ჯარი და ერი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჯარი და ერი''' - ყოველკვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირ...
(განსხვავება არ არის)

16:59, 15 ნოემბერი 2019-ის ვერსია

ჯარი და ერი - ყოველკვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 17 ნოემბერს, სულ დაიბეჭდა 4 ნომერი. ჟურნალს რედაქტორობდა ა .ს სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები:ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ანდრია ბენაშვილი,გიორგი კვინიტაძე, ზაქარია ყიფშიძე. პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი, ავქსენტი აბესაძე და სხვები. გამოცემის ფასიშეადგენდა 2 მანეთს. ჟურნალში ძირითადად იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ისტორიული ნარკვევები მაგ: რუსი ოფიცრობა და საქართველო; მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ჩვენს ჯარში;სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს; ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში'; კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა და სხვა.

ლიტერატურა

  • სილაქაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 543.