ვერსალის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.124.73-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
→‎არქიტექტურა: გრამატიკულად და ასევე ზოგიერთი სიტყვა არასწორად იყო დაწერილი
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 34:
შენობა გადაწყვეტილია [[გოტიკური არქიტექტურა|გოტიკურ]], გვიან [[რენესანსი|რენესანსულსა]] და [[ბაროკო|ბაროკოს]] სტილში, ის ერთგვარი ნაზავია „მკაცრად ნორმატიული“ ფრანგული კლასიციზმისა და ევროპული აბსოლუტიზმისა. მთლიანი კომპლექსის კლასიკური იერსახე, ნასესხები ძველი [[საბერძნეთი|საბერძნეთისა]] და [[რომის იმპერია|რომის]] არქიტექტურისაგან - [[ფრონტონი|ფრონტონიანი]] გადახურვით, მოკაზმული სვეტებითა და ორდერებით, ადრეულ ანტიკურ ნაგებობებში გამოიყენებოდა.
 
მთავარი სასახლის ინტერიერი ისტორიულ ფაქტთა ერთგვარი მატიანეა. მისი მთავარი ღირსება დიდი (ე.წ. სარკეთა დარბაზი)[[ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებები|ნიმვეგენის ხელშეკრულების]] დადებიდან (1678-79 წწ.) მცირე ხანში აშენდა, როცა საფრანგეთმა ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ამ დარბაზს ლუი XVI-ის ყველაზე ღირსშესანიშნავ ძღვნადძღვენად მიიჩნევენ. ჩვიდმეტი მოსარკული თაღი ამდენივე სარკმლიდან შემოსულ სინათლეს ირეკლავს. სარკეები კი სულ 357-ია. ორივე კედელთან მწობრადმწყობრად ჩალაგდა ქანდაკებები და ფერწერული ტილოები. 30-მდე ეპიკური ტილო მოგვითხრობს დიდებაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება ესწრაფვოდა მეფე-მზე. დარბაზს სიდიადეს ჰმატებს ცნობილი „სარკის კედელი“, რომელიც არეკლილ მზის შუქს მთლიანად ჰფენს ოთახს, გარდა ფანჯრებს ზემოთ მდებარე ნაწილისა. ამბიციური მონარქის ბრძანებით, საფრანგეთის მთავრობის პრივილეგიათა სადემონსტრაციოდ, ლებრენმა ჭერი გრანდიოზული კომპოზიციით შეამკო. აქ მეფე რომაელი იმპერატორის სახითაა წარმოდგენილი, მოპაექრე ძალაზე გამარჯვებული. გამოსახულება შექმნილია სტუკოს, ანუ ხელოვნური მარმარილოს ტექნიკით. მისი იმიტაციისას, ბათქაშის გამოუწვავი თიხის ელფერს, გაპრიალებული თაბაშირის სილბო და ელვარება ემატება. სარკეებიანი დარბაზი არაერთი ისტორიული მოვლენის მოწმეა. 1778 წელს აქ დაიდო ფრანგულ-ამერიკული კავშირი აშშ-ს დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში, აქ აკურთხეს 1871 წელს [[პრუსია|პრუსიის]] [[კაიზერი]] [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერატორი)|ვილჰელმი]] გერმანიის იმპერატორად, 1919 წელს კი [[ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)|ვერსალის საზავო ხელშეკრულება]] გაფორმდა.
 
სარკეთა დარბაზს არც მთავარი სამლოცველო (აგებულია 1699-1710 წლებში) ჩამოუვარდება სიდიადით თუ მშენებლობის ხარისხით, ისევე როგორც დანარჩენი აპარტამენტები. სამეფო აპოლონის სახელობის პალატაში იდგა, თუმცა მეფეს პატივს სამლოცველოში მიაგებდნენ და მონარქის ძალაუფლებაც განსაკუთრებით სამლოცველოს დეკორშია გამოხატული. ფერწერა და სკულპტურა სავსებით შეესაბამებოდა სამეფოს თეოლოგიურ და პოლიტიკურ კონცეფციებს. ის ადსტურებდაადასტურებდა, რომ მონარქის ძალაუფლება და მოვალეობები თავად უზენაესი ხელისუფლის - ღმერთის მიერ იყო მონიჭებული.
 
მომდევნო სამშენებლო კამპანია [[ლუი XV|ლუი XV ბურბონს]] უკავშირდება. მეფის მთავარმა არქიტექტორმა, ანჟ-ჟაკ გაბრიელმა ვერსალის კომპლექსს მრავალი კონსტრუქცია შესძინა. როგორც დეკორატიული დამატებები, ასევე პოპულარული ღირსშესანიშნაობები: ჰეკულესის სალონი, ოპერის სახლი და ე.წ. მცირე ტრიანონი (მადამ პომპადურისათვის აგებული სასახლე). ოპერის აგებამდე კი სასახლეში „მოძრავ თეატრებს“ აწყობდნენ. ეკონომიური მოსაზრებებით, ოპერა ხისაგან აიგო და მარმარილოს მსგავსად მოპირკეთდა. მოძრავი სცენა იმ დროისათვის უახლესი მექანიზმებით აღიჭურვა. ოპერის შენობა ტრაგედია „პერსევსით“ გაიხსნა, რომელიც საფრანგეთის დოფინის - მომავალი [[ლუი XVI|ლუი XVI-ისა]] და მარია ანტუანეტას ქორწინების პატივსაცემად გაიმართა.
 
900 ჰექტარზე გაშლილი ვერსალის ბაღი ყველაზე დიდებულია მთელ ევროპაში. იგი XVII საუკუნეში ანდრე ლენოტრმა შექმნა. მან ფრანგულ ბაღთა სიმეტრიული სისტემა ინგლისურ ყაიდაზე მოაწყო და სასახლის შესაბამისად მორთო. ლენოტრმა მრავალრიცხოვანი მუშახელის დახმარებით ამოაშრო ვერსალის ჭაობიანი, ოღროჩოღრო ტერიტორია და შექმნა აუზთა სერია, რომელიც ცნობილია, როგორც დიდი არხი. 23 ჰექტარზე გადაჭიმულიგადაჭიმულ არხს მილსადენების გრანდიოზული სისტემა ემსახურება, 50 შადრევანში წყლის 620 ჭავლია. აქ ეწყობოდა სამხედრო-საზღვაო დემონსტრაციები თუ გონდოლებით სეირნობა. ლენოტრმა ვერსალის უნაყოფო და ხრიოკი მიწა შვიდ წელიწადში აქცია ეგზოტიკური მცენარეებით დახუნძლულ თვალისმომჭრელ ოაზისად.
 
ვერსალის შადრევნები, ტექნიკურადაც და გარეგნულადაც, თავისი ეპოქის გასაოცარ მიღწევებს წარმოადგენენწარმოადგენს. გრანდიოზულობითა და მორთულობებით, ხაზთა უჩვეულო წყობით, უბადლოა ქალღმერთ ლეტოსა და მისი ვაჟის - აპოლონის შადრევნები. როგორც აღნიშნავდნენ, ეს შადრევნები იმ დროის კულტურულ საოცრებადაც იქცა.
გრანდ ტრიანონი (დიდი სასახლე) მთავარი სასახლის გვერდითაა, არანაკლებ ძვირფასი და დახვეწილი. საფრანგეთის მთავრობის ვერსალში გადმოსვლისთანავე ლუი XIV-მ, სასახლის ცხოვრებისაგან თავის დასაღწევად და განსამუხტად, ვარდისფერი მარმარილოს შენობა აღმართა. XVIII საუკუნეში მეფე ლუი XVI-მ ნაგებობა მეუღლეს გადასცა. მარია ანტუანეტამ მრავალჯერ გარდაქმნა სასახლის დიზაინი, საბოლოოდ კი ინტერიერი ინგლისურ-ჩინურ ყაიდაზე მოაწყო.
 
ხაზი 51:
სასახლეთა კომპლექსი პირნათლად ემსახურებოდა სამეფო დიდებულებს 1682 წლიდან [[საფრანგეთის რევოლუცია|1789 წლის რევოლუციამდე]]. ის მუდამ რჩებოდა ძველი ევროპული სტილის სამეფო ელეგანტურობის სიმბოლოდ. ვერსალი მდიდრული თეატრალური გასართობი იყო, ამასთან ფუფუნებისა და ძალაუფლების დემონსტრაცია, ბრწყინვალების ნიმუშებით უხვად დახუნძლული.
 
მონარქიის დამხობის შემდეგ სამეფო რეზიდენცია რესპუბლიკელთა ხელში მოექცა. უამრავი საგანძური ლუვრში გადაიტანეს, ნახატებისა და ავეჯის კოლექციათა უდიდესი ნაწილი აუქციონზე გაიყიდა. მოგვიანებით, 1830 წელს, მეფე [[ლუი-ფილიპე ორლეანელი|ლუი-ფილიპემ]] კომპლექსის ნაწილი დიდ მუზეუმად გარდაქმნა. მან თავის შექმნილ განძთსაცავშიგანძსაცავში დღის სინათლეზე გამოიტანა ქვეყნის ისტორიის მრავალი რარიტეტი, თუმცა მრავალი ღირსშესანიშნაობა, მათ შორის 6 ათასი ფერწერული ნიმუში და 2 ათასამდე სკულპტურა საზოგადოებისაგან მაინც დაფარული რჩებოდა. ლუი-ფილიპემ უამრავი რევოლუციამდელი ნივთი დააბრუნა სასახლეში.
 
დღეს ვერსალში მნახველს შეუძლია შეაბიჯოს საფრანგეთის მონარქიის სამეფო კარზე და მაშინდელ ეპოქაში გადაინაცვლოს. ის მოინახულებს ისტორიის ნაწილად ქცეულ ნივთებსა და ადგილებს, მათ შორის ინტიმურსაც, რომლებიც იმავე სახითაა შემინახული, როგორც უკანასკნელი მონარქის ლუი XVI-ისა და მისი ოჯახის სამეფო რეზიდენციიდან გამოსახლების ღამეს გამოიყურებოდა.