აურანგაბადი (მაჰარაშტრა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46:
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
'''აურანგაბადი''' ({{lang-mr|औरंगाबाद}}, {{lang-en|Aurangabad}}, {{lang-hi|औरंगाबाद}}) — ქალაქი [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[მაჰარაშტრა|მაჰარაშტრის]] შტატში. აურანგაბადის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მთავარი ტურისტული ცენტრი, რომელზეც გადის გზა [[იუნესკო]]ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისკენ, [[აჯანტა|აჯანტისკენ]] და [[ელორის გამოქვაბული]]სკენ. ერთ-ერთი ახალი მილიონერი ქალაქი, მნიშვნელოვანი სამრეწველო და საგანმანათლებლო ცენტრი.
 
== ისტორია ==
ქალაქი ააშენეს [[1604]]-[[1610]] წლებში პატარა სოფლის ადგილზე, [[აჰმადნაგარი]]ს სასულთნოს სულთან [[მურთაზა ნიზამ-შაჰ II]]-ის მმართველობის პერიოდში. ქალაქის დაარსების წლად [[1610]] წელი ითვლება. დაარსების შემდეგ მას უწოდეს ფატეჰპურა, სავარაუდოდ სასულთნოს პრემიერ-მინისტრის მალიქ ამბარის (ვისი სოფლის ადგილზეც ააშენეს ქალაქი) შვილის ფათჰ-ხანის პატივისცემის ნიშნად.
 
[[1634]] წელს ქალაქში ჩვიდა [[აუტანგზები]], როგორც დეკანის გუბერნატორი. იგი აქ ცხოვრობდა [[1644]] წლამდე, შემდეგ წავიდა აგრაში დიდ მოგოლთა იმპერატორის ტახტზე ასასვლელად.
 
[[1681]] წელს აურანგზები, უკვე როგორც იმპერატორი დაბრუნდა აურანგაბადში და იგი თავისი იმპერიის დედაქალაქად აქცია. აქედან აწარმოებდა წარმატებულ ომებს დეკანის სასულთნოს წინააღმდეგ. როგორც ჩანს ქალაქს სახელი უწოდეს სწორედ მის გამო.
 
დიდ მოგოლთა პერიოდში აურანგაბადს უწოდებდნენ „ქალაქი კარიბჭე“, რადგან ქალაქში მრავალი კარიბჭე იყო. დღემდე შემონახულია რვა მათგანი და წარმოადგენენ მოგოლტა პერიოდის ძეგლებს.
 
აურანგზების საფლავი მდებარეობს აურანგაბადიდან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ხულდაბადში, სადაც ასევე მდებარეობს წმინდა ხეობა - ადგილი სადაც დაკრძალულია 1 500 სუფისტი წმინდანი. აურანგზების სახელს უკავშირდება [[თაჯ-მაჰალი]]ს კოპიოს, [[ბიბი-კა-მაკბარა|ბიბი-კა-მაკბარის]] აგება.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.aurangabadlive.com/ Aurangabad city info]
* {{wikivoyage|Aurangabad}}
* [https://web.archive.org/web/20080324193656/http://www.vishwakala.org/uniportal/info/index.asp Aurangabad Art Architecture Archcelogy History Culture Study Project]
* [http://www.maharashtratourism.gov.in/mtdc/HTML/MaharashtraTourism/Default.aspx?strpage=../MaharashtraTourism/CitiestoVisits/Aurangabad.html Government’s tourism page]
* [http://www.aurangabadmahapalika.org/#/ Aurangabad Municipal Corporation]
 
[[კატეგორია:ინდოეთის ქალაქები]]