ერედვის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
 
==ისტორია==
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტიფლისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917-24 წლებში-გორის მაზრაში, 1924-91 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ცხინვალის რაიონში, 1991-93 წლებში გორის რაიონში, 1993 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი ერთეულია. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ერედვი.<ref>[http://mreg.reestri.gov.ge/ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ერედვის მუნიციპალიტეტი]</ref>
 
საქართველოს პრეზიდენტის [[მიხეილ სააკაშვილი|მ. სააკაშვილის]] 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად<ref>[https://matsne.gov.ge/document/view/27802?publication=0 საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ]</ref>. სსიპ „ერედვის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 228542413) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 18 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 25 იანვარი<ref>[http://mreg.reestri.gov.ge/ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ერედვის მუნიციპალიტეტი]</ref>.
 
2008 წლის აგვისტოში [[რუსეთი]]ს შეარაღებული ძალების მიერ მთლიანად იქნა ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია და საკუთარ სამშობლოში 8334 კაცი აღმოჩნდა დევნილობაში, მოსახლეობა ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 22 დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოები განთავსებულია თბილისში.