთმო [[ტრიესტი]], [[ისტრია]] და [[ბოლცანოს პროვინცია|სამხრეთ ტიროლი]], სადაც ნაცისტური გერმანიის საოპერაციო ზონები შეიქმნა.
 
1945 წლის 2 მაისს იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა იმის შემდეგ, რაც მოკავშირეების ძალებმა დაამარცხეს იქ მდებარე გერმანული ძალები. მუსოლინი და მისი ორი ათეული თანამოაზრეთანამოაზრეები იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს და ქალაქ [[მილანი|მილანში]] დახვრიტეს.
 
==სქოლიო==