მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 257:
 
ჰაერის მოძრაობას მღვიმეში სხვადასხვა მიზეზები იწვევს, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სიმკვრივის სხვაობა ჰაერის ორ სვეტს შორის, რომელთაგან ერთი გარეთაა დედამიწის ზედაპირზე, მეორე კი შიგნით, ან ორივე სვეტი ზედაპირზეა ან მღვიმეში. მეორე მიზეზი მდგომარეობს ატმოსფერული წნევის სხვაობაში და ცვლილებაში კარსტული მასივის თავზე. მღვიმეში ჰაერის მოძრაობა შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე კარსტული წყლების მიერ ჰაერის მასების გატაცება-ჩაწოვამ და ზედაპირული ქარის ზემოქმედებამ მიწისვეშა ატმოსფეროზე.
 
ჰაერის განსაკუთრებით სწრაფი გადაადგილება დამახასიათებელია ვიწრო მღვიმეებისა და ხვრელებისათვის. ქარიანი მღვიმის მაგალითებია [[მიგარიას მასივი|მიგარიას მასივზე]] ([[ოდიში]]) არსებული მღვიმე, [[სამსარის ქედი|სამსრის ქედის]] ძირში [[ვულკანი|ვულკანური]] [[ლავა|ლავის]] ფართო ნაპრალებიდან ზაფხულობით დიდი ძალით უბერავს ცივი ჰაერის ნაკადი, რომელიც აქრობს სანთელს და მაღალი ტემპერატურის დროს იზიდავს [[ცხვარი|ცხვარს]], სიგრილეს მონატრებული ცხოველები თავს იყრიან ჰაერის გამოსასვლელთან.
 
ქარიანი ხვრელები ცნობილია [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[შვეიცარია]]ში, [[ავსტრალია]]ში, და ასხვა. [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[კოვენტორის მღვიმე|კოვენტორისა]] და [[კანუელის მღვიმე|კანუელის]] მღვიმეებში ქრის ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე აღწევს 50 მ/წმ-ს და ამ მღვიმეების ჰაერის ტემპერატურას 2.4°-ით ადაბლებს მეზობელ მღვიმეებთან შედარებით.
 
უფრო ვრცელ მღვიმეებში ჰაერის ნაკადებს ნაკლები სიჩქარე ახასიათებთ. [[ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული|ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრულში]] ყოფნისას [[სპელეოლოგია|სპელეოლოგები]] ჰაერის აღმავალ მოძრაობას შეიგრძნობდნენ აუტანელი სიცივით და იმის მიხედვით, რომ სანთელი მხოლოდ მოფარებულ კუთხეებში არ ქრებოდა.
 
'''მღვიმური თოვლ-ყინული''' ყოველთვის მკვლევართა ყურადღებას იპყრობდა. საყინულე მღვიმეები უკვე [[XVI საუკუნე|XVI საუკუნიდან]] მოიხსენიება მსოფლიოს გეოგრაფიულ ლიტერატურაში. [[XVIII საუკუნე]]ში ერთდროულად აღიწერა [[კუნგურის მღვიმე|კუნგურის ყინულოვანი მღვიმე]] [[ურალის მთები|ურალისპირეთში]] [[ვასილი ტატიშჩევი]]ს მიერ, ხოლო [[ხორხების მღვიმე|ხორხებისა]] ([[ქვემო ქართლი]]) და [[სხვავის საყინულე|სხვავის]] ([[რაჭა]]) საყინულეები [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს მიერ.
 
მღვიმური თოვლ-ყინულის გაჩენა-შენახვისთვის საჭიროა შემდეგი პირობები:
1. ყინულოვანი ზამთარი;
2. მღვიმის დაღმავალი ხასიათი და ტომრისებური ფორმა;
3. ყინულის გაჩენისთვის საჭირო მასალა;
 
თოვლ-ყინულოვანი მღვიმეების არსებობისთვის საჭირო კლიმატური პირობები საკმაოდ მაღალ განედებზე, დაახლოებით 50-55°-დან დაწყებული ყველა ჰიფსომეტრულ დონეზეა. საქართველოში მღვიმური თოვლ-ყინული 1200-1300 მეტრის აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლა არ უნდა გვხვდებოდეს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღლა იწევს [[სუბტროპიკული სარტყლები|სუბტროპიკულსა]] და [[ტროპიკული სარტყლები|ტროპიკულ]] სარტყლებში.
 
თოვლი მღვიმეებში ხვდება გარედან, ზოგჯერ ქარის დახმარებით. თოვლ-ყინულოვანი მღვიმეები ხშირად იწყება კარსტული ძაბრებით, რომელებშიც ზამთრობით ძირითადად თოვლი გროვდება. ვიწრო შესასვლელიანი მღვიმეები თავისუფალია თოვლ-ყინულისგან. [[მარტელის უფსკრული]], რომელიც ვულკანური კრატერივით იხსნება ბერჭილის ქედის ერთ-ერთ მწვერვალზე, ზამთრობით ქარის მიერ ჩახვეტილი თოვლით ივსება. ზაფხულიდან თოვლი იწყებს შემოდნობას ცილინდრული უფსკრულის კედლების გასწვრივ და ზაფხულის ბოლოსთვის ქმნის 30-35 მეტის სიმაღლის წვეტიან კონუსს. ამ დროისთვის თავისუფლდება უფსკრულის ქვედა დახრილი ნაწილი, რომელშიც თითქმის 100 მეტრის სიღრმემდე შეიძლება ჩაღწევა.
 
ყინული მღვიმეებში სხვადასხვაგვარად წარმოიშვება, შეიძლება განვასხვავოთ მღვიმური ყინულის სამი ძირითადი სახეობა:
 
1. თოვლისგან წარმოქმნილი ყინული;
2. წყლისგან წარმოქმნილი ყინული;
3. ატმოსფერული ორთქლისგან წარმოქმნილი ყინული.
 
თოვლი მღვიმეში შეიძლება ყინულად იქცეს უშუალოდ ან ლანქერი წყლის საშუალებით. თოვლისგან უშუალოდ წარმოქმნილი მიწისქვეშა გლეტჩერის ნახვა შეიძლება სხვავას საყინულეში. უფრო ხშირია თოვლის მღვიმურ ყინულად გადაქცევის მეორე გზა: თოვლის დნობა კარსტულ ძაბრებში, მღვიმის ზედა ნაწილში ჩაჟონვა და ხელახლა გაყინვა ქვედა ნაწილებში. [[არაბიკას მასივი|არაბიკას მასივზე]] ამგვარად გაჩენილი თოვლი ყინულის სტალაქტიტების სტალაგმიტებისა და სვეტების შემცველი მღვიმეები ასობითაა. თოვლის დნობა-გაყინვით წარმოქმნილი ყინული საერთოდ მღვიმური ყინულის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
 
წყალი, რომელიც მღვიმეებში ყინულს ქმნის, ყოველთვის თოვლის დნობით როდი ჩნდება. მღვიმეში გვერდითი ტალანებიდან და ხვრელებიდან შემოსული კარსტული წყლები ჩაგუბებულ ცივ ჰაერში მოხვედრისას იყრებიან, ქმნიან ყინულის საცობებს, ჩანჩქერებს: ხანდახან ისინი ასწრებენ მღვიმის ფსკერზე გუბეების გაჩენას, რომლებიც შემდეგ იყინება.
 
ყინულად იქცევა მღვიმეში გარედან შემოსული ან ნაპრალებით ქვევიდან ამოსული ჰაერის შემადგენელი ორთქლიც, რომელიც ცივ კედლებთან შეხებისას გაზისებური მდგომარეობიდან უშუალოდ მყარში გადადის და კრისტალების სახით ეწებება მათ ზედაპირს.
 
==ფლორა და ფაუნა==
კარსტული მღვიმეები ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის უფრო ნაკლებად ხელშემწყობი გარემოა, ვიდრე დადემიწის ზედაპირული ლანდშაფტური ზონები. სიცოცხლის განვითარების ხარისხის მიხედვით იგი შეიძლება შევადაროთ მშრალსა და ცივ უდაბნოებს, როგორც [[უდაბნო|უდაბნოთა]] მესამე ტიპი - ბნელი უდაბნო. მღვიმური ბიოცენოზები მიემსგავსება უდაბნოების სივრცეში წყვეტილი გავრცელებით და ვიწროდ სპეციალიზებული ორგანიზმების სიჭარბით.
 
მცენარეული ორგანიზმები მღვიმეებში უფრო ნაკლები მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი, ვიდრე ცხოველები. ეს აისახება ამ უკანასკნელთა აქტიური მოძრაობის უნარით, მეტი შემგუებლობით გარემო პირობების ცვალებადობასთნ. ეს დებულება ეხება მღვიმეთა ბნელ ნაწილებს. რაც შეეხება მზის შუქისათვის მისაწვდომ უბნებს, იქ მცენარეულობა შედარებით უხვადაა წარმოდგენილი.
 
მღვიმეში ცოცხალი ორგანიზმების საარსებო პირობების თავისებურება გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:
1. სიბნელე; 2. მაღალი შეფარდებითი ტენიანობა; 3. თითქმის მუდმივი ტემპერატურა; 4. საკვები ორგანული ნივთიერებების შედარებით სიმცირე და სპეციფიკური ხასიათი.
 
===მღვიმეთა ფლორა===
ალპურ მღვიმეთა ფლორა შეისწავლა ლემერმაიერმა, რომელმაც ამ მიზნით დეტალლურად გამოიკვლია იაქური 26 მღვიმე. ლემერმაიერის დასკვნით, ქლოროფილის შემცველი მცენარეებიდან მიწისვეშ ყველაზე ღრმად აღწევენ ლურჯ-მწვანე [[წყალმცენარეები]], - ისინი ნაპოვნია შესასვლელიდან 65 მეტრის მანძილზე, სადაც განათების ძალა შეადგენს ნორმალური შუქის 1:1800.
 
[[ფრაუენმაუერის მღვიმე]]ში მცენარეები ვრცელდებიან 39 მეტრის მანძილზე, დრახენჰელში - 87 მეტრზე. დრახენჰელში იზრდება თესლოვან მცენარეთა 34 სახეობა, 4-ნაირი [[გვიმრა]], 7 სახეობის ფოთლოვანი [[ხავსი]], 2 სახეობის ღვიძლის ხავსი, აგრეთვე წყალმცენარეები და [[მღიერები]].
 
[[ვილდფრაუნჰელეს მღვიმე]]ში, ნორმალური განათების 1:23 პირობებში იზრდებოდა: [[კატაბარდა]], [[ალპიური მანანა]], [[მარწყვი]], [[მაჩიტა]], [[გვიმრუჭა]]; 1:322 განათების პირობებში - ერთუჯრედიანი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები.
 
მიკროორგანიზმები აღწევენ კარსტული სიღრუვეების ყოველ წეტილამდე. ისინი ნაპოვნია 2000 მეტრის სიღრმიდან ნავთთან ერთად ამოტყორცნილ წყლებში. [[სან-გოტარდის უღელტეხილი]]ს გვირაბის გაყვანისას, შესასვლელიდან 5 კილომეტრის მანძილზე წყაროებში აღმოაჩინეს ჟელესებური მასები, რომელსაც თითის სისქე და თოკის ფორმა ჰქონდა. მიკროსკოპის საშუალებით გაირკვა, რომ „ჟელე“ შედგებოდა ჩხირისებური ბაქტერიებისგან, [[ჩეხეთი]]ს ერთ-ერთ კარსტულ მღვიმეში სტალაქტიტების ზედაპირი დაფარულია ერთუჯრედიანი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებით, ხოლო თვით სტალაქტიტების შემადგენლობაში შედიან სოკოთა ჰიფები და უმარტივესი მცენარეების სპორები. [[სოკოები]] ვითარდება მღვიმეთა ღრმა ნაწილებშიც. [[მიკროორგანიზმები]] ხელს უწყობენ მღვიმის კედლების დაშლას და გვარჯილის საბადოს წარმოქმნას.
 
მღვიმეებში დღის სინათლის შეღწევის ხარისხი, რაც განსაზღვრავს მცენარეთა არსებობის პირობებს, დამოკიდებულა შემდეგზე:
 
1. მღვიმის შესასვლელის სიდიდე და ფორმა, მისი მიმართება ჰორიზონტის მხარეებისადმი;
 
2. მანძილი შესასვლელიდან;
 
3. მღვიმის კედლების ფერი;
 
4. მღვიმის ფსკერისა და ჭერის დახრილობა;
 
5. ტალანის გვერდითი განშტოებების არსებობა.
 
რამდენადაც ვრცელი არ უნდა იყოს მღვიმის შესასვლელი, მისი განათება მაინც შესუსტებულია ნორმალურთან შედარებით. აქ მცენარეთა ფოთლები გარკვეული წესით ლაგდება. [[ნაზოდელავოს მღვიმე|ნაზოდელავოს მღვიმის]] კარდარბაზში არსებული ხეები და ბუჩქები ამჟღავნებენ მკვეთრ ჰელიოტროპიას.
 
უნდა აღინიშნოს, რომ მღვიმური ცხოველებისაგან გასხვავებით, მცენარეები მღვიმეში არ ქმნიან ენდემურ ტროგლობიონტურ სახეობებსა და ფორმებს, არამედ წარმოდგენილი არიან სხვა ფოტოცენოზთა ელემენტებით. ეს გარემოება აიხსნება აქტიური გააადგილების უნარის უქონლობით, რაც მცენარეებს ართმევს მიწისქვეშეთში ფართოდ გავრცელებისა და ხანგრძლივად ცხოვრების შესაძლებლობას. მცენარეები მღვიმეთა შემთხვევითი სტუმრებია, რომლებიც აქ არ განიცდიან ევოლუციას.
 
===მღვიმეთა ფაუნა===
მღვიმური ფლორისგან განსხვავებით, მღვიმეების ცხოველთა სამყარო მთელ რიგ თავისებურებებს იჩენს, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობა-განვითარებასთან და ცხოველთა შეგუების უნართან.
 
მღვიმეებში მობინადრე ცხოველები მიეუკთვნებიან სახოებათა საკმაოდ დიდ რაოდენობას, ესე იგი სპელეოფაუნის სისტემატიკური შედგენილობა საკმაო სირთულით ხასიათდება. მღვიმეებში ცხოვრობენ ცხოველთა შვიდი ტიპის წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, დედამიწის ცხოველთა სამყარო იყოფა 13 უმაღლეს სისტემეტიკურ ერთეულად ანუ ტიპად. მსოფლიოს მღვიმეებში აღმოჩენილია უმარტივესთა, ღრუბელთა, ნაწლავღრუიანთა, ბრტყელი ჭიების, მრგვალი ჭიების, რგოლოვანი ჭიების, რბილტანიანების, ფეხსახსრიენების და ქორდიანების სახეობები.
 
==მღვიმური პირობების გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე==
ბევრ მკვლევარს აინტერესებდა თუ რა გავლენას ახდენდა მღვიმური პირობები ადამიანის ორგანიზმზე. მღვიმეში ხანმოკლე ყოფა ზოგიერთ სნეულებას კურნავს. მღვიმურ პირობებში ადამიანის ხანგრძლივად ცხოვრების შედეგებზე დაკვირვებები ჩატარდა [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთსა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1964]] წლის ბოლოსა და [[1965]] წლის დასაწყისში, ზღვისპირა ალპების მასივ ოდიბეგრის მღვიმეში ორმა ადამიანმა - მამაკაცმა [[ანტუან სენი]]მ და ქალმა [[ჟოზი ლორეზი|ჟოზი ლორეზმა]] ორ ერთმანეთისგან იზოლირებულ მღვიმეში გაატარეს 100 დღე. ისინი მოამარაგეს 5 ტონა სურსათით, სასმელი წყლით, აუცილებელი ნივთებითა და წიგნებით, მაგრამ არ გააჩნდათ საათები და კალენდრები. მღვიმეთა მუდმივი ტემპერატურა 4°-ს აღწევდა, 100% ტენიანობით. ზედაპირთან მათ აკავშირებდათ მხოლოდ ტელეფონის მავთული, რომელიც მოქმედებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ზედაპირზე მყოფ დამკვირვებლებს აინტერესებდათ მათი მდგომარეობის შემოწმება. ცდის შედეგად გაირკვა, რომ მღვიმეებში ჩაშვებული ადამიანები თავს კარგად გრძნობდნენ, მაგრამ დაეკარგათ დროის შეგრძნება; ანტუან სენიმ შობის დღესასწაული აღნიშნა 7 იანვარს, ხოლო ჟოზი ლორეზმა 11 იანვარს. ხანდახან სადილს შუაღამისას იმზადებდნენ, დასაძინებლად კი შუადღისას წვებოდნენ. [[1966]] წელს ინგლისის საჰაერო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა დევიდ ლეფერტიმ სომერსეტის ერთ-ერთ მღიმეში გაატარა 127 დღე. მას თან ჰქონდა შეტანილი 200 წიგნი, 1200 სანთელი, შაშხი, ლობიო და ხილის კონსერვები. მღვიმეში ყოფნის პერიოდში მან წაიკითხა ორასივე წიგნი და ეუფლებოდა უცხო ენებს. ლეფერტის აერია დროის აღრიცხვა და როდესაც მას 1 აგვისტოს ჰკითხეს თარიღი, მან 7 ივლისი დაასახელა. ლეფერტის ჯანმრთელობის შემოწმებით გაირკვა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ძირითადად „ნორმალური“ დარჩა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მღვიმე“-დან