მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 150:
 
ვერტიკალურ სიღრუვეებს, რომლეთაც ზედა ბოლო დახურული აქვთ, ქვედა კი გახსნილი, ეწოდება გუმბათები ანუ ორღანის მილები. ისინი ქვედა ბოლოებით უერთდებიან მღვიმუ ტალანებს. შახტი ეწოდება გრძელსა და ვიწრო ვერტიკალურ, ზევიდან ღია სიღრუეს, რომლის სიღრმე გაცილებით აღემატება მის დიამეტრს. შახტის რეკორდულ სიღრმედ ითვლება 460 მეტრი, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] მდებარე [[ჰიერსენ-მარტენის უფსკრული]]ს საწყისი სიღღმე. არაბიკას მასივზე მდებარე კრუბერის უფსკრული ზევიდან იწყება 60 მეტრი სიღრმის მქონე შახტით.
 
'''წვრილი (მონოგენური) ფორმები'''' უდაბლესი კატეგორიის ფორმები, შეიძლება განვიხილოთ გენეტური ტიპების მიხედვით.
 
'''კოროზიული ფორმები''' რომლებიც გვხვდება მღვიმეებში, ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
I. ერთგვაროვან ხსნად ქანებში განვითარებული ფორმები;
II. მრავალფეროვნად, მეტად ან ნაკლებად ხსნად ქანებში განვითარებული ფორმები.
 
კირქვული მღვიმეების ჭერში, კედლებზე და ფსკერის იმ ნაწილებში, რომლებიც არ განიცდიან მდინარე წყლების მექანიკურ ზემოქმედებას და არც ნაფენით დაფარვას, გვხვდება პირველი ტიპის ფორმები. ასეთებია: ჭერში განვითარებული ზარისებური ღრმულები „პაპის ტიარები“, რომლებიც ნაპოვნია ბელგიის არდენის მთიანეთის და [[კანტაბრიის მთები]]ს მღვიმეებში. ეგრედ წოდებული „ღრუბლისებრი ზედაპირები“ [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]] მდებარე ოგოფ-ფინონ-ფუს მღვიმის ჭერში. ორივე შემთხვევაში კოროზიას წნევიანი წყალი იწვევდა, რომლითაც გამოვსებული იყო ტალანის მთელი კვეთი.
 
ნგრეულ ქანებში (კონგლომერატებში, ქვიშაქვებში) კოროზიის მოქმედება სხვადასხვაგვარ მორფოლოგიურ გამოვლინებას ჰპოვებს. მღვიმის კედლებიდან გამონაჟონი და გარედან შესული ჰაერის კონდენსაციით გაჩენილი წყლები, მოქმედებენ რა, შერჩევით ნაირგვარი შედგენილობის კონგლომრატულსა და ქვიშაქვურ შრეებზე, ახორციელებენ შედარებით ნაკლებად ხსნადი ქანების შრეთა პრეპირებას (სკულპტირებას) კარნიზების სახით რომელთა შორისაც უფრო ხსნადი შრეები თაროებს და უჯრებს აჩენენ.
 
'''ეროზიული ფორმები''' მღვიმეებში წარმოდგენილია პატარა კანიონებით, რომელთა სიღრმე ცვალებადობს 1-10 მეტრის ფარგლებში და ზოგან მეტიცაა. ასეთი ფორმები განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული კლასტოკარსტულ მღვიმეებში. მღვიმეებში გვხვდება აგრეთვე აკუმულაციური ტერასები. მღვიმეებში, მიწისქვეშა მდინარეთ კალაპოტებში გვხვდება ჩანჩქერ-ჭორომებიან უბნებში მბრუნავი ქვების მიერ ამობურღილი ორმოები - ევორზიული ფორმები. საქართველოში ასეთი „ბურღილი-ორმოები“ ნაპოვნია მოთენას და ტობის მღვიმეებში, მათი სიღრმე ცვალებადობს 0.5-2 მეტრის ფარგლებში.
 
===ჰიდროქიმიური აკუმულაციის ფორმები===
მღვიმეებში მრავალნაირია და მიწისქვეშა სამყაროს მშვენებას წარმოადგენს.
'''სტალაქტიტი''' მღვიმის ჭერიდან ან კედლის შვერილიდან ჩამოკიდებულ კალციტის მოგრძო სხეულს. არსებობს სტალაქტიტის მთელი რიგი ნაირსახეობანი - მაკარონისებური, ჩურჩხელისებური, ბურთისებური, ბოლქვისებური და სხვა, ზოგიერთ შემთხვევაში სტალაქტიტი გადაიხრება ჰორიზონტალურად და ქმნის უცნაური ფორმის ჰელექტიტებს. სტალაქტიტების უმრავლესობას განივკვეთი წრიული აქვს.
 
მთელ რიგ მღვიმეებში გამოვლენილია ეგრედ წოდებული „მუსიკალური სტალაქტიტები“ - სხვადასხვა ზომისა და სტრუქტურის სტალაქტიტთა ჯგუფები, რომლებზეც რაიმე საგნის დარტყმისას განსხვავებულ ბგერებს გამოცემს. ამგვარი „ბუნებრივი ორღანები“ ნაპოვნია მღვიმე ჯენოლენში ([[ავსტრალია]]), მამონტის ([[აშშ]]) და სვა. ამერიკელმა ინჟინერმა [[ელანდ სპრინკელი|ელანდ სპრინკელმა]] სტალაქტიტებისგან შექმნა ნამდვილი მუსიკალური ინსტრუმენტი „სტალაქტიტური ორღანი“, რომელზეც ყოველგვარი მელოდიის დაკვრა შეიძლება. '''ფერადი სტალაქტიტი''' - ნაირფეროვანი სტალაქტიტები დაფიქსირებულია კატერლოხის ([[ავსტრია]]) და ანაკოფის მღვიმეებში. სტალაქტიტების შეფერილობა ნაწილობრივ დამოკიდებულია მათ ხნოვანებაზე, ამიტომ [[ჰერმან ჰოფერი]]ს მიერ შემოთავაზებულია ფერის მიხედვით სტალაქტიტების ასაკის განსაზღვრის მეთოდი.
 
'''სტალაგმიტი''' - მღვიმის ფსკერიდან ამართული კალციტის მოგრძო ცილინდრულ ან თითქმის კონუსურ სხეულს, რომელიც ჭერიდან ჩამოცვენილი წვეთების მიერ დალექილი ნივთიერების კონცენტრული გარსებისგან შედგება. სტალაგმიტების სიდიდე სტალაქტიტებისაზე დიდია. ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც სტალაგმიტი მღვიმის ფსკერზეა დაყრდნობილი, ხოლო სტალაქტიტი ადვილად შეიძლება, თავისი სიმძიმის გავლენით მოწყდეს ჭერს.
 
სტალაგმიტების თავისებურ სახესხვაობას წარმოადგენენ კეგლისებური სტალაგმიტები, რომლებსაც თავი ოდნავ გამსხვილებული აქვთ. სტალაგმიტების დიამეტრი ცვალებადობს რამდენიმა სანტიმეტრიდან 5 მეტრამდე, სიმაღლე კი შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღწევდეს 10-20-30 მეტრს. ვაინდოტის მღვიმის (ფლინტის ქედთა სისტემა) ერთ-ერთ სტალაგმიტს 13.7 მეტრის სიმაღლე და 21.6 მეტრის გარშემოწერილობა აქვს.
 
სვეტი - ანუ სტალაგნატი ეწოდება მღვიმის ჭერისა და ფსკერის შემაერთებელ კალციტურ მოგრძო სხეულს, რომელიც სამნაირად შეიძლება გაჩნდეს:
1. სტალაქტიტისა და მის ქვეშ მყოფი სტალაგმიტის შეზრდით;
2. სტალაქტიტის იატაკამდე ჩამოზრდით;
3. სტალაგმიტის ჭერამდე აზრდით;
სვეტები, ისევე როგორც სტალაგმიები, ხშირად მნიშვნელოვან სიდიდეს აღწერენ. აბრსკილის მღვიმის „ფარდებიანი დარბაზის“ დიდ სვეტს 3 მეტრი დიამეტრი აქვს და მორთულია სამ წყებად განლაგებული „პარაზიტული“ სტალაქტიტებით. უნდა აღინიშნოს, რომ ზედაპირის გამართულებები ასეთი ფორმებით დამახასიათებელია სვეტებისათვის.
 
იმ შემთხვევაში, როდესაც სტალაქტიტები მჭიდრო მწკრივად იზრდება ნაპრალის გასწვრივ, წარმოიქმნება სტალაქტიტური ფარდები. კედელზე მოზრდილი სტალაქტიტები ქმნიან ეგრედ წოდებულ ნეკნებს, ფირფიტებს და ასე შემდეგ. ზოგჯერ მღვიმის ჭერიდან ჩამონაწვეთი, კიროვანი ხსნარით გაჯერებული წყალი სტალაქტიტებსა და სტალაგმიტების წარმოქმნის მაგივრად, გუბდება იატაკზე და დროთა განმავლობაში წყალი თავის მიერვე გამოლექილი კალციტის ჩარჩოში ან ბორდიურში ექცევა. ამგვარ გუბეებში ხშირად ჩნდება კალციტური ოოლითები, პიზოლითები და კონკრეციები - წვრილი მრგვალი ან მოგრძო კენჭები, რომლებიც „მღვიმური მარგალიტის“ სახელითაა ცნობილი. კენჭების დიამეტრი ცვალებადობს 5-8 მილიმეტრიდან 2-3 სანტიიმეტრამდე. ოოლითბს, პიზოლითებსა და კონკრეციებს ახასიათებს კონცენტრული აღნაგობა. ისინი ჩნდება რაიმე ბირთვის (ქანის ნამცეცის, მწერის გვამის) ირგვლივ კრისტალიზაციის შედეგად. ამორფული კალციტის ანუ ტრავერტინის დანაგროვები კარსტულ (კირქვულ) მღვიმეებში ხშირი მოვლენაა.
 
'''გრავიტაციული აკუმულაციის ფორმები''' მღვიმეებში ხშირად გვხვდება და წარმოდგენილია სამი ძირითადი სახეობებით:
 
1) სხვადასხვა მოყვანილობის მთლიანი გროვები;
2) ლოდთა მწკრივები;
3) გაჭედილი ლოდები;
 
ლოდთა გროვები დაკავშირებულია მღვიმურ დარბაზებთან ან შესასვლელებთან. ძველ ჩამონანგრევთა ლოდებზე, ზოგჯერ უკვე ნაწვეთი ქერქი და სტალაგმიტებია განვითარებული, ზოგ შემთხვევაში ლოდთა გროვების სიდიდე მნიშვნელოვანია. ლოდთა მწკრივები იქმნება მღვიმური ტალანების ჭერის ნგრევის შედეგად. გაჭედილი ლოდები გვხვდება როგორც ვერტიკალურ უფსკრულებში, ისევე სუბჰორიზონტალურ მღვიმეებშიც. '''ჰიდრომექანიკური აკუმულაცია, შთენილი პროდუქტების აკუმულაცია და ანთროპოგენური აკუმულაცია''', მიისწრაფვიან რა მღვიმის ამოვსებისკენ, ქმნიან და თანდათან ამაღლებენ მღვიმეთა ბრტყელ, ფხვიერ ფსკერს. ტბაში დაგროვებული თიხების ზედაპირის დანაწევრების შემდეგ წარმოიშვება ტერასები და მაგიდისებური მაღლობები. ტერსების რიცხვი შეიძლება 2-4 მდე აღწებდეს. მაგიდისებური მაღლობი მის კიდეებში გამოკვეთილი ტერასებით ძლიერ კარგად იყო გამოსახული აბრსკილის მღვიმის „მეანდრის დარბაზში“, მაგრამ მისი ნაკვეთები დამახინჯდა სტიქიური ექსკურსიების შედეგად.
 
==მღვიმეთა განვითარება==
მღვიმეები, როგორც საერთოდ რელიეფის ფორმები, გარკვეული კანონზომიერებების მიხედვით ჩნდებიან, ვითარდებიან და ისპობიან. გეოლოგიურ ასპექტში, მღვიმეების განვითარება ციკლური პროცესია. შეიძლება გავარჩიოთ კარსტული მღვიმეების ციკლური ცვალებადობის სამი სახეობა: მცირე, საშუალო და დიდი ციკლები. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხანგრძლივობითა და სივრცობრივი მასშტაბებით ისე, რომ დიდი ციკლი მოიცავს საშუალო ციკლთა ჯგუფს, ხოლო საშუალო ციკლი თავის მხრივ შედგენილია მცირე ციკლებით.
 
სპელეომორფოგენეტული მცირე ციკლი მოიცავს ცალკეული მღვიმის არსებობის პერიოდს ჩასახვიდან სიკვდილამდე. იგი შედგება მთელი რიგი სტადიებისგან, რომლებიც კანონზომიერად მორიგეობენ მღვიმის არსებობის მანძილზე.
 
მღვიმის განვითარების სტადიების გამოყოფის პირველი ცდა ეკუთვნის თანამედროვე გეომორფოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ამერიკელ გეოგრაფს უ. მ. დევისს, მან გამოყო კარსტული მღვიმეების განვითარების ფრეატული და ვადოზური „ეპოქები“ ფრეატული ეწოდება მღვიმის არსებობის იმ საწყის ნახევარს, როდესაც მღვიმე დედამიწის ზედაპირზე არ იხსნება და მთლიანად გამოვსებულია მაღალი წნევის ქვეშ მყოფი წყლით. ვადოზურ ეპოქაში მღვიმეს აქვს თავისუფალი გასასვლელი და მოლოდ ნაწილობრივადაა დაკავებული ნორმალური ატმოსფერული წნევის ქვეშ მყოფი გამდინარე წყლით.
 
ცნობილმა რუსმა კარსტოლოგმა გ. ა. მაქსიმოვიჩმა წამოაყენა მღვიმეების განვითარების ახალი, უფრო დეტალური თეორია, რომელშიც განასხვავებს 6 სტადიას: ნაპრალურს, ხვრელურს, არხულს. აღნიშნულ სქემაში დარღვეულია სტადიების გამოყოფის პრინციპის ერთგვაროვნება: პირველი ოთხი სტადია ასახავს სიღრუვის მორფოლოგიურ-ჰიდროლოგიურ განვითარებას, ხოლო ორი უკანასკნელ პროცესებს.
 
ლ. მარუაშვილი გამოყოფს მღვიმის განვითარების შემდეგ სტადიებს:
1. '''ნაპრალური სტადია''' - მღვიმის განვითარების საწყისი სტადია. კარსტული წყლების ჰორიზონტალური ცირკულაციის ზონის ქვევით დიდ სიღრმეში მაღალწნევიანი წყალი მთლიანად ავსებს ვიწრო სტრუქტურულ ნაპრალებს, ძლიერ ნელა მოძრაობს მათ გასწვრივ და აფართოებს ქიმიური ზემოქმედებით. ნაპრალურ სტადიაში მყოფი მღვიმეები უშალოდ დაკვირვებისათვის მიუწვდომელია. მათი გამოვლენა შეიძლება მოლოდ ჭაბურღილების საშუალებით, რომლებშიც კირქვების გავლისას ნახულობენ მტკნარი წყლის ძარღვებს.
 
2. '''ხვრელური სტადია''' - ნაპრალურს მოჰყვება. ამ დროს ნაპრალები კოროზიული პროცესებით უკვე საკმაოდ გაგანიერებულია. ხვრელებში წყალი მეტი რაოდენობით იყრის თავს და უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ამას ნაპრალების გაუფართოებელ ქსელში ჰქონდა ადგილი. ამასთან ერთად, წყლის მასის ძირითადი ნაწილი მიჰყვება დრენაჟის გარკვეულ მიმართულებებს, მომავალ მღვიმურ ტალანებს, სადაც ნაპრალების კოროზიული გადართოება განსაკუთრებით ინტენსიური გამოდგა. ამ სტადიაშიც, ისევე როგორც პირველში, მღვიმე დიდ სიღრმეშია მოქცეული და მოკლებულია თავისუფალ გასასვლელებს. ხვრელები წყლით მთლიანადაა გამოვსებული, მათი ორიენტაცია განივკვეთში ემთხვევა წამომშობი ნაპრალების ორიენტაციას.
 
3. '''არხული სტადია''' - რომელიც ხვრელურ სტადიას მოსდევს, ხასიათდება უკვე მნიშვნელოვნად გაფართოებული წყალსადინარი სიღრუვეებით, რომლებსაც განივკვეთი ელიფსური ან უწესო ფორმის აქვთ. ისინი, კვლავ, მთლიანად გამოვსებულია ნორმალურზე მაღალწნევიანი წყლით, რომელიც კიდევ უფრო მეტი სიჩქარით გაედინება განტვირთვის ზონებისკენ. წყლის განტვირთვა ხდება ზღვაში, მდინარეთა კალაპოტქვეშა კარსტულ სიღრუვეებში ან ხეობის ფსკერის ამგებელ ფხვიერ მასალაში.
ზემოთ დასახელებული სამი სტადია შეესაბამება უ. მ. დევისის „ფრეატულ“ ეპოქას. ერთადერთი პროცესი, რომელიც სამივე სტადიის განმავლობაში ქმნის მომავალი მღვიმის სიღრუვეებს, არის წყლის ქიმიური ზემოქმედება ქანზე - კოროზია. ეროზიული ნგრევა, ჰიდროქიმიური აკუმულაცია ამ სტადიებში უმნიშვნელოდ გამოვლინდება. აღნიშნული სამი სტადიის განმავლობაში მღვიმე უხილავი რჩება და შეიძლება გამოვლინებული იქნას მხოლოდ ჭაბურღილების და გაოფიზიკური დაკვირვებებით.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მღვიმე“-დან