იტალიის სოციალური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''იტალიის სოციალური რესპუბლიკა''' ({{lang-it|Repubblica Sociale Italiana}}), არაოფიციალურად ასევე ცნობილი როგორც '''სალოს რესპუბლიკა''' ({{lang-it|Repubblica di Salò}}) — [[მარიონეტული სახელმწიფო]] [[ჩრდილოეთ იტალია|ჩრდილოეთ იტალიის]] (და ნაწილობრივ [[ცენტრალური იტალია|ცენტრალური იტალიის]]) ტერიტორიაზე, რომელმაც იარსება [[ვერმახტი]]ს მიერ იტალიის ტერიტორიის ოკუპაციიდან 1943 წლის სექტემბრიდან მის კაპიტულაციამდე 1945 წლის მაისამდე.
 
იტალიის სოციალური რესპუბლიკის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა [[სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში (1943)|სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში]], რომლის დროსაც მუსოლინი გადააყენეს იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და დააპატიმრეს 1943 წლის 25 ივლისს. ამ დროს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს ინიციატივით [[ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა|ვერმახტის უმაღლესმა მთავარსარდლობამ]] დაიწყო იტალიის ოკუპაციის გეგმის შედგენა. იტალიაში ფაშისტური რეჟიმი შენარჩუნდა, თუმცა 1943 წლის 3 სექტემბერს იტალიამ ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას [[მოკავშირეები|მოკავშირეებთან]], რითაც გამოეთიშა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომს]]. საპასუხოდ, 8 სექტემბერს ჰიტლერის განკარგულებით ვერმახტი იტალიაში შეიჭრა და 11 დღიანი ოპერაციის შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლა მუსლონი და აიღო ჩრდილოეთ იტალია და ცენტრალური იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ქალაქი [[რომი]]. გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა იტალიის სოციალური რესპუბლიკა.
 
ქვეყნის სათავეში იყო [[იტალიის რესპუბლიკური ფაშისტური პარტია]] [[ბენიტო მუსოლინი]]ს მეთაურობით. მან თავი იტალიის ერთადერთ კანონიერ მთავრობად გამოაცხადა და იტალიის მეფე [[ვიტორიო ემანუელე III]], რომლის მოწვეულმა ახალმა მთავრობამაც გააფორმა საშვიდობო ხელშეკრულება მოკავშირეებთან, მოღალატეობაში დაადანაშაულა. იტალიის სოციალურმა რესპუბლიკამ საერთაშორისო აღიარება მხოლოდ [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიისგან]], [[იაპონიის იმპერია|იმპერიული იაპონიისგან]] და მათი მარიონეტული სახელმწიფოებისგან მოიპოვა.