ატმოსფერული წნევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
62.168.182.247-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''ატმოსფერული წნევა''' — ჰიდროსტატიკური [[წნევა]], რომელსაც ყოველი საგანი განიცდის [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროსაგან]]. ატმოსფერული წნევა ყოველ წერტილში დამოკიდებულია [[ჰაერი]]ს სვეტის წონაზე, რომლის სიმაღლე [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროს]] საზღვრამდე ვრცელდება.
 
ატმოსფერულ წნევას ზომავენ [[ბარომეტრი]]თ, გამოსახავენ [[მილიბარი|მილიბარებით]] (მბ), ნიუტონებით მ<sup>2</sup>–ზე (ნ/მ<sup>2</sup>–ზე) ან [[ვერცხლისწყალი|ვერცხლისწყლის]] სვეტის სიმაღლით (მმ ვწყ. სვ.) [[სიმძიმის ძალა|სიმძიმის ძალის]] [[აჩქარება|აჩქარების]] ნორმალური სიდიდისა (ზღვის დონეზე 45º [[განედი|განედზე]]) და 0&nbsp;°C დროს. ატმოსფერული წნევა გარკვეული კანონით იკლებს სიმაღლესთან ერთად. 5 კმ სიმაღლეზე იგი ზღვის დონეზე არსებული წნევის დაახლოებით ნახევარია. ჰორიზონტალური მიმართულებით ატმოსფერული წნევა ცვალებადია და არათანაბრად ნაწილდება. იტალიელმა მეცნიერმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ პირველმა გაზომა ატმოსფერული წნევა სპეციალური ხელსაწყოს-ვერცხლისწყლიანი ბარომეტრის (ბერძ."ბარომეტრი"-სიმძიმის მზომი) გამოყენებით.
 
ატმოსფეროს ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ ვწყ. სვ. = 1013,25 მბ = 101325 ნ/მ<sup>2</sup>