კონსტანტინე ბალმონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
კონსტანტინე ბალმონტი [[1913]] წელს მარჯორი უორდროპიესული თარგმანით გაეცნო ვეფხისტყაოსანს და აღტაცებულმა მას „სიყვარულის ცისარტყელა, ცისა და მიწის შემაერთებელი ცეცხლოვანი ხიდი“ უწოდა. ბალმონტმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო და პოემის სამყაროს უკეთ აღსაქმელად სამჯერ ჩამოვიდა თბილისში. პირველი ჩამოსვლისას [[1914]] წელს 13-14 აპრილს ბალმონტმა არტისტული საზოგადოების დარბაზში გამოვიდა მოხსენებით „პოეზია როგორც ჯადოქრობა“ და „ოკეანია“, აქვე წაიკითხა ავსტრალიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებით შთაგონებული საკუთარი ლექსები. მეორედ 1915 წლის ოქტომბერში ეწვია თბილისს და იმავე დარბაზში შესასვლელეი სიტყვის შემდეგ წაიკითხა [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]] პროლოგისა და ცალკეული თავების თარგმანი. მესამედ ჩამოსვლისას, 1917 წლის 16 ივნისში, იგი გამოვიდა ლექციით შოთა რუსთაველის შესახებ. მაღალი შეფასება მისცა ქართველი პოეტის შემოქმედებით გენიას და ღრმა ფილოსოფიურ აზრს, [[შოთა რუსთაველი]] მისი დროის პოეტებზე მაღლა დააყენა. ბალმონტს ეკუთვნის სტატიები: „შოთა რუსთაველი და მსოფლიოს სხვა გენიოსები როგორც მიჯნურობის მომღერალნი“, „წინდა ნინოს ჯეჯილი„ჯეჯილი“, „სალამი კავკასიას„კავკასიას“. [[1915]]-[[1917]] წლებში ბალტონმა გაასრულა ვეფხისტყაოსნის თარგმნა. ეს იყო რუსულ ენაზე პოემის პირველი სრული პოეტური თარგმანი, რომლის მცირე ნაწილი გამოქვეყნდა მოსკოვში, ხოლო მთლიანად [[პარიზი|პარიზში]]. ბალმონტის სათანადო მასალითა და კონსულტაციით ეხმარებოდნენ ნ. მარი, ტ. ტაბატაძე, ა. ყანჩელი, გ. ქართველიშვილი. ბალომონტმა გამოიცნო და შეიყვარა ქართველი ხალხი მისადმი სიყვარული გამოხატა ლექსებში, პირად წერილებში, სტატიებსა და იმ ლექციებში, რომლებითაც მოიარა ქალაქები პეტერგბურგიდან ხარბინამდე. იგი მეგობრობდა „ცისფერყანწელებთან“ ბალმონტის ნაწარმოებების თარგმნიდნენ პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშივილი, გ. ჯაბუშანური, ბ. ახოსპირელი, დუტუ მეგრელი, ლ. ნუცუბიძე, რ. ბეროძე. [[1968]] წელს [[თბილისი|თბილისსა]] და [[ქუთაისი|ქუთაისში]] საზეიმოდ აღინიშნა მისის დაბადების 100 წლისთავი.
 
== ლიტერატურა ==