ცხოველთა მიგრაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

77.92.247.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(77.92.247.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
[[ფაილი:Connochaetes taurinus -Wildebeest crossing river -East Africa.jpg|მინი|350px|[[გნუ]]ები კვეთენ მდინარეს ყოველწლიური მიგრაციის დროს.]]
'''ცხოველთა მიგრაცია''' ({{lang-la|migrantis}} — ''ვინც'', ''რაც გადასახლდება'') — [[ცხოველები|ცხოველთა]] გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია საარსებო პირობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული (სეზონური, დღეღამური) ან არარეგულარული ([[გვალვა|გვალვის]], ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა შემთხვევაში). მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ლარვულ სტადიას (ამფიბიებშიასციდიებში, მარჯნებში, ღრუბლებში) ან სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ცხოველთა უმრავლესობაში). რეგულარული მიგრაციები ხორციელდება მეტ-ნაკლებად განსაზღვრული გზით. არარეგულარული მიგრაცია და განსახლება კი ხშირად ქაოსურია, მიგრაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ჰორიზონტალურად (ხმელეთზე და წყალში) და ვერტიკალურად ([[მთა|მთებში]], ნიადაგში, წყლის სიზრქეში, მცენარეულ საფარში, აქტიურად და პასიურად. მიგრაციას შეისწავლიან ცხოველთა ნიშანდების, ფრინველთა დარგოლვის და სხვა გზით. ასეთი შესწავლა აუცილებელია მრავალი სახეობის თევზისა და ნადირ-ფრინველის წარმატებით რეწვისათვის, აგრეთვე მავნებლებთან (მაგ: გადამფრენ კალიასთან, [[მღრღნელები|მღრღნელებთან]]) ბრძოლისათვის.
 
== მიგრაციის სახეები ==