თავდგირიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42:
იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში<br />
კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში<br />
მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა [[ბაილეთი|ბაილეთში]]<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/52312/1/Iveria_1891_N184.pdf გაზეთი „ივერია“ N184 1891 წ.]</ref>
 
ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა წყაროების ცნობით ეს ფაქტი არ დასტუდება. ომის შემდგომ, რაც რუსეთის იმპერიამ აჭარა შეიერთაქართველი მუსლიმი გადასახლდა ოსმალეთში, ბევრი სწორედ ალი ფაშას დიდი ძალისხმევით. ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწაში. ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და მოუწოდებდა, არ დარჩენილიყვნენ, მუსლიმობა ცუდ დღეში ჩავარდება და ყველას გაგაქართველებენო. ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო. როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბოლში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა. ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით. ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავდგირიძეები“-დან