დოფინე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 36 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q151999
svg version (GlobalReplace v0.6.5)
 
ხაზი 1:
[[ფაილი:DauphinéDauphine in France (1789).pngsvg|მინი|დოფინე]]
'''დოფინე''' ({{lang-fr|Dauphiné}}) — ისტორიული ოლქი [[საფრანგეთი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უმთავრესად [[ალპები|ალპებსა]] და [[რონა|რონის]] ხეობაში. დოფინეს ტერიტორია ემთხვევა [[იზერი]]ს, [[დრომი]]ს, [[ზემო ალპები]]ს დეპარტამენტს. ჩამოყალიბდა როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული [[ბურგუნდიის სამეფო]]ს დაშლის შემდეგ, [[XI საუკუნე]]ში. მისი ბირთვი იყო [[ვიენუის საგრაფო]], რომელსაც თანდათან სხვა ფეოდალური სამფლობელოებიც შეუერთდა. დ’ალბონის გვარის ვიენუის გრაფებმა მიითვისეს დოფინეს ტიტული და [[XIII საუკუნე]]ში მათ სამფლობელოს დოფინე ეწოდა. [[1349|1349 წელს]] გრაფმა [[უმბერტო II]]-მ დოფინე მიჰყიდა შარლ ვალუას (მოგვიანებით საფრანგეთის მეფე [[შარლ V]]), მაგრამ დოფინე სამეფო დომენს კი არ შეუერთდა, არამედ ტახტის მემკვიდრის აპანაჟად იქცა (ცენტრი [[გრენობლი]]) და [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დამდეგამდე ინარჩუნებდა თავის პრივილეგიებს, იქ იკრიბებოდა პროვინციული შტატები. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] II ნახევრიდან დოფინე რელიგიური ომების ასპარეზად გადაიქცა. [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დამლევსა და [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დამდეგს [[ჰუგენოტები]]ს დევნის გამო დოფინეს მოსახლეობის მეოთხედი ემიგრაციაში წავიდა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დოფინე“-დან