მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 109:
===მღვიმის სიდიდე===
მღვიმის სიდიდეს რამდენიმე განსხვავებული საზომი აქვს: 1. სიგრძე; 2. სიღრმე; 3. მოცულობა. მღვიმის სიგრძე ორგვარად შეიძლება შეფასდეს: მთავარი ან უგრძესი ტალანის სიგრძით და მღვიმის შემადგენელი ყველა ტალანის სიგრძეთა ჯამით. მსოფლიო სპელეოლოგიურ ლიტერატურაში მიღებულია უკანასკნელი მაჩვენებელი.
 
===მღვიმის გაღებულობის ხასიათი===
მღვიმის გაღებულობა ეწოდება მისი შესასვლელების რაოდენობის, სიდიდისა და შეფარდებითი მდებარეობის თანაწყობას. შესასვლელთა რიცხვის მიხედვით განასხვავებენ ცალკარიან, გამჭოლსა და კარმრავალ მღვიმეებს. ცალკარიანი მღვიმეები შეიძლება იყოს აღმავალი ან დაღმავალი, აღმავალი მღვიმე ქვევმო ბოლოდანაა ღია. დაღმავალი კი ზემოდან, თუ მღვიმეს ერთი ბოლოდან ორი ან მეტი შესასვლელი აქვს, მას ეწოდება შესაბამისად ორკარიანი, ან სამკარიანი მღვიმე და ასე შემდეგ. კარმრავალი მღვიმე ეწოდება სამი ან მეტი შესავლელის მქონე მღვიმეს და შეიძლება იყოს გამჭოლი, აღმავალი ან დაღმავალი. შესასვლელთა სიმრავლე ზოგ შემთხვევაში დაკავშირებულია მღვიმის მრავალსართულიანობასთან, ზოგჯერ კი ჭერის ნგრევასთან.
ცვალებადია მღვიმის შესასვლელთ სიდიდეც. ამ ნიშნის მიხედვით გამოყოფენ დართოდ გაღბულ და ვიწროდ გაღებულ მღვიმეებს.
მღვიმეთა გაღებულობის ხასიათი მნიშვნელოვან, ზოგჯერ გადამწყვეტ გავლენას ახდენს მღვიმის კლიმატურ რეჟიმზე, ორგანიზმების არსებობის პირობებზე, ადამოამოს მიერ მის ათვისებაზე.
 
'''გეგმური მოყვანილობა''' მღვიმის მოყვანილობა გეგმაში იქმნება შემდეგი ელემენტებით:
1) მღვიმის შემადგენელი ტალანების რაოდენობა და დატოვილობის ხასიათი;
2) ტალანების სიგანე და დარბაზოვნების ხარისხი;
3) ტალანების კლაკნილობა.
ტალანების რიცხვი, რომლებისგანაც შედგება მღვიმე, ცვალებადობს ერთიდან მრავალ ასეულამდე.
დატოტვილობის მიხედვით განირჩევა: დაუტოტველი, ბუჩქისებური, მანგრისებური, ლაბირინთისებური მღვიმეები. დაუტოტველი ანუ მარტივი მღვიმეები შედგებიან ერთი ან ორი ტალანისგან. ბუჩქისებური მღვიმეები შედგებიან სამი ან მეტი ტალანისგან, რომლებიც ქვემო ბოლოებით უკავშირდებიან ერთმანეთს. მანგრულ ტიპში, პიეიქით, ტალანები ზემო ბოლოებითაა შეერთბული. ლაბირინთისებური მღვიმე შედგება მრავალი ტალანისგან, რომლებიც ან ქვემო ან ზემო ბოლოებით უერთდებიან ერთმანეთს
მღვიმური ტალანსი განტოტვის იმ ტიპს, რომლეშიც ტოტები ქვემო ბოლოებით უერთდებიან ერთურთს და აერთიენებენ თავიანთ ნაკადებს, ეწოდება თავმოყრითი ანუ ადიუნქტიური განტოტვა.
თუ პირიქით ტოტები ზემო ბოლოებითაა შეერთებული და ინაწილებენ ჩამონადენს, საქმე გვაქვს განთვისებით ანუ ''დისკლუზიურ'' განტოტვასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ტალანები ჯერ იყოფიან და შემდეგ ისევ უერთდებიან ერთურთს, ვლაპარაკობთ ასაქცევის ტიპის ანუ ''პრეგრედიორულ'' გატოტვაზე. თავმოყრილი გატოტვის თავისებუტ ვარიანტს წარმოადგენს შემხვედრი განტოტვა, სადაც ორი ტალანი შეიძლება მიმართული იყოს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ აერთიანებდნენ თავიანთ ჩამონადენს, ასეთი ვარიანტი წარმოდგენილია [[სათაფლიის მღვიმე]]ში.
ტალანების სიგრძე ცვალებადობს 0.5-1 მეტრიდან რამდენიმე ათეულ მეტრამდე, მეტწილად უდრის 3-7 მეტრს. დარბაზებში ის შეიძლება იზრდებოდას 100 მეტრამდე და მეტადაც.
 
დარბაზოვნების ხარისხის მიხედვით მღვიმეები არსებითდად განსხვავდებიან. არსებობს უდარბაზო მღვიმეები და ამავე დროს ისეთი მღვიმეები, რომლებშიც დარბაზები ერთიმეორეს მისდევენ მნიშვნელოვან მანძილზე. პირველ, უდარბაზო, ტიპს მიეკუთვნება კლასტოკარსტული მღვიმეების უმრავლესობა, ზოგიერთი კიექვული მღვიმეები, მეორე დარბაზმრავალ ტიპს კი [[აბსკილის მღვიმე|აბსკილის]] და სათაფლიის მღვიმეები. მღვიმის დარბაზოვნების ხარისხი შეიძლება გამოსიახოს როგორც შეფარდება დარბაზების რიცხვისა ტალანის სიგრძესთან, ან დარბაზების ჯამური სიგრძისა მღვიმის საერთო სიგრძესთან.
კლაკნილობის მიხედვითც მღვიმეები დიდ მრავალგვაროვნებას იჩენენ. თითქმის სწორხაზობრივ მღვიმეთ გვერდით არსებობს კლაკნილი მღვიმეები, რომლებიც ამ მხრივ არ ჩამოუვარდებიან მეანდრირებულ ზედაპირულ მდინარეებს. მღვიმეებში განასხვავებენ ''მაკრომეანდრირებას'' და ''მიკრომეანდრირებას''. პირველ მათგანში მეანდრების სიმრუდის რადიუსი ათეულ მეტრობით აზომება, მეორეში კი მხოლოდ 2-3 მეტრით.
კლაკნილი მღვიმეების გარდა, არსებობს ტეხილი მიმართულების მღვიმეებიც. მათ მაგალითს წარმოადგენს მიგარიას კირქვულ მასივზე არსებული [[შქერიანის მღვიმე]], რომელიც შედგება ურთიერთპერპენდიკულარული მონაკვეთებისგან, უფრო დიდი მასშტაბით ტეხილად მიმართული ტალანები წარმოდგენილია პოდოლიის, თაბაშირის, მღვიმეებში.
 
===მღვიმეთა სართულიანობა===
მღვიმეთა მრავალსართულიანობა ეწოდება ისეთ მოვლენას, როდესაც ერთი და იმავე კარსტული ნაკადის მიერ გამომუშავებულია, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პიფსომეტრიულ დონეებზე ორი ან მეტი ტალანი. ასეთი სართულები შეიძლება ერთმანეთის თავზე იყოს განლაგებული, მაგრამ უფრო ხშირად ისინი განზე გადაადგილებულიცაა. სართულთშორისი შუალედი ეწოდება ვერტიკალურ მანძილს ორი მეზობელი სართულის ფსკერის სიბტყეებს შორის. მისი სიდიდე ცვალებადობს 2-5 მეტრიდან ათეულ და ასეულ მეტრებამდე. სართულების რაოდენობა მეტწილად 2-4-ის ფარგლებში ცვალებადობს, მაგრამ ზოგიერთ მღვიმურ სისტემებში 11 და ალბათ მეტსაც აღწევს. ცუცხვათის მღვიმის 11 სართული განლაგებულია 60-70 მეტრის სიმაღლის შუალედში და, ამრიგად, აქ სართულთშორისი შუალედი საშუალოდ 5-6 მეტრი გამოდის, გამოიყოფა სართულიანობის სამი ძირითადი ტიპი:
 
1. '''პარალელური ანუ განცალკავებული სართულიანობა''' - ხასიათდება სისტემის შემადგენელ სართულთა ერთმანეთისგან სრული იზოლირებით ან სუსტი კავშირით.
 
2. '''მკვეთი ანუ ნაწილობრივ შეკავშირებული სართულიანობა''' - სხვადასხვა ასაკის ტალანები უერთდებიან ან კვეთენ ერთმანეთს.
 
3. ''' ჩადგმული ანუ შეკავშირებული სართულიანობა''' - მდგომარეობა, როდესაც ქვედა (ახალი) სართული გამომუშავებულია ზედა (უფრო ძველი) სართულის ფსკერში.
მღვიმეების ამგები ქანების ნგრევის პროცესში ხანდახან ხდება სართულების გაერთიანება მთლიან სიღრუვედ. მაგალითად, ცუცხვათის მრავალსართულიანი გამჭოლი მღვიმის მთავარი ტალანი გაჩენილია სამი სართულის გაერთიანების შედეგად. ანალოგიურ მოვლენას ადგილი ჰქონდა [[კუნგურის მღვიმე]]შიც.
მღვიმეთა მრავალსართულიანობის მიზეზს წარმოადგენს კარსტული წყლების ჰორიზონტალური ცირკულაციის ზონის თანდათანობით გადაადგილება, კარსტვადი ქანების მასაში ზემოდან ქვემოთ.
 
===სპელეორელიეფის საშუალო და წვრილი ფორმები===
საშუალო ფორმები. მღვიმეთა მსხვილი შემადგენელი ნაწილები წარმოადგენენ სპელეორელიფეის საშუალო ფორმებს, რომლებიც უმრავლესად ''პოლიგენეტური'' ბუნებისაა. მათ მიეკუთვნება: ტალანები და გასასვლელები, დარბაზები, შახტები და გუმბათები.
 
ტალანი ეწოდება მღვიმის გრძელსა და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი განივკვეთის მქონე, სუბჰორიზონტალური ან ზომიერად დახრილი ფსკერით აღჭურვილ ნაწილს, რომელიც წარმოადგენ ან წარმოადგენდა ოდესღაც მიწისქვეშა ნაკადის სადინარს, რაც შეეხება გასასვლელებს, ისინი განსხვავდებიან ტალანისგან უმნიშვნელო სიგრძით, ზოგიერთ შემთხვევაში აგრეთვე სივიწროვისმ უწესო ფორმის განივკვეთით და გაუწონასწორებელი გასწვრივი პროფილით.
 
დარბაზები ჩვეულებრივ წარმოიქმნება ქანის ნგრევისათვის ხელსაყრელ ადგილებში და მდებარეობენ ან მღვიმური ტალანის ფსკერის სიმაღლეზე, ან უფრო მაღლა. რამდენადაც დარბაზის სახელით აღინიშნება ტალანის გაფართოებული და მაღლებული ნაწილები, ხოლო ტალანების სიგანე და სიმაღლე, იმდენად შეუძლებელია ზღვრული სიდიდის დასახელება. [[სათაფლიის მღვიმე|სათაფლიის მღვიმის]] ყველა დარბაზი ტავისუფლად მოთავსდება [[ცუცხვათის მღვიმე|ცუცხვათის მღვიმის]] ერთ-ერთ გვირაბთაგანში.
 
დარბაზთა განსაკუთრებული სახესხვაობაა ეგრედ წოდებული კარ-დარბაზები ანუ ვესტიბიულები, რომლებიც მღვიმეთა შესასვლელებში მდებარეობს. ისინი მკვეთრადაა გამოსახული კონგლომერატულ მღვიმეებში, გვხვდება აგრეთვე კირქვულ მღვიმეებშიც. მათი წარმოშობის მიზეზად უნდა ჩაითვალოს მღვიმის გარეთ მოქმედი გამოდიტვის პროცესი - ტემპერატურის რხევა, წვიმის, ქარის მოქმედება ქანებზე. კირქვები, როგორც შედარებით მტკიცე ქანები, კონგლომერატებზე ნაკლებად განიცდიან გამოფიტვას, ამიტომაც კირქვულ მღვიმეებში კარ-დარბაზები ნაკლებადაა განვითარებული. დარბაზების მოყვანილობა სხვადასხვაგვარია, თღისებური ნაპრალისებული, უწესო და სხვა.
 
ვერტიკალურ სიღრუვეებს, რომლეთაც ზედა ბოლო დახურული აქვთ, ქვედა კი გახსნილი, ეწოდება გუმბათები ანუ ორღანის მილები. ისინი ქვედა ბოლოებით უერთდებიან მღვიმუ ტალანებს. შახტი ეწოდება გრძელსა და ვიწრო ვერტიკალურ, ზევიდან ღია სიღრუეს, რომლის სიღრმე გაცილებით აღემატება მის დიამეტრს. შახტის რეკორდულ სიღრმედ ითვლება 460 მეტრი, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] მდებარე [[ჰიერსენ-მარტენის უფსკრული]]ს საწყისი სიღღმე. არაბიკას მასივზე მდებარე კრუბერის უფსკრული ზევიდან იწყება 60 მეტრი სიღრმის მქონე შახტით.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მღვიმე“-დან