ნიკოლო მაკიაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
 
== მსოფლმხედველობა ==
მაკიაველი იყო თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი. იტალიის უბედურების მიზეზად მისი დაქუცმაცებულობა მიაჩნდა. აღორძინების ეპოქის პოლიტიკოსთა იდეათა ისტორიაში მაკიაველიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პრობლემისადმი საერთო (და არა თეოლოგიური) პოზიციებიდან მიდგომით. კარლ მარქსი მაკიაველს მიაკუთვნებდა იმ პოლიტიკურ მოაზროვნეთა რიცხვს, რომლებიც სახელმწიფოს იხილავდნენ ადამიანური თვალით და მისი ბუნებრივი კანონები გამოყჰავდათგამოჰყავდათ არა თეოლოგიიდან , არამედ გონებიდან და გამოცდილებიდან.
 
მაკიაველის კონცეფციის თანახმად ძლიერ ადამიანს ძალა შესწევს წინ აღუდგეს ბედისწერას, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს დაუპირისპიროს თავისი ენერგია და გამჭრიახობა. თუ მმართველს შესწევს უნარი შეაფასოს მდგომარეობა და სიტუაციის შესაბამისად შეცვალოს პოლიტიკა, მაშინ წარმატება უზრუნველყოფილი იქნება. მაკიაველს საუკეთესო მმართველობის ფორმად რესპუბლიკა მიაჩნდა, მაგრამ იტალიის მდგომარეობიდან გამომდინარე, იტალიისთვის ერთხელისუფლებიანობას ანიჭებდა უპირატესობას. მხოლოდ ძლიერი მონარქის ხელში გახდებოდა შესაძლებელი უცხოელთა უღლისაგან თავისუფალი იტალიური ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. მაკიაველის აზრით სახელმწიფოს განმტკიცებისთვის დასაშვებია ყველა საშუალება–ძალადობა, მკვლელობა, სიცრუე, გამყიდველობა; შემდეგ შეიქმნა ტერმინი [[მაკიაველიზმი]], რომელიც აღნიშნავს მორალის კანონების უარმყოფელ პოლიტიკას.
ხაზი 20:
მაკიაველი თავის „მთავარში“ ქადაგებს, რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] [[ეთიკა|ეთიკის]] მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლბობა [[პოლიტიკა]]ში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო [[მორალი]]. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის [[უსაფრთხოება]] და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება [[ახელმწიფო ინტერესები|სახელმწიფო ინტერესებს]]. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს [[საგარეო პოლიტიკა]]. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა.
 
მაკიაველი მსგავსად [[პლატონი]]სა ფიქრობდა, რომ რომ ორი განსხვავებული პოლუსის-მდიდრებისა და ღარიბების არსებობა, საშიშროებას წარმოადენდა სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. ის ფიქრობდა, რომ საშუალო კლასი იყო საფუძველი სახელმწიფოს ძლიერების. ღარიბი ფენა, რომელიც, რა თქმა უნდა იმ პერიოდის ქვეყნის დიდ ნაწილს შეადგენდა, სწორედ ისინი იყვნენ აჯანყებების მთავარი სულისჩამდგმელები.
ნიკოლო ფიქრობდა, რომ აჯანყებულების მიმართ დამოკიდებულება მთავრის მხრიდან მტკიცე და ძალმომრეობითი უნდა ყოფილიყო. როდესაც მთავარი იბრძვის საკუთარი პოსტის, გავლენების შესანარჩუნებლად და შემდგომ მის განსავითარებლად, ამისთვის არსებობს ორგვარი ბრძოლის მეთოდი. პირველი ესაა ბრძოლა კანონების მეშვეობით, ხოლო მეორე კი ძალის მეშვეობით. ავტორი ამბობს რომ ადამიანში (ამ შემთხვევაში კი მთავარში) გაერთიანებული უნდა იყოს ტირანული სიმძლავრე, სიძლიერე, მრისხანება და ბრძოლის ჟინი. მთავარი უნდა იბრძოდეს, როგორც ლომი, უნდა იყოს შეუბრალებელი და მტკიცე, არ უნდა იყოს მერყევი თავის გადაწყვეტილებებში და ამავე დროს საჭირო დროს, საჭირო ადგილას დიპლომატიასაც უნდა მიმართოს, ანუ მასში უნდა გაიღვიძოს მელას ბუნებამ, რადგან მუდამ ლომი ვერ იმარჯვებს, ყოველთვის გამოჩნდება მოწინააღმდეგე, რომელიც შენზე ძლიერი იქნება პირდაპირი იერიშის დროს.
 
მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც [[ლომი|ლომები]] (ძალა, ძლიერება) ასევე [[მელა|მელიები]] (ცბიერება) არის მაკიაველის [[რეალიზმი]]ს დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის [[ბედი]] მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელმწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.