რაფაელ ვაგანიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
რაფაელ ვაგანიანმა საერთაშორისო გრანდმასტერბის სტატუსს, 19 წლის ასაკში, 1971 წელს მიაღწია. ამავე წელს, მან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხე ადგილით დაასრულა; ტურნირის გამარჯვებული შვეიცარიელი მოჭადრაკე ვერნერ ჰუგი გახდა.
 
მისი ტურნირის ჩანაწერები გამორჩეულია; მან ტურნირები მოიგო: კრაგუჯევასში [[1974]] წელს, [[სან-პაულუ]]ში 1977 წელს, [[ვანაძორი|ვანაძორში]] 1978 წელს, [[ლას-პალმასი|ლას-პალმასში]] 1978 წელს, [[მანილა]]ში 1981 წელს, [[ჰასტანგი|ჰასტინგში]] 1982/83 წელს, ბიელში 1985 წელს, [[ლენინგრადი|ლენინგრადში]] 1987 წელს, [[ტორონტო]]ში 1990 წელს და ტერ-აპელში 1992 წელს. [[მოსკოვი|მოსკოვში]] 1982 წელსა და [[ტალინი|ტალინში]] 1983 წელს, მან პირველი ადგილი მიხაელ ტალთან გაიზიარა; აგრეთვე პირველობა გაიზიარა 1985 წელს ნაესტვედში ვოლტერ ბრაუნთან და ბენტ ლარსენთან ერთად. მან ორჯერ მოიგო რეგი ემილიას საჭადრაკო ტურნირი: 1992-93 წლებში (35-ე) და 1994-95 წლებში (37-ე).
 
[[198]]9 წელს [[ოდესა]]ში, მან 38-ე დაბადების დღეზე მოიგო საბჭოთა კავშირის 56-ე ჩემპიონატი. წინა მცდელობებში მან მესამე ადგილი გაიზიარა ლენინგრადში 1974 და მოსკოვში 1983 წელს, ხოლო მეორე ადგილი გაიზიარა [[1995]] წელს მშობლიურ ქალაქში ჩატარებულ ტურნირში.
1 739

რედაქტირება