ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 45:
სოფელში დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის წარმოება. წამოების ნიშნები გამოვლინდა 1964 წლის სექტემბერში ბუკისციხის გორის სამხრეთ ფერდობზე.<ref>''გ. ცქიტიშვილი, ი. სიხარულიძე,'' „არქეოლოგიური გათხრები ბუკისციხეში“ // „კომუნიზმის განთიადი“ — 22 დეკემბერი, 1964 წ.</ref> სოფლის ტერიტორიაზე სავარაუდოა ანტიკური ქალაქის არსებობაც. ადრე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V სს) ეს [[გალავანი|გალავნიანი]] ქალაქი [[ერკეთი]]ს ეკონომიკურ ცენტრი უნდა ყოფილიყო.<ref>''ი. სიხარულიძე'', „ერკეთი“ // გაზეთი „ალიონი“ N18 გვ.3 — 2007 წ.</ref>
 
ადრე ფეოდალურ ხანაში სოფელში ჩნდება ახალი ციხე-სიმაგრე, რომელსაც თამარის ციხესაც უწოდებენ. უძველესი სამშენებლო ფენა ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხე მოქმედი იყო [[1811]] წლამდე ([[გურიის სამთავრო]]ს [[რუსეთის იმპერია]]სთან შეერთებამდე) და აკონტროლებდა [[იმერეთი]]დან და [[მესხეთი]]დან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას. 1909 წელს ბუკისციხის მოსახლეობა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას]] სთხოვდა სოფელში სამკითხველოს გახსნას. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003824986#?page=448 Кавказский календарь на 1914 год]</ref>
 
==ტურიზმი==