აიეტი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ძე მზისა. იგი მეფეა კოლხთა და [[მეოტები|მეოტებისა]] (მეოტიის ზღვა – [[აზოვის ზღვა]]) ცოლად ჰყავს თავის ძმის [[პერსე|პერსეს]] ასული ქალ-ღმერთი [[ჰეკატე|ჱეკატა]]. მისი ვაჟებია ეგიალაჲ და აბსირტი და ასულნი [[ქალკიოპე]] და [[მედეა (კოლხი)|მედეა]]. მისს ოქროს დარბაზში არის სხივოსანი ისრები ფეხმარდ მზისა. იგი კაცის მკვლელია, ჰხოცავს ყველა უცხოელს და ძლიერია ისე, რომ შეედრება მეომრობის ღმერთს არიას. [[აია (მითოლოგია)|აიას]] გარდა აქვს ქალაქები [[ქუთაისი]] და სიბარის, საცა იყო შვენიერი სასახლეები. ვინც მის წინა ეზოში შედიოდა, ჰკვირობდა, როდესაც ჰხედავდა კედლებს, განიერ კარებს და სვეტებს. სახლის ზემო ნაწილს ამშვენებდა ბრინჯაოს ხვეულები. შესავალ კარებთან მაღლა ეხვეოდა ვაზის ბარდანი. მის ჩრდილოში იყო 4 აუზი: ერთისგან რძე გამოსჩქეფდა, მეორისგან – ღვინო, მესამისგან – სურნელოვანი ზეთი და მეოთხისგან წყალი, რომელიც ზამთარს თბილი იყო და ზაფხულს ცივი, ვით ყინვა. ამ „საღმრთო“ საგნებს გარდა მეფეს ჰყვანდა კიდევ ხარები, სპილენძის რქიანი და სპილენძის პირიანი, რომელთაგან ცეცხლი გამოდიოდა, აგრეთვე ფოლადის ნაჭრისაგან გაკეთებული გუთანი. აჲეთისი ტანზე იცვამდა მაგარ ჯავშანს, თავზე იხურავდა ოქროს ჩაფხუტს, რომელიც ბრწყინავდა ოკეანედამ ამომავალ მზის გულივით. ხელში იღებდა მრგვალ ფარს, მრავალ ტყავებისაგან გაკეთებულს, და ისეთს დიდს ლახვარს, რომ ჰერკულესს გარდა სხვა გმირს მისი ტარება არ ძალუძდა. გარე გამოდიოდა ოქროს ეტლით, რომელშიაც ება მშვენიერი და სწრაფი, როგორც ქარი, რაშები. ესენი მისთვის მიეცა მზე ღმერთს. ჩაჯდებოდა-რა ეტლში, მარჯვენა ხელზე იკეთებდა მრგვალს ფარს და მარცხენა ხელში იჭერდა ბუმბერაზ ლამპარს. მის გვერდით ურჭობდნენ მეტად დიდ ლახვარს. ეტლს მართავდა აბსირტი. ბოლოს იგი მოკლა მელეაგრმა. სტრაბონი იუწყება: „ქალაქ აიას ახლაც უჩვენებენ ფაზის მდინარეზეო და ყველას სჯერა, რომ აჲეთისი მეფობდა კოლხეთშიო, საცა მისი სახელი დღესაც იხმარებაო“. მართლაც, [[აიეტი (ორატორი)|აჲეთისი]] ერქვა [[გუბაზ II|გუბაზის]] თანამედროვე ქართველს ([[ძვ. წ. 554|554 წ. ქრ. შ.]])<ref>[http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5098 მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“]: ბ. ღმერთ-კაცნი. ტომი I, გვერდები: 93, 94.</ref>.
 
{{ციტირება|ვერაფერს ვიტყვით აზიაში ეგვიპტის მეფის, სეზოსტრისის ლაშქრობაზე, რომელსაც, ბერძენ ისტორიკოსთა მიხედვით<ref>'''Hērodote,''' წიგნი II, თავი 103-105.</ref>, [[ძველი კოლხეთი|კოლხეთში]] მრავალი ეგვიპტელი უნდა დაეტოვებინა. ვიცით მხოლოდ, რომ სეზოსტრისმა აზია გაიარა და კავკასიაში შევიდა, მაგრამ გაურკვეველია მისი ლაშქრობის მიზანი და მიმდინარეობა. საუკუნეებმა, რომლებიც ამ ფარაონს გვაშორებს, ყველა ისტორიული ძეგლი აღგავა პირისაგან მიწისა. უდავო და უეჭველია მხოლოდ ის, რომ კოლხეთის მოსახლეობა ქართული წარმოშობისა იყო, ისევე როგორც დღევანდელი სამეგრელოსი.
{{ციტირება|'''III. – [[ფინიკიელები|ფინიკიელთა]] და [[ბერძნები|ბერძენთა]] მიერ საქართველოს სიმდიდრეთა გამოყენება'''
 
ვერაფერს ვიტყვით აზიაში ეგვიპტის მეფის, სეზოსტრისის ლაშქრობაზე, რომელსაც, ბერძენ ისტორიკოსთა მიხედვით<ref>'''Hērodote,''' წიგნი II, თავი 103-105.</ref>, [[ძველი კოლხეთი|კოლხეთში]] მრავალი ეგვიპტელი უნდა დაეტოვებინა. ვიცით მხოლოდ, რომ სეზოსტრისმა აზია გაიარა და კავკასიაში შევიდა, მაგრამ გაურკვეველია მისი ლაშქრობის მიზანი და მიმდინარეობა. საუკუნეებმა, რომლებიც ამ ფარაონს გვაშორებს, ყველა ისტორიული ძეგლი აღგავა პირისაგან მიწისა. უდავო და უეჭველია მხოლოდ ის, რომ კოლხეთის მოსახლეობა ქართული წარმოშობისა იყო, ისევე როგორც დღევანდელი სამეგრელოსი.
 
კოლხეთი ხშირად ეყოფოდა საქართველოს სამეფოს. მას საკუთარი მეფეებიც ჰყავდა, მაგალითად, ჰეტიუსი, რომელიც არგონავტთა ლაშქრობამდე მეფობდა აქ, და მისი ძე რეტა I, ვინც არგონავტები მიიღო ([[ძვ. წ. 1292|1292 ძვ. წ.]]).
Line 14 ⟶ 12:
ფინიკიელები არ ეპუებოდნენ შავი ზღვის გრიგალებს, თავიანთი გალერებით მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროებს მისდევდნენ და გზადაგზა ქვეყნის მნიშვნელოვან სიმდიდრეს ხელთ იგდებდნენ, ისინი კოლხეთის სანაპიროებისკენ მიეშურებოდნენ, სადაც იზიდავდა ამ ქვეყნის განძი, რომელში სახელგანთქმული ოქროს საწმისი იგულისხმებოდა. კოლხეთში თავიანთ ხომალდებს ტვირთავდნენ ძვირფასი ლითონებით, რომლებსაც კოლხები უხსოვარი დროიდან ამუშავებდნენ. ზღვით ამგვარი გაბედული მოგზაურობის შედეგად ფინიკიელებს თავიანთ ქვეყანაში გაჰქონდათ თინუსი, სარდიონი, პორფირი, ამბრი, ოქრო, ვერცხლი, ტყვია და კალა ბრინჯაოს ნაკეთობებისათვის<ref>იხ. Histoire ancienne des peuples de l'Orient, გვ. 294.</ref>.
 
კოლხეთის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ფინიკიელთა მონათხრობი მეტოქეობას აღუძრავდა ბერძნებს, რომლებმაც საზღაო ფლოტის შექმნისთანავე მოინდომეს, თავად დაპატრონებოდნენ ამ სიმდიდრეებს<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/101625/ მიხეილ თამარაშვილი „ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე“],: გვერდიIII. – ფინიკიელთა და ბერძენთა მიერ საქართველოს სიმდიდრეთა გამოყენება. გვერდები: 85, 86.</ref>.|}}
 
აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღჱმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ დამარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში.