საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[საგარეჯო]]ში. დგას ქალაქის დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. აუგია დავითგარეჯის წინამძღვარს ონოფრე მაჭუტაძეს, რასაც ადასტურებს 1712 წლის გუჯარი: „აღვაშენე თვალზე საყდარი პეტრე-პავლესი და შევამკე პატიოსანი ხატითა შესამოსლებითა და წიგნებითა“.
 
ონოფრე წინამძღვრად დაინიშნა 1690 წელს ამრიგად ეკლესია აგებული უნდა იყოს 1690 წლიდან 1712 წლამდე პერიოდში. ეკლესია დარბაზულია. იგი საკმაოდ მოზრდილი, აზიდული პროპორციებისა. გარეთა კედლების წყობაში გამოყენებულია რიყისა და თლილი ქვა. აღმ. ფასადზე სარკმელი და ჯვარია. ჯვრის მკლავების ბოლოებთან სხვადასხვა სკულპტურული გამოსახულებებია ( კუდებგადანასკვული, ერთმანეთთან ზურგშექცეული გველეშაპი, ლომი, ჩიტები, ყურძნის მტევნები). პორტალის მორთულობაში მხოლოდ ფოთლოვანი მოტივია გამოყენებული, ამავე მოტივის გამოყენებითაა მოხაზული ტიმპანის შიგნით რელიეფური მედალიონების ჩარჩო. შუაში დიდ წრეს-მედალიონს, მის ორივე მხარეს კი თითო მომცრო წრეს ქმნის. სამივე წრეში გამოსახულებაა: შუაში-მაკურთხებელი პერსონაჟია, რომელსაც მარცხენა ხელით, მკერდის წინ, წიგნი უკავია, აქეთ-იქით კი-ანგელოზებია. მარცხენა ფასადზე ანგელოზს მარცხენა ხელში ჯვარი უჭირავს, მარჯვენაში-დაზიანების გამო  გაურკვეველია აღნიშნული საგანი. მარჯვენა ანგელოზსაც თითქოს ჯვარი და სამწერობელი უპყრია. ლენტის ორივე ბოლოში თითო მტევანია გამობმული. პეტრე-პავლეს ეკლესიას ისლამური გავლენაც ეტყობა. რასაც ფასადზე აღმართული ჯვრის „რვიანებიანი“ ჩარჩო გვამცნობს. ეკლესიის ცენტრში ორ დონეზე ადამიანის ორ-ორი სახეა გამოსახული (მზისა და მთვარის სიმბოლო). ამ ორი ადამიანის სახე ქვაშია ამოკაწრული. ეკლესია შემკულია ძველი ქართული წარწერებით. გ. ჩუბინაშვილის აზრით აქ ბერების საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.
 
2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, ეკლესიას მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.