ფუტკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
93.186.211.110-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 51:
| ncbi =
}}
'''ფუტკრები''' ({{lang-la|Apoidea}}) — [[მწერები]]ს [[ოჯახი (ბიოლოგია)|ზეოჯახი]] [[სიფრიფანაფრთიანები]]ს [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]]სა. შეიცავს რამდენიმე ოჯახს ([[Colletidae]], Andrenidae — [[მოკლეხორთუმიანები]], Apidae — [[ნამდვილი ფუტკრები]], Megachillidae და სხვა). ფუტკრების სხეულის სიგრძე 1,5 [[მმ]] — 5 [[სმ]] აღწევს. აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი; უმრავლესობის ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებულია ხორთუმად. სხეული მოფენილია ბუსუსებით. მრავალი ფუტკრის უკანა კიდურების წინა ნაწევარი გარდაქმნილია „კალათა“, რომელშიც ფუტკრები გრძელი ბუსუსების მეშვეობით აგროვებენ ყვავილის მტვერს, მუცლის ბოლოზე განვითარებულია [[ნესტარი]] ანუ საწერტელი. ზეოჯახში 20 ათასამდე [[სახეობა]]ა. გვხვდება ყველგან, სადაც კი [[ყვავილოვანი მცენარეები|ყვავილოვანი მცენარეებია]]. ფუტკრები იკვებებიან ყვავილის მტვრითა და [[ნექტარი]]თ. ფუტკრებს ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა, ერთეული ფუტკრების დედალი ერთ- ან რამდენიმეუჯრიან ბუდეს აშენებსმ შიგ კვერცხებს დებს, უჯრას ბეჭდავს და ბუდეს ტოვებს. კვერცხებიდან შეიძლება გამოიჩეკოს როგორც დედალი, ისე მამალი ფუტკარი. ე. წ. ნახევრად სოციალური ფუტკრების დედალი [[ბუდე]]ში რჩება პირველი თაობის გამოჩეკამდე, რომელიც მხოლოდ დედლებისაგან შედგება. ისინი აშენებენ ახალ უჯრებს, ავსებენ საკვებით, მაგრამ კვერცხებს არ დებენ. კვერცხებს ისევ ძველი დედა ფუტკარი დებს. მხოლოდ 1—4 უნაყოფო თაობის შემდეგ, ძველი დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხებიდან ვითარდებიან როგორც დედლები, ისე მამლები, დედა ფუტკარი კი კვდება. ფუტკრებს შორის მრავალი, მათ შორის თაფლის მომცემი ფუტკრები, ოჯახებად ცხოვრობენ (საზოგადო ფუტკრები). მათ ახასიათებთ პოლიმორფიზმი ([[ფუტკრის ოჯახი]]) — დედლებისა და მამლების გარდა, მათ ჰყავთ მრავალრიცხოვანი მუშა (უნაყოფო დედლები) ფორმები.
 
ფუტკრების ყველა სახეობა სასარგებლოა როგორც მცენარეთა დამმტვერავი. თაფლის მომცემი ფუტკარი ([[ფუტკარი მეთაფლია]]) [[ადამიანი|ადამიანმა]] უძველესიდროიდან მოიშინაურა [[თაფლი]]ს, [[ცვილი]]ს, [[დინდგელი]]ს, [[ფუტკრის რძე|ფუტკრის რძის]] მიღების მიზნით. [[ფუტკრის შხამი|ფუტკრების შხამს]] იყენებენ მედიცინაში, ყოგი ფუტკრების კბენა საშიშია ადამიანისა და [[ცხოველები]]სათვის. აღსანიშნავია [[ქართული ფუტკარი]], რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი გრძელი ხორთუმებით, რაც საშუალებას აძლევს ამოწოვოს ნექტარი სხვა ფუტკრებისთვის მიუწვდომელი ყვავილიდან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფუტკრები“-დან