ზამბოანგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47:
}}
 
'''ზამბოანგა''' ({{lang-tl|Lungsod ng Zamboanga}}, {{lang-en|Zamboanga City}}) — ქალაქი [[ფილიპინები]]ს კუნძულ [[მინდანაო|მინდანაოზე]]. ეს არის ფილიპინების მესამე „დიპლომირებული" ქალაქი, რომელიც დიდი ქალაქების კატეგორიაში შედის. „დიპლომირებული" ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1936 წელს. იგი ასევე არის დამოუკიდებელი ქალაქი, რომელიც არ შედის სხვა პროვინციაში. ესაზღვრება მეზობელ პროვინციას [[ზამბოანგა-სიბუგაი]]ს. ქალაქის ფართობია 1483 კმ², მოსახლეობა - 843 201 (2010 წ.). ქალაქი დააარსეს ესპანელებმა [[1635]] წელს, როგორც ციხესიმაგრე მოროს ხალხის თავდასხმებისაგან თავდაცვის მიზნით.
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასითებლები ==
ზამბოანგა მდებარეობს ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულის სამხრეთ დაბოლოებაზე. იგი მანილიდან დაშორებულია 460 საზღვაო მილით, ხოლო ინდონეზიის ქალაქ მენადოდან 345 მილით. ქალაქ სებუდან 372 მილი აშორებს, ხოლო ქალაქ დავაოდან — 340. ქალაქის ტერიტორიას გარს არტყავს [[სულუს ზღვა]] დასავლეთიდან, [[სულავესის ზღვა]] და [[ბასილანის სრუტე]] სამხრეთიდან, ხოლო [[მოროს ყურე]] — აღმოსავლეთიდან.
 
ქალაქი მდებარეობს რამდენიმე მიმდებარე პატარა კუნძულზეც, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია გრეიტ-სანტა-კრუსი. იგი დასვენებისთვის კარგი ადგილია და მდებარეობს ქალაქიდან კატერით საათნახევრის სავალზე. კუნძული ცნობილია ე. წ. ვარდისფერი ქვიშის“ პლაჟით. ქვიშს ფერი მიიღება მოწითალო ან ვარდისფერი ფერის მარჯნის ქერქებით.
 
== კლიმატი ==
ზამბოანგა მდებარეობს ტაიფუნების მოქმედების ზონაში. მარტიდან მაისის ჩათვლით სიცხე და სიმშრალეა. ტემპერატურა აღწევს 22 °С. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით წვიმების სეზონია. რეკორდული ტემპერატურაა — 38,7 °С, რომელიც დაფიქსირდა [[1999]] წლის 15 აგვისტოს, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურაა — 15 °С, რომელიც დაფიქსირდა [[1965]] წლის 27 თებერვალს.
 
== ისტორია ==
[[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] დასაწყისში ქალქი ატარებდა სახელწოდებას ხამბანგანი, რომელიც იტარგმნება, როგორც „ყვავილების ქალაქი“. თავდაპირველად აქ ხდებოდა მალაიელების განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიგრაცია კუნძულ [[სულუ]]დან, რომელთა წინაპრებიც, თავის დროზე მოვიდნენ კუნძლ მალაკიდან. XV საუკუნიდან სულს რეგიონში და მინდანაოზე გავრცელდა [[ისლამი]]. ქალაქი შევიდა [[სულუს სასულთნო]]ს შემადგენლობაში. ესპანელები აქ გამოჩდნენ [[1596]] წელს, რომლებიც იძლებულები იყვნენ შებრძოლებოდნენ მოროს ხალხს, ადგილობრივ მუსულმანებს, რომლებიც კოტაბატოს რაიონში ცხოვრობდნენ. ამ რაიონში, [[1635]] წელს ფილიპინების გენერალ-გუბერნატორ ხუან სერეს და სალამანკას მმარტველობის პერიოდში გადმოასახლეს 300 ჯარისკაცი [[მეხიკო]]დან. მათ ხელმძღვანელობდა კაპიტანი ხუან დე ჩავესი. კუნძულის ყველაზე სამხრეთ ნაწილში, ბასილანის ყურის ნაპირზე ააგეს ციხესიმაგრე სან-ხოსე, რომელიც აკონტროლებდა მუსულმან მეკობრეებს. აღნიშნული ციხესიმაგრის დაარსება საფუძვლად დაედო ქალაქ ზამბოანგას.
 
მომდევნო [[1636]] წელს ესპანელებმა გაიმარჯვეს ტაგალ მეკობრეებზე. [[XVIII საუკუნე]]ში ქალაქში აქტიურად დაიწყეს მოღვაწეობა იეზუიტმა მისიონერებმა. ამავე პერიოდში მანილის გუბერნატორის ფერნანდო დე ბუსტილიო ბუსტამანტე ი რუედას ბრძანებით დაანგრიეს ძველი ციხესიმაგრე და ააშენეს ახალი. ამავე საუკუნეში ზამბოანგა ესპანელების მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო ფილიპინების სამხრეთ ნაწილში.
 
ესპანელების ამერიკელებთან ბრძოლის დროს, ზამბოანგა იყო ესპანეთის ჯარების მთავარი დასაყრდენი და მათ ქალაქი დატოვეს მხოლოდ 1899 წელს.
 
== მოსახლეობა ==
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზამბოანგა“-დან