აიეტი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
ფინიკიელები არ ეპუებოდნენ შავი ზღვის გრიგალებს, თავიანთი გალერებით მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროებს მისდევდნენ და გზადაგზა ქვეყნის მნიშვნელოვან სიმდიდრეს ხელთ იგდებდნენ, ისინი კოლხეთის სანაპიროებისკენ მიეშურებოდნენ, სადაც იზიდავდა ამ ქვეყნის განძი, რომელში სახელგანთქმული ოქროს საწმისი იგულისხმებოდა. კოლხეთში თავიანთ ხომალდებს ტვირთავდნენ ძვირფასი ლითონებით, რომლებსაც კოლხები უხსოვარი დროიდან ამუშავებდნენ. ზღვით ამგვარი გაბედული მოგზაურობის შედეგად ფინიკიელებს თავიანთ ქვეყანაში გაჰქონდათ თინუსი, სარდიონი, პორფირი, ამბრი, ოქრო, ვერცხლი, ტყვია და კალა ბრინჯაოს ნაკეთობებისათვის<ref>იხ. Histoire ancienne des peuples de l'Orient, გვ. 294.</ref>.
 
კოლხეთის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ფინიკიელთა მონათხრობი მეტოქეობას აღუძრავდა ბერძნებს, რომლებმაც საზღაო ფლოტის შექმნისთანავე მოინდომეს, თავად დაპატრონებოდნენ ამ სიმდიდრეებს<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/101625/294725 მიხეილ თამარაშვილი „ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე“]: III. – ფინიკიელთა და ბერძენთა მიერ საქართველოს სიმდიდრეთა გამოყენება. გვერდები: 85, 86.</ref>.|}}
 
აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღჱმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ დამარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში.