აიეტი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
ძე მზისა. იგი მეფეა კოლხთა და [[მეოტები|მეოტებისა]] (მეოტიის ზღვა – [[აზოვის ზღვა]]) ცოლად ჰყავს თავის ძმის [[პერსე|პერსეს]] ასული ქალ-ღმერთი [[ჰეკატე|ჱეკატა]]. მისი ვაჟებია ეგიალაჲ და აბსირტი და ასულნი [[ქალკიოპე]] და [[მედეა (კოლხი)|მედეა]]. მისს ოქროს დარბაზში არის სხივოსანი ისრები ფეხმარდ მზისა. იგი კაცის მკვლელია, ჰხოცავს ყველა უცხოელს და ძლიერია ისე, რომ შეედრება მეომრობის ღმერთს არიას. [[აია (მითოლოგია)|აიას]] გარდა აქვს ქალაქები [[ქუთაისი]] და სიბარის, საცა იყო შვენიერი სასახლეები. ვინც მის წინა ეზოში შედიოდა, ჰკვირობდა, როდესაც ჰხედავდა კედლებს, განიერ კარებს და სვეტებს. სახლის ზემო ნაწილს ამშვენებდა ბრინჯაოს ხვეულები. შესავალ კარებთან მაღლა ეხვეოდა ვაზის ბარდანი. მის ჩრდილოში იყო 4 აუზი: ერთისგან რძე გამოსჩქეფდა, მეორისგან – ღვინო, მესამისგან – სურნელოვანი ზეთი და მეოთხისგან წყალი, რომელიც ზამთარს თბილი იყო და ზაფხულს ცივი, ვით ყინვა. ამ „საღმრთო“ საგნებს გარდა მეფეს ჰყვანდა კიდევ ხარები, სპილენძის რქიანი და სპილენძის პირიანი, რომელთაგან ცეცხლი გამოდიოდა, აგრეთვე ფოლადის ნაჭრისაგან გაკეთებული გუთანი. აჲეთისი ტანზე იცვამდა მაგარ ჯავშანს, თავზე იხურავდა ოქროს ჩაფხუტს, რომელიც ბრწყინავდა ოკეანედამ ამომავალ მზის გულივით. ხელში იღებდა მრგვალ ფარს, მრავალ ტყავებისაგან გაკეთებულს, და ისეთს დიდს ლახვარს, რომ ჰერკულესს გარდა სხვა გმირს მისი ტარება არ ძალუძდა. გარე გამოდიოდა ოქროს ეტლით, რომელშიაც ება მშვენიერი და სწრაფი, როგორც ქარი, რაშები. ესენი მისთვის მიეცა მზე ღმერთს. ჩაჯდებოდა-რა ეტლში, მარჯვენა ხელზე იკეთებდა მრგვალს ფარს და მარცხენა ხელში იჭერდა ბუმბერაზ ლამპარს. მის გვერდით ურჭობდნენ მეტად დიდ ლახვარს. ეტლს მართავდა აბსირტი. ბოლოს იგი მოკლა მელეაგრმა. სტრაბონი იუწყება: „ქალაქ აიას ახლაც უჩვენებენ ფაზის მდინარეზეო და ყველას სჯერა, რომ აჲეთისი მეფობდა კოლხეთშიო, საცა მისი სახელი დღესაც იხმარებაო“. მართლაც, [[აიეტი (ორატორი)|აჲეთისი]] ერქვა [[გუბაზ II|გუბაზის]] თანამედროვე ქართველს ([[ძვ. წ. 554|554 წ. ქრ. შ.]])<ref>[http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5098 მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“]: ბ. ღმერთ-კაცნი. ტომი I, გვერდები: 93, 94.</ref>.
 
 
{{ციტირება|'''III. – [[ფინიკიელები|ფინიკიელთა]] და [[ბერძნები|ბერძენთა]] მიერ საქართველოს სიმდიდრეთა გამოყენება'''
Line 30 ⟶ 29:
მიუხედავად იმისა, რომ აიეტს გააჩნია მრავალი, ზებუნებრივი თვისება, შესაძლებელია იგი მაინც იყოს რეალური, ისტორიული პიროვნება, რომელსაც დროთა მსვლელობაში დიდი სიძლიერის, სიმკაცრისა და გავლენიანობის გამო ახალ-ახალი თვისებები და ეპითეტები მოარგეს, ნახევარ ღმერთად აღიარეს და მითოლოგიის ლამაზი სამოსით შემოსეს.
 
== წყარო ==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
==ლიტერატურა==
* [[აპოლონიოს როდოსელი]]. ''არგონავტიკა'', 3. 240-4. 131.
* [[აპოლოდორუსი]]. ''ბიბლიოთეკა'', 1. 9. 23.
Line 41 ⟶ 35:
* [[სტრაბონი]]. ''გეოგრაფიკა'', 1,45.
 
==სქოლიო==
==იხილეთ აგრეთვე==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:კოლხეთის მითური მეფეები]]